USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ალექსანდრე ლუკაშენკო - ღმერთმა დამიფაროს, უკრაინის წინააღმდეგ ვიბრძოლო
თარიღი:  1032

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ის არ გაგზავნის ბელარუსის მოქალაქეებს უცხო ქვეყნის ტერიტორიებზე საბრძოლველად.

„მე არასოდეს მითქვამს და არც ვიტყვი, რომ გავაგზავნი ბელარუსის მოქალაქეებს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიმე ერის წინააღმდეგ საბრძოლველად. თქვენ ახსენეთ უკრაინა, ღმერთმა დამიფაროს, ამ ხალხის წინააღმდეგ ვიბრძოლო,“- აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ომი მხოლოდ ორ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ბელარუსს ან რუსეთს პირდაპირ თავს დაესხმებიან.

"ომი იქნება თუ არა? დიახ, იქნება, მაგრამ მხოლოდ ორ შემთხვევაში: თუ ბელარუსის წინააღმდეგ განხორციელდება პირდაპირი აგრესია", - განაცხადა ლუკაშენკომ მოსახლეობისადმი მიმართვისას.

მისივე თქმით, ბელარუსზე თავდასხმის შემთხვევაში ასი ათასობით რუსი ჯარისკაცი მათთან ერთად იბრძოლებს.

„თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესია იქნება, ასობით ათასი რუსი ჯარისკაცი იქნება აქ, რომელიც ასობით ათას ბელარუსელთან ერთად დაიცავს ამ მიწას“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ომი დაიწყება იმ შემთხვევაშიც, თუ ბელარუსის მოკავშირე რუსეთს პირდაპირ დაესხმებიან თავს.

"მეორე მომენტი, როცა ომი იქნება და ბელარუსი მასში მონაწილეობას მიიღებს, თუ ჩვენს მოკავშირეს რუსეთის ფედერაციას პირდაპირ დაესხნენ თავს, იგივე აგრესია განხორციელდება ჩვენი მოკავშირის, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტის შემთხვევაში გამარჯვებული არავინ იქნება. „ყველა ყველაფერს წააგებს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის