USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
93 წლის ასაკში ჰოლივუდის საკულტო კომპოზიტორი ენიო მორიკონე გარდაიცვალა
дата:  2810

ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოსკაროსანმა კომპოზიტორმა რამდენიმე დღის წინ ტრავმა მიიღო, რის გამოც საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.

ენიო მორიკონე თანამდროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიტორია. ის მრავალი ჯილდოს, მათ შორის 2 ოსკარის მფლობელია

ენიო მორიკონეს 10 ყველაზე ცნობადი მელოდია საკულტო ფილმებიდან

კარგი , ცუდი, ბოროტი (1996)

სერჟიო ლეონეს  საკულტო ვესტერნი კლინტ ისტვუდით მთავარ როლში მსოფლიოს საუკეთესო ფილმების სიაში შედის. სწორედ ამ ფილმისთვის შექმნილი მთავარი მუსიკალური თემა მსოფლიოს ყველაზე ცნობად მელოდიად ითვლება.

მკის დღეები (1978)

ფილმი, რომელიც ვიზულურ შედევრად ითვლება და რომლის გადაღებების შემდეგ ტერენს მალილი 20 წლით ჩამოშორდა კინომატოგრაფს. ენიო მორიკონეს მუსიკამ ფილმზე ნამდვილი გარდატეხა მოახდინდა, განსაკუთრებით ფილმის დასაწყისში, ტიტრების დრო გაჟღერებულმა მელოდიამ.

ერთხელ ამერიკაში (1984)

კინოშედევრად მონათლული ლეგენდარული ფილმი მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით არასოდეს ბერდება, ისევე როგორც თავად მუსიკა შექმნილი კინოფილმისთვის. კრიტიკოსები თვლიან, რომ კინოსურათი ეპიკურად სწორედ ენიო მორიკონეს მუსიკამ აქცია.

ხელშეუხებელნი (1987)

ამ ფილმით მორიკონემ კრიმინალურ დრამაში მუსიკალური ჟანრის ახალ მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი. რეალურ მოვლენებზე გადაღებული ამ ფილმის საუნდთრეკისთვის, მორიკონემ ბრიტანული კინოაკადემიის პირველი პრემია მიიღო.

ახალი კინოთეატრი „პარადიზო“ (1988)

ფილმი ჯუზეპე ტორნატორესა და ენიო მორიკონეს თანამშრომლობის ეპოქის დასაწყისად იქცა. კინოსურათი ერთნაირად ტრიუმფალური გახდა როგორც რეჟისორისთვის, ასევე კომპოზიტორისთვის. მან „ოკსარი“, „ოქროს გლობუსი“, „ბაფტა“ და კანის კინოფესტივალის პრიზი მოიპოვა.

მგელი (1994)

მაიკლ ნიკოლსის გახმაურებული საშინელებათა ფილმი „მგელი“, ჯეკ ნიკოლსონით მთავარ როლში, ასევე გამორჩეულია ფილმისთვის შექმნილი ორიგინალური მუსიკით. სწორედ ფილმის მთავარი მუსიკალური თემისთვის მორიკონე „გრემიზე“ იყო წარდგენილი.

მალენა (2000)

ჯუზეპე ტორნატორეს კიდევ ერთი გახმაურებული ფილმი მონიკა ბელუჩის მონაწილეობით. ენიო მორიკონეს მიერ შექმნილი საუნდტრეკი კი „ოქროს გლობუსის“ მფლობელი გახდა.

უსახელო ნაბიჭვრები (2009)

ქუენტინ ტარანტინოს ამ გახმაურებულ კინოსურათში ბრედ პიტისა და კრისტოფ ვოლთსის მონაწილეობით, ბევრი კომპოზიცია ჟღერს. დაწყებული ვესტერნისთვის დამახასიათებელი ჟანრით, დასრულებული რიტმ-ენ-ბლუზის ელემენტებით. სწორედ კლასიკური ჟანრის მელოდიები ფილმისთვის ტარანტინომ ენიო მორიკონეს მიანდო.

ჯანგო (2012)

ტარანტინოს კიდევ ერთი ფილმი-ვესტერნი, რომელიც მთლიანად გაჯერებულია მუსიკით და ყველაზე ცნობადი ბალადები აქაც მორიკონეს ანგარიშზეა.

ამაზრზენი რვიანი (2015)

საინტერესოა, რომ ფილმისთვის მუსიკა ენიო მორიკონემ ისე დაწერა, რომ თავად ფილმი არ უნახავს. სწორედ ფილმის მთავარმა თემამ  კომპოზიტორს ნანატრი „ოსკარიც“ მოუტანა.

 

 

 

 

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати