თბილისში 2023 წელს 39 949 ბინა გაიყიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 7%-ით ნაკლები მაჩვენებელია, ხოლო 2021 წელს გაყიდული ბინების მაჩვენებელს აღემატება.
Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული თბილისის საცხოვრებელი ბინების ბაზრის 2023 წლის მიმოხილვის მიხედვით, ტრანზაქციების შემცირების მიუხედავად, გაყიდული ბინების ღირებულება 9.9%-ით გაიზარდა და 2,9 მლრდ დოლარი შეადგინა. მიმოხილვის ავტორები განმარტავენ, რომ ეს ზრდა ბინების პირველად ბაზარზე ფასების მატებას უკავშირდება.
მიმოხილვის ავტორებმა თბილისის უბნების რეიტინგი მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასის მიხედვით წარმოადგინეს, სადაც ქირის ფასი და გაყიდული ბინების რაოდენობაა მითითებული. მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე, ვაკეში და ჩუღურეთშია. გაყიდული ბინების მიხედვით რეიტინგში კი პირველ ადგილებს საბურთალო, დიდი დიღომი და სამგორი ინაწილებენ:
„2023 წელს ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდა. ამასთან, პირველად ბაზარზე ბინის ფასის წლიური ზრდის ტემპი ორჯერ აღემატებოდა მეორად ბაზარზე ფასის ზრდას (+21.3% და +10.0% წ/წ, შესაბამისად). აღსანიშნავია, რომ ფასები კიდევ უფრო მკვეთრად არის გაზრიდლი 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე. კერძოდ, პირველადი ბაზრის ფასები 45.2%-ით გაიზარდა, რაც ასევე აღემატება მეორად ბაზარზე დაფიქსირებულ ზრდას (+30.7% ახალი და +17.5% ძველი ბინებისთვის). ბინების ფასების მკვეთრი ზრდა გამოწვეული იყო მშენებლობის გაზრდილი ხარჯებით და მიგრანტების მხრიდან მოთხოვნით, თუმცა ეს ორივე მაჩვენებელი ამ ეტაპზე დასტაბილურებულია. შედეგად, თბილისში გასაყიდი ბინის მინიმალური ფასი ამჟამად $900/მ2-მდეა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის ბოლოსთვის $600/მ2 იყო“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.
„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.