USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
ახალი არაპოლიტიკური პლატფორმა, ხვალ საკუთარ მიზნებს ფართო საზოგადოებას გააცნობს.
თარიღი:  697

ხვალ, 14 აპრილის, 17 სთ - ზე თბილისის ისტორიულ მუზეუმ ქარვასლაში გაიმართება საზოგადოება - ქართულის წარდგენა. კულტურის, განათლებისა და სპორტის წარმომადგენლებისგან შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საზოგადოებას არაპოლიტიკური, საზოგადოებრივი პლატფორმის ჩამოყალიბებას სთავაზობს, რომელიც ხელს შეუწყობს:

• დღემდე საზოგადოებრივი პროცესებისგან გარკვეულად დისტანცირებული ერის ინტელექტუალური ნაწილის ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პროცესებში აქტიურ ჩართვას;

• დღევანდელ გლობალურ, ციფრულ ეპოქაში, ქართული ღირებულებების, ცოდნის, კულტურისა და განათლების მომავალი თაობებისათვის გადაცემისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიური პლატფორმების ჩამოყალიბებას;

• თაობათა შორის და ქართულ ემიგრაციასთან კავშირისა და თანამშრომლობის გაღრმავებას;

• ქვეყანაში სარეფენდუმო(საპეტიციო) დემოკრატიის დამკვიდრებასა და მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში ქართველი ხალხის მონაწილეობის გააქტიურებას.

• ერის ინტელექტუალური ნაწილის გაერთიანებას: ქართული იდენტობის შენარჩუნებისთვის; ქართული ენის, კულტურის, ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვისთვის; ქართულ ოჯახის განმტკიცებისა და დემოგრაფიულ პრობლემების მოგვარებისათვის; ქვეყანაში სიძულვილის ენისგან თავისუფალი ცივილიზებული, აკადემიური განსჯისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბებისთვის.

14 აპრილს გაიმართება ღია დიალოგი მოწვეულ სტუმრებთან, რომელთა შორის არიან აკადემიური წრეების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის წარმომადგენლები. შედგება გულახდილი დისკუსია , ქვეყნის წინაშე მდგარ, საერთო ეროვნულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

საინიციატივო ჯგუფს ფოლკლორის ცენტრის დირექტორის მოადგილე, იურისტი და ადვოკატი გიორგი გაბუნია ხელმძღვანელობს.

მისამართი: თბილისი, სიონის ქუჩა 8, ისტორიული ქარვასლა

საკონტაქტო პირი : მარიამ ებანოიძე, 551911905

 

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის