USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Tbilisi
«Daily Sabah» (თურქეთი): „სომხეთის ერთადერთი მარშრუტი თურქეთზე გადის“
Date:  329

„სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკური პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება: მისი მომავალი თურქეთზეა დამოკიდებული - შეძლებს თუ არა იგი უნარიანად და მომგებიანად ისარგებლოს თურქეთთან საზღვრების გახსნით და ვაჭრობის გაფართოებით? რეალობა ისაა, რომ სომხეთს თურქეთთან ურთიერთობის გარეშე სხვა გზა არ აქვს“, - ნათქვამია თურქეთის ყოველდღიურ ინგლისურენოვან გაზეთში „დეილი საბაჰში“ (Daily Sabah) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „სომხეთის ერთადერთი მარშრუტი თურქეთზე გადის“ (ავტორი - მელიქ ალთინოქი).

„მთიან ყარაბაღში განხორციელებულ ანტიტერორისტულ ოპერაციაში აზერბაიჯანის სწრაფი წარმატება სომხეთისათვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. სომეხი ნაციონალისტები ანტითურქულ აგიტაციას ეწევიან - ერთმანეთს ადარებენ სომეხი ლტოლვილების ამჟამინდელ და 1915 წლის დროინდელ ფოტოსურათებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ეწყობა საპროტესტო აქციები, რომლებზეც დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ინერტულობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მან „სამშობლო გაყიდა, ხალხს უღალატა“.

დღევანდელი სიტუაციის უკეთ გასაცნობიერებლად და გასაგებად თვალი გადავავლოთ პროცესებს, რომლებიც სომხეთში ბოლო წლებში მიმდინარეობდა.

ნიკოლ ფაშინიანი, როცა ხელისუფლებაში მოვიდა, თავდაპირველად იმედს უნერგავდა სომხებს და მათ იმ პრობლემების რაციონალურ მოგვარებას პირდებოდა, რომლებსაც წლების განმავლობაში საზოგადოებაში ღრმად ჰქონდათ ფესვები გადგმული. იგი ყოველნაირად ცდილობდა ბალანსის პოვნას რუსეთსა და დასავლეთს შორის, მაგრამ შეცდა და შედეგად დისბალანსი  მიიღო. სწორედ ამ საგარეოპოლიტიკურმა დისბალანსმა გამოიწვია სომხეთის დამარცხება მთიან ყარაბაღში, 2020 წლის სემოდგომაზე მომხდარ ომში. მოსკოვი ერევანს ჯერ აფრთხილებდა, შემდეგ კი „ჭკუა ასწავლა“ - ხელში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეატოვა, რომელიც თურქეთის მხარდაჭერით სარგებლობდა.

ნიკოლ ფაშინიანი თავის განზრახვების სესრულებას მტკიცედ ცდილობდა - სურდა, რომ სომხეთი ტრადიციული ისტორიული გადმონაშთებისაგან გატავისუფლებულიყო, რომლებიტაც სომხური საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში იყო შებოჭილი. იგი თურქეთსაც კი ეწვია, პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის ინაუგურაციის დროს - ქვეყანას, რომელიც „სომხეთის მარადიულ მტრად“ ითვლება. იმავდროულად იგი ეძებდა ალტერნატიულ ალიანსებს, რუსეთის ჩასანაცვლებლად, ამ მიზნით თანხმობა განაცხადა აშშ-სთან ერთობლივ სამხედრო წრთვნებში მონაწილეობაზეც, რაც ადრე არასოდეს არ მომხდარა.

ილჰამ ალიევმა, რომელმაც იგრძნო მისთვის სასიკეთო შესაძლებლობა სომხეთში მიმდინარე შიდა რყევებისა და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, სწრაფად და ეფექტურად განახორციელა მთიანი ყარაბაღის გაკონტროლება და ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლების დემონტაჟი მოახდინა.

ბევრმა საეჭვოდ ჩათვალა ნიკოლ ფაშინიანის სტრატეგიული კურსი რეგიონში, აშშ-ისა და საფრანგეთის იმედით, მთავარი მოთამაშეების უგულვებელყოფისა და მათი ჩანაცვლების შესახებ. ასევე შეცდომად იქნა მიჩნეული (თითქოსდა „გამოუცდელობის გამო“) ის ნაბიჯი, რომ მან უკრაინასთან დასაახლოებლად გარკვეული ანტირუსული დემარში განახორციელა - ცოლი კიევში გაგზავნა, რომელმაც უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების გაწევა აღუთქვა. 

მაგრამ აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ გარემოებას: 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მთიან ყარაბაღში მოქმედი ხელისუფლება სომხეთისათვის ე.წ. „სიღრმითი სახელმწიფოს“ როლს ასრულებდა, ანუ ისეთ როლს, რომელზეც სომხეთი იძულებული ხდებოდა დამოკიდებული ყოფილიყო. ერევანში არჩეული ყოველი ხელისუფლება ვალდებული იყო მთიანი ყარაბაღის ინტერესები დაეცვა. მემკვიდრეობითი სტატუს-ქვო შენარჩუნებული იყო როგორც რუსეთის, ასევე გარკვეულწილად, სომხური დიასპორის დახმარებით. ნიკოლ ფაშინიანმა კი ამ მემკვიდრეობითი ჯაჭვის გაწყვეტა განიზრახა - შეეცადა რუსეთი ჩაენაცვლებინა. იგი თავის გეგმას წარმატებით ასრულებს: უკრაინასთან კავშირებს იწყებს, საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს უერთდება, რომელიც ვლადიმერ პუტინს დაპატიმრებით ემუქრება...

ნიკოლ ფაშინიანი უჭკუო არ არის - მაგალითად, „ზანგეზურის დერეფანთან“ მიმართებით. მართალია, მის შექმნას სომეხი ნაციონალისტები ეწინააღმდეგებიან, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა იცის, თუ რა პოზტიურ შედეგს მოუტანს ღარიბ სომხეთს თურქეთთან ვაჭრობა - დერეფნის გახსნა ერევნისათვის „მაშველი რგოლის“ როლს შეასრულებს. ამჟამად თურქეთში ასი ათასზე მეტი სომეხი მუშაობს, რის შედეგადაც ისინი სომხეტში დარჩენილ თავიანთ ოჯახებს ეხმარებიან. სომხეთი თუ საზღვრებს გახსნის (კაცმა რომ თქვას, ჩვენი მეზობლის მოსახლეობა ერთი საშუალო თურქული ქალაქის მოსახლეობის ტოლფასია), მისი ეკონომიკური განვიტარება მნიშვნელოვნად დაჩქარდება.

რა თქმა უნდა, ნიკოლ ფაშინიანმა ზანგეზურთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება უნდა დააჩქაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა განაცხადა, მას გზა ირანისაკენ რჩება.

თუ ნიკოლ ფაშინიანი სომხეთისათვის საზღვრების გახსნას და თურქეთთან ვაჭრობის გაფართოებას ვერ შეძლებს, მისი პოლიტიკური პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება -არ არის გამორიცხული ისევ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.

წყარო: https://www.dailysabah.com/opinion/columns/armenias-sole-exit-route-is-through-turkiye

 

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way