USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
აი, რატომ უნდა გვქონდეს ოთახში „სიდედრის ენა“
Date:  

ნეიშენალ ჯეოგრაფიკმა თავის გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია ძალიან სასარგებლო თვისებების მქონე მცენარეზე - სანსევიერაზე, რომელსაც  ჰაერის სრულყოფილად  გაწმენდის უნარი გააჩნია. იგი საქართველოშიც არის გავრცელებული, თუმცა, ცოტამ თუ იცის მისი ამ უნიკალური თვისებების შესახებ...

“NASA-მ სანსევიერიას კლასიფიცირება მოახდინა და მას ახლა დრაკაენას - ანუ ჰაერის გამწმენდს უწოდებენ. ეს სახელწოდება მან მისი იმ უნარის გამო მიიღო, რომლის წყალობითაც აქვს შესაძლებლობა, მოიშოროს ისეთი ტოქსიკური ნაერთები, როგორიცაა ბენზინი, ფორმალდეჰიდი, ტრიქლოროეთილენი, ქსილენი.

მცენარეს აქვს უნარი, სრულებით შთანთქოს ნახშირორჟანგი და დიდი რაოდენობით ჟანგბადი გამოყოს. მის ფოთლებზე არსებული მიკროსკოპული ფორები, რომელსაც სტომატა ეწოდება, ღიაა მხოლოდ ღამით, რათა შეიზღუდოსმცენარის სტრუქტურაში წყლის დაკარგვა მზის გულზე.  სხვა მცენარეებისგან განსხვავებით, მას  ოთახის შიდა ჰაერის გასამენდად იყენებენ, არაჩვეულებრივია საძინებელში“, - ნათქვამია national geographic-ის გვერდზე.

მცენარე არის ადვილად მოსავლელი, უპრეტენზიო. თავისი გარეგნული იერის გამო მას „დედამთილის ენას“, „გველის ენას, „ვეფხისტავას" ეძახიან. 

სანსევიერია არის გამძლე და მრავალწლიანი მცენარე, რომელიც უძლებს როგორც ბნელ ადგილს, ასევე გამოშრობას.  ტემპერატურა აუცილებელია იყოს 10°ჩ-ზე მეტი.

მორწყვა

ეცადეთ, მორწყვამდე მიწა კარგად იყოს გამომშრალი. მორწყვის დროს დააკვირდით, რომ წყალი ქოთნის ნახვერამდე ჩავიდეს, თუმცა მიწა არც ძალიან სველი უნდა იყოს და  არც ქოთანი დატოვოთ  წყლიან ლამბაქში.

 ადგილი და განათება

სანსევიერა მზიან ადგილზეც და ჩრდილშიც ერთნაირად კარგად იზრდება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მზეზე გაზრდილ ჭრელფოთოლა ჯიშებს ფოთლების შეფერილობა უფრო ინტენსიური აქვთ. მცენარე ადვილად ეგუება ცხელ და მშრალ გარემოსაც, ასევე კარგად იზამთრებს გრილ ოთახში, რომელიც მხოლოდ მზით თბება. ზამთრის განმავლობაში ისვენებს და არ იზრდება, ამიტომ ამან არ უნდა შეგაშფოთოთ.

სანსევიერას კიდევ ერთი, ოთახის მცენარისთვის იშვიათი თვისება გააჩნია - მშვენივრად უძლებს ორპირ ქარს. ამიტომ ზაფხულში შეგიძლიათ, გარეთაც გაიტანოთ, თუმცა აუცილებლად მოარიდეთ წვიმას.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ მცენარეს ადგილის ხშირი შეცვლა არ მოსწონს.

სანსევიერა ერთ-ერთი ყველაზე უპრეტენზიო და ადვილად მოსავლელი მარადმწვანე მცენარეა, რომელიც გავრცელებულია აფრიკისა და სამხრეთ აზიის ტროპიკების მშრალ ადგილებში. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებაში მცენარის 60-მდე სახეობა არსებობს, ოთახის დეკორატიულ მცენარეებს შორის მისი მხოლოდ  მცირე ნაწილია (დაახლოებით, 1 ათეული ან ცოტა მეტი) გავრცელებული.

სანსევიერას სახეობები ერთმანეთისგან ფორმით, სიმაღლით და შეფერილობით განსხავავდებიან. ახალგაზრდა მცენარე როზეტის ფორმით იზრდება, ანუ მისი ფოთლები ერთი წერტილიდან სპირალურად ამოდის. ფოთლების შეფერილობა შესაძლოა იყოს ღია ან მუქ მწვანე ტონებში და კრემისფერი ან მოყვითალი ზოლები დაჰყვებოდეს.

რაც შეეხება ფოთლების სიგრძეს - არსებობს შედარებით მოკლეფოთლიანი სახეობები და სახეობები - მაღალი და სწორად ამართული, ხანჯლისებური ფოთლებით. სანსივიერას ყვავილედი კი წვრილ და მაღალ საყვავილე ღეროზე გაფანტულ მომწვანო ან თეთრ ვარსკვლავისებრ, უსახურ და სუსტად სასიამოვნო სურნელის ყვავილებს წარმოადგენს. როგორც წესი, ერთ როზეტზე მხოლოდ ერთი საყვავილე ღერო ვითარდება, გადაყვავილების შემდეგ კი ღერო ხმება, როზეტი ზრდას წყვეტს და ახალი ფოთლები აღარ ამოსდის.

სანსევიერა სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა, ალოეს მსგავსად მას ანთებითი პროცესების სამკურნალოდ იყენებენ.

 

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way