USD 2.7354
EUR 3.0177
RUB 2.8748
Tbilisi
ალავერდის საკათედრო ტაძრის გარშემო ხარაჩოს აგება გრძელდება
Date:  
ტაძრის გუმბათის ირგვლივ ხარაჩოს აგება რამდენიმე დღეში დასრულდება. რეაბილიტაციისათვის საჭირო ხარაჩოების მასალა მიტანილი და დასაწყობებულია.
 
სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორებმა და კონსტრუქტორების ჯგუფმა უკვე შეაფასეს გალავნის შიდა მხარეს არსებული კარიბჭე-სამრეკლოსა და მის ჩრდილოეთით მდებარე საეპისკოპოსო სახლის საბურველის მდგომარეობა. დაიგეგმა კარიბჭე-სამრეკლოსთან ხარაჩოს მოწყობა, თუნუქის საბურველის მოხსნის შემდეგ კი შეფასდება ვითარება და დაიგეგმება საჭირო სარეაბილიტაციო სამუშაოები. საეპისკოპოსო სახლის დაზიანებული კრამიტის საბურველი საჭიროებს რეაბილიტაციას, რისთვისაც ხარაჩო აიგება გარე პერიმეტრზეც.
 
ინფორმაციისთვის: ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით გადაწყდა, ტაძრის ფასადზე სასწრაფოდ მოეწყოს ხარაჩო, რათა სპეციალისტებმა შეძლონ გუმბათზე მუშაობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად ჩასატარებლად ალავერდში გაიგზავნა 1500 კვ. მ ხარაჩოს მასალა.
 
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად გაეცნო ალავერდის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობას.
 
ალავერდის საკათედრო ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყველაზე მაღალი ეკლესიაა საქართველოში.
region
კახეთის 4 -ზოლიანი მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა, მაგისტრალური გზა სამჯერ გაზრდილ გამტარობასთან ერთად ანახევრებს გადაადგილების დროს

კახეთის 4 - ზოლიანი მაგისტრალური გზის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა და თბილისიდან საგარეჯომდე ტრანსპორტი უკვე ჩქაროსნული გზით ისარგებლებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა სრულ შესაბამისობაშია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებთან და უზრუნველყოფილია განათების სისტემით.

„მაგისტრალი გვერდს უვლის ოთხ მჭიდროდ დასახლებულ სოფელსა და ქალაქს (ვაზიანს, სართიჭალას, ნინოწმინდას, საგარეჯოს), რითაც განტვირთავს მოძრაობას დასახლებებში, გაანახევრებს გადაადგილების დროს და სამჯერ გაზრდის ავტოტრანსპორტის გამტარობას.

თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალურ გზაზე აშენდა 35 კმ-იანი ასფალტ-ბეტონისა და ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზა, 46 საავტომობილო, 4 სარკინიგზო და 1 სამელიორაციო ხიდი, მოეწყო 8 მიწისქვეშა გადასასვლელი, 148 წყალგამტარი და 19 სამელიორაციო მილი.

გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 533 502 661 მილიონი ლარით დაფინანსდა.

თბილისი-სგარეჯოს 35 კმ-იანი საერთაშორისო მაგისტრალური გზა თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი საგზაო ქსელის და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.

კახეთის 4 ზოლიანი საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის, საერთო ჯამში, აშენდება 85 კმ-იანი გზა ბაკურციხემდე, რისთვისაც უკვე მიმდინარეობს საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა.

კახეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თბილისიდან თელავამდე მგზავრობა მხოლოდ 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way