USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«Daily Express» (დიდი ბრიტანეთი): „CNN-მა ექსტრენულ გამოშვებაში დონალდ ტრამპის იდეა გააკრიტიკა, რომელიც ვლადიმერ პუტინის მოქმედებას ჰგავს: ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი ჩატარდება?!“
дата:  660

„ამერიკული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებიან, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად ფიქრობს ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი ჩაატაროს“, - წერს ბრიტანული გაზეთი „დეილი ექსპრესი“ (Daily Express) სტატიაში, რომლის სათაურია CNN-მა ექსტრენულ გამოშვებაში დონალდ ტრამპის სამხედრო იდეა გააკრიტიკა, რომელიც ვლადიმერ პუტინის მოქმედებას ჰგავს“ (ავტორი - ჯეს ფილიპსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ორი დღის წინ ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა თავისი გადაცემა ექსტრენულად შეწყვიტა და წამყვანმა ერინ ბერნეტმა მაყურებლებს დონალდ ტრამპის გეგმა გააცნო, რომელიც, მისი თქმით, „ისეთია, როგორიც პუტინის რუსეთში ხდება“.

როცა ტელეეკრანზე მორბენალი სტრიქონი გამოჩნდა - „ტრამპი ზოგიერთი ქვეყნის მიმართ ტარიფის შემოღებას აყოვნებს, რადგან საკითხი მრჩევლისადმი ნდობას ეხება“ -  წამყვანმა, თავის მხრივ, განმარტა: „იმიტომ, რომ დონალდ ტრამპი, როგორც ამბობენ, სამხედრო აღლუმის მომზადებით არის დაკავებული“.

ერინ ბერნეტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის არმიის სამხედრო აღლუმი „ძალიან ძვირი დაჯდება“. მან გაიხსენა, რომ დონალდ ტრამპი აღლუმის ჩატარებას ჯერ კიდევ პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს აპირებდა და იმ დროს იდეაზე უარი თქვა სწორედ იმის გამო, რომ აღლუმის ორგანიზებისათვის 100 მილიონი დოლარი დაიხარჯებოდა.

„წლევანდელი აღლუმი, თუ გამოვითვლით, დონალდ ტრამპის დაბადების დღეს - 14 ივნისს - ემთხვევა, როცა ასევე აღინიშნება აშშ-ის არმიის შექმნის 250-ე წლისთავი და სახელმწიფო დროშის დღე. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო მოსამსახურეები, ჯავშანტექნიკა, სამხედრო ავტომობილები და ბევრი სხვა შეიარაღება. მსგავსი საზეიმო ღონისძიებები აშშ-სათვის ტრადიციული არ არის ისინი უფრო პოლარულია ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მაგალითად, რუსეთში, ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში. ანუ აღლუმებს ისეთი „ძლიერი ლიდერები აწყობენ, რომლებიც დონალდ ტრამპის აღფრთოვანებას იწვევენ, მაგალითად, ვლადიმერ პუტინი“.

შემდეგ ტელეწამყვანმა კიდევ ერთი პარალელი გაავლო დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის: „იცით, როცა რუსული მასმედია იტყობინება, თუ რამდენი შაიბა გაიტანა ვლადიმერ პუტინმა ჰოკეის მატჩში, თქვენ ეს ნაცნობ მოვლენად მოგეჩვენებათ დღევანდელი სიტუაციის ფონზე და სწორიც იქნებით. იმ დროს, როცა სავაჭრო ომის ბობოქრობს, რუსულმა მედიამ გაავრცელა პრესრელიზი რეპორტიორებისათვის, რომელშიც გამოყენებულია დონალდ ტრამპის პუტინისებური გამონათქვამი: „მე გავიმარჯვე. საერთოდ, გამარჯვება კარგია. თქვენც ხომ გაიგეთ ჩემი გამარჯვება?“. პრეზიდენტს მხედველობაში ჰქონდა გოლფში გამარჯვება, რომელიც მან მარა-ლაგოში, თავის ვილაში ითამაშა“.

თეთრ სახლში უარყვეს სამხედრო აღუმისათვის მზადება და განაცხადეს, რომ ამჯამად მსგავსი „ღონისძიება დაგეგმილი არ არის“, თუმცა არც ის არ უთქვამთ, რომ მოგვიანებით აღლუმი არ გაიმართება. სხვათა შორის, 7 აპრილს ვაშინგტონის მერს მარიელ ბაუზერს „წამოსცდა“, რომ აღლუმისათვის მზადება ჯერ კიდევ „ადრეულ სტადიაშია“.

დონალდ ტრამპის მომხრეების თვალსაზრისი ამ ახალ ამბავთან მიმართებით სხვადასხვანაირია: ერთ-ერთმა კომენტარში დაწერა; „მართალია, რომ პრეზიდენტს აღლუმის ჩატარება სურს? და ეს ხდება ვეტერანებისათვის დახმარების შემცირების ფონზე? ამერიკულმა  საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს“.  მეორემ კი მოითხოვა, რომ „თუ დონალდ ტრამპი  აღლუმს მართლაც ჩაატარებს, მან ფული ამისათვის საკუთარი ჯიბიდან უნდა გადაიხადოს“.

წყარო: 

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати