USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Тбилиси
«Sabah» (თურქეთი): „ერთი ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომამდე? დასავლეთს მშვიდობა კი არა, რუსეთთან ომი სურს“
дата:  494

თურქული გაზეთი „საბაჰი“ (Sabah) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ერთი ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომამდე? დასავლეთს მშვიდობა კი არა, რუსეთთან ომი სურს“ (ავტორი - ბურხანეთინ დურანი), რომელშიც ევროპაში ომისა და უსაფრთხოების პრობლემებს ეხება, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ანტირუსული განცხადებების საფუძველზე.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

„ერთი ნაბიჯი სრულმასშტაბიან მესამე მსოფლიო ომამდე“ - ასეთი გამოთქმა გამოიყენა ვლადიმერ პუტინმა თავის პირველ ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ჟურნალისტმა ჰკითხა - „იქნება თუ არა კონფლიქტი რუსეთსა და ნატოს შორისო“. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოში შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს, „თუმცა საეჭვოა ვინმე იყოს დაინტერესებული ბირთვული კონფრონტაციის გაჩაღებაში“. უფრო ადრე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ტექნიკურად მზად არის ბირთვული ომისათვის“.

უკრაინის ომის განმავლობაში რუსეთის მეთაური პერიოდულად აფრთხილებს დასავლეთს, რომ სიტუაცია ბირთვულ ესკალაციამდე არ მიიყვანოს. მან შემთხვევით არ უთქვამს ფრაზა - „ერთი ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომამდე“.

საფრანგეთის პრეზიდენტი 26 თებერვალს დაიქადნა, რომ „არ არის გამორიცხული უკრაინაში დასავლეთის სამხედრო ძალები გავგზავნოთო“. მიუხედავად იმისა, რომ ნატომ, აშშ-მა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და იტალიამ მხარი არ დაუჭირეს ამ იდეას, ფრანგი პრეზიდენტი მაინც აგრძელებს თავის გამოსვლებს რუსეთის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მისი ბოლო თეზისები ასეთია: „თუ რუსეთის არმია კიევის ან ოდესის მიმართულებით დაიძრება, საფრანგეთის არმიას პირდაპირი ჩარევა მოუწევს“, „რუსეთი ჩვენი მოწინააღმდეგეა“, „სანამ ყირიმი ისევ უკრაინას არ დაუბრუნდება, მანამ მყარი მშვიდობა შეუძლებელია“. ემანუელ მაკრონმა ორი დღის წინათ, როცა ბერლინში ვიზიტით იმყოფებოდა, პარიზში დაბრუნებისას ჟურნალისტებტან ასე განაცხადა: „შესაძლებელია, განსაზღვრულ მომენტში ჩვენ სახლემეთო ოპეარციის განხორციელება დაგვჭირდეს რუსეთის არმიის წინააღმდეგ. მე ეს არ მსურს და ამას არ მივესალმები, მაგრამ თუ იძულებული გავხდებით, ჩვენ ამას გავაკეთებთ. სწორედ ამით გამოიხატება საფრანგეთის ძალა“. შემდეგ მან დაამატა: „ჩვენ საკუთარი თავი არ უნდა დავაშინოთ. რუსეთი ძლიერი სახელმწიფო არ არის, ის საშუალო ქვეყანაა, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს“.

ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის შეხლა-შემოხლა აჩვენებს, რომ უკრაინის ომმა კარდინალურად შეცვალა წარმოდგენები ევროპის უსაფრთხოებაზე. უკრაინის კრიზისის შედეგად უსაფრთხოების კონცეფციამ, რომელიც ორიენტირებული იყო მშვიდობის შენარჩუნებაზე და ეკონომიკურ მიდგომებზე (რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტზე), არ გაანართლა. ახლა ევროპამ თავისი უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის რესტრუქტურიზება უნდა მოახდინოს.

მართალია, ვლადიმერ პუტინი პირიქით ამტკიცებს, მაგრამ ბევრ ევროპულ ქვეყანაში დომინირებს თვალსაზრისი, რომლის თანახმად, რუსეთი არ გაჩერდება და უკრაინაზე და სხვა ქვეყნებსაც დაემუქრებაო. ამ მიზეზით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, უპირველესად კი გერმანია, აუცილებლად თვლის თავდაცვისაათვის ხარჯების გადიდებას.

ამასობაში კი იმის ალბათობა, რომ დონალდ ტრამპი კვლავ იქნება არჩეული აშშ-ის პრეზიდენტად 2024 წლის ნოემბერში - ევროპისათვის კოშმარულ სცენარს წარმოადგენს. ყოფილი პრეზიდენტი თავისი მმართველობის პირველი ვადის დროს თვლიდა, რომ ნატო მოძველდა. იგი თავს ვერ იკავებს მუქარებისაგან დღევანდელ წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც და ამერიკელ ამომრჩევლებს პირდება, რომ თუ ნატოს წევრები სამხედრო ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ით არ გაზრდიან, იგი რუსეთს წააქეზებს, რომ ასეთ ურჩ და ჯიუტ ნატოს წევრ ქვეყნებს თავს დაესხას. შესაბამისად, ემანუელ მაკრონის განცხადების უკან დგას ის განზრახვა, რომ მან თავისი ქვეყანა ევროპის დაცვის ავანგარდში ჩააყენოს და მოკავშირეების ნდობა განიმტკიცოს. ბუნებრივია, მან რუსეთს საფრანგეთის ბირთვული იარაღიც შეახსენა. ფრანგი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომი არ უნდა მოიგოს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირის ავტორიტეტი ნულამდე დაეცემა.

და მაინც, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარებისა და ანტირუსული სანქციების მიუხედავად, რუსეთი შორს დგას „სტრატეგიული დამარცხებისგან“, რაც დასავლეთს ასე სწყურია. რუსეთის ეკონომიკა ფეხზე დგას და არ დაცემულა, ხოლო თუ ნატო უკრაინას ახალ და უფრო ძლიერ იარაღს გადასცემს, ან თავის ჯარს გაგზავნის საომრად, მაშინ რუსეთისა და ნატოს შეტაკების ალბათობა, ანუ „ერთი ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომამდე“, მართლაც გაიზრდება.

ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის პოლემიკაში ასევე ნახსენებია მშვიდობის დამყარების ვარაუდი. მაკრონი ამტკიცებს, რომ შესთავაზებს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტას 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პერიოდში. თავის მხრივ პუტინი, რომელიც ადრეც ლაპარაკობდა მშვიდობის დამყარებაზე, მაკრონის სცენარს სკეპტიკურად უყურებს და ხაზს უსვამს, რომ იგი ისეთი სამშვიდობო მოლაპარაკების მომხრეა, რომლის დროსაც საომარი მოქმედებების პაუზა უკრაინის გადაიარაღებისათვის არ უნდა იქნეს გამოყენებული. 

სანამ ორ ლიდერს შორის დავა-კამათი გრძელდება, მსოფლიოს საზოგადოების შეშფოთება, გამოწვეული ბირთვულ ომზე ხშირი საუბრებით, შენარჩუნდება. საფრანგეთს თავისი რევანშისტული ინტერესები აქვს: პარიზი, რომელსაც აფრიკის ბევრი ქვეყნიდან გასვლა მოუწია რუსული გავლენის გაძლიერების გამო, ცდილობს, რომ ევროპა აიყოლიოს და ერთიანი ანტირუსული პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბებამდე მიიყვანოს, მაგრამ ეს ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს. რუსეთთან ომის ალბათობა ევროპის სახელმწიფოებს აშინებთ. აქედან გამომდინარე, სანამ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი არ იქნება, მანამ უკრაინაში ზავი ნაკლებად სავარაუდოა.

წყარო: https://www.sabah.com.tr/yazarlar/duran/2024/03/19/ucuncu-dunya-savasina-bir-adim-mi

Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати