USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
Galt & Taggart-ი: თბილისის რომელ უბანში რამდენი ბინა გაიყიდა 2023 წელს?
дата:  

თბილისში 2023 წელს 39 949 ბინა გაიყიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 7%-ით ნაკლები მაჩვენებელია, ხოლო 2021 წელს გაყიდული ბინების მაჩვენებელს აღემატება.

Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული თბილისის საცხოვრებელი ბინების ბაზრის 2023 წლის მიმოხილვის მიხედვით, ტრანზაქციების შემცირების მიუხედავად, გაყიდული ბინების ღირებულება 9.9%-ით გაიზარდა და 2,9 მლრდ დოლარი შეადგინა. მიმოხილვის ავტორები განმარტავენ, რომ ეს ზრდა ბინების პირველად ბაზარზე ფასების მატებას უკავშირდება.

მიმოხილვის ავტორებმა თბილისის უბნების რეიტინგი მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასის მიხედვით წარმოადგინეს, სადაც ქირის ფასი და გაყიდული ბინების რაოდენობაა მითითებული. მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე, ვაკეში და ჩუღურეთშია. გაყიდული ბინების მიხედვით რეიტინგში კი პირველ ადგილებს საბურთალო, დიდი დიღომი და სამგორი ინაწილებენ:

  1. მთაწმინდა - გაიყიდა 779 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 2 580 დოლარი იყო, ქირა კი 14.8 დოლარი;
  2. ვაკე - გაიყიდა 1 490 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 2 151 დოლარი იყო, ქირა კი 15.9 დოლარი;
  3. ჩუღურეთი - გაიყიდა 1 026 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 1 583 დოლარი იყო, ქირა კი 11.7 დოლარი;
  4. კრწანისი - გაიყიდა 1 372 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 1 466 დოლარი იყო, ქირა კი 12 დოლარი;
  5. საბურთალო - გაიყიდა 6 956 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 1 445 დოლარი იყო, ქირა კი 12.4%;
  6. ისანი - გაიყიდა 3 121 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 1 207 დოლარი იყო, ქირა კი 11.1 დოლარი;
  7. დიდუბე - გაიყიდა 3 212 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 1 166 დოლარი იყო, ქირა კი 10.3 დოლარი;
  8. ნაძალადევი - გაიყიდა 3 700 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 1 103 დოლარი იყო, ქირა კი 9.8 დოლარი;
  9. დიდი დიღომი - გაიყიდა 6 755 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 965 დოლარი იყო, ქირა კი 8.8 დოლარი;
  10. სამგორი - გაიყიდა 5 797 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 958 დოლარი იყო, ქირა კი 8.6 დოლარი;
  11. ვაშლიჯვარი - გაიყიდა 1 057 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 945 დოლარი იყო, ქირა კი 9.8 დოლარი;
  12. გლდანი - გაიყიდა 4 684 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 931 დოლარი იყო, ქირა კი 9 დოლარი;

„2023 წელს ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდა. ამასთან, პირველად ბაზარზე ბინის ფასის წლიური ზრდის ტემპი ორჯერ აღემატებოდა მეორად ბაზარზე ფასის ზრდას (+21.3% და +10.0% წ/წ, შესაბამისად). აღსანიშნავია, რომ ფასები კიდევ უფრო მკვეთრად არის გაზრიდლი 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე. კერძოდ, პირველადი ბაზრის ფასები 45.2%-ით გაიზარდა, რაც ასევე აღემატება მეორად ბაზარზე დაფიქსირებულ ზრდას (+30.7% ახალი და +17.5% ძველი ბინებისთვის). ბინების ფასების მკვეთრი ზრდა გამოწვეული იყო მშენებლობის გაზრდილი ხარჯებით და მიგრანტების მხრიდან მოთხოვნით, თუმცა ეს ორივე მაჩვენებელი ამ ეტაპზე დასტაბილურებულია. შედეგად, თბილისში გასაყიდი ბინის მინიმალური ფასი ამჟამად $900/მ2-მდეა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის ბოლოსთვის $600/მ2 იყო“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати