USD 2.6835
EUR 2.8762
RUB 2.8785
Tbilisi
9 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
Date:  516

9 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 313-ე დღე (ნაკიან წლებში – 314-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 52 დღე.

დღის მოვლენები

  • 1494 : მედიჩის გვარი ფლორენციის მმართველი ხდება.
  • 1729 : ესპანეთი, საფრანგეთი და ინგლისი ხელს აწერენ სევილიის ზავს.
  • 1799 : ნაპოლეონ ბონაპარტი სამხედრო გადატრიალებას ახდენს და კონსულთა მთავრობას აწესებს საფრანგეთში.
  • 1872 : ბოსტონის დიდი ხანძარი.
  • 1887 : აშშ-ის საკუთრებაში გადმოდის პერლ ჰარბორი, ჰავაი.
  • 1906 : სტოლიპინის აგრარული რეფომა დაიწყო რუსეთში.
  • 1906 : თეოდორ რუზველტი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც საზღვარგარეთ ვიზიტით მიემგზავრება (პანამის არხის მშენებლობის შესამოწმებლად).
  • 1907 : მეფე ედუარდ VII-ს დღეობაზე საჩუქრად კულინანის ალმასი მიართვეს.
  • 1918 : გერმანიის კაიზერი ვილჰელმ II გადადგა გერმანიის რევოლუციის შედეგად და ქვეყანა რესპუბლიკად გამოცხადდა.
  • 1921 : ალბერტ აინშტაინს ნობელის პრემია მიენიჭა ფიზიკის დარგში ფოტოელექტრონული ეფექტის კვლევისთვის.
  • 1923 : სამთავრობო ძალებმა ჩაახშეს მიუნხენში ნაცისტების მიერ მოწყობილი ლუდის პუტჩი.
  • 1937 : იაპონიის ჯარები იღებენ შანხაის, ჩინეთი.
  • 1938 : კრისტალნახტი, ნაცისტური გერმანიის პირველი ფართომასშტაბიანი ანტი-ებრაული ძალადობის აქცია, იწყება.
  • 1953 : კამბოჯა საფრანგეთისგან დამოუკიდებელი ხდება.
  • 1961 : ნილ არმსტრონგი ამყარებს მსოფლიო სიჩქარის რეკორდს რეაქტიული თვითმფრინავით X-15 (6.587 კმ/სთ).
  • 1967 : აპოლოს პროგრამა: ნასა ორბიტაზე უშვებს ადამიანის გარეშე მართვად ხომალდს აპოლო 4-ს (Appolo 4) კენედის კონცხიდან.
  • 1985 : ანატოლი კარპოვზე ანგარიშით 13:11 გამარჯვებით 22 წლის გარი კასპაროვი მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი ხდება ჭადრაკში.
  • 1989 : ცივი ომი - კომუნისტური აღმოსავლეთ გერმანია ხსნის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს ბერლინის კედელში უფლებას აძლევს რა თავის მოქალაქეებს თავისუფლად იმგზავრონ დასავლეთ გერმანიაში. ხალხი კედლის ნგრევას იწყებს.
  • 1990 : მერი რობინსონი ირლანდიის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა და ასევე პირველი მუშათა პარტიიდან.
  • 1994 : აღმოჩენილ იქნა ახალი ქიმიური ელემენტი დარმშტადტიუმი.
  • 2004 : Mozilla Firefox 1.0 ვერსია გამოდის და ხდება Microsoft-ის ინტერნეტ ექსპლორერის უდიდესი კონკურენტი.
  • 2005 : ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია ვენერა ექსპრესის გაშვება მოხდა ბაიკონურის კოსმოდრომიდან ყაზახეთში.
  • 2007 : ოპოზიციის ზეწოლით საქართველოს პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნები ვადამდე, 5 იანვარს, დაინიშნა პლებისციტთან ერთად, რომელიც საპარლამენტო არჩევნების თარიღს დაადგენს.
  • 2009 : ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის ფორუმის IV კონფერენციაზე შარმ-ელ-შეიხში ჩინეთის პრემიერი ვენ ძიაბაო აფრიკის 49 ლიდერს $10 მილიარდ დოლარს შეჰპირდა რბილი სესხის სახით.
  • 2011 :
    • ამერიკელი მოკრივე ჯო ფრეიზიერი გარდაიცვალა 67 წლის ასაკში.
    • ლუკას პაპადიმოსი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1656 : ალერი, პაულ — იეზუიტი მწერალი და პედაგოგი.
  • 1683 : ჯორჯ II — დიდი ბრიტანეთის მეფე
  • 1812 : აბადი, პოლ — ფრანგი არქიტექტორი.
  • 1818 : ტურგენევი, ივან — რუსი მწერალი (გ. 1883)
  • 1832 : გაბორიო, ემილ — ფრანგი მწერალი, დეტექტივური ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი
  • 1841 : ედვარდ VII — დიდი ბრიტანეთის მეფე.
  • 1864 : განდეგილი — ქართველი პოეტი და პროზაიკოსი.
  • 1885 : ხლებნიკოვი, ველიმირ — რუსი მწერალი (გ. 1922)
  • 1885 : ვეილი, ჰერმან — გერმანელი მათემატიკოსი (გ. 1955)
  • 1905 : მანი, ერიკა — გერმანელი მწერალი (გ. 1969
  • 1929 : კერტესცი, იმრე — უნგრელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1934 : სეიგანი, კარლ — ამერიკელი ასტრონომი
  • 1936 : ტალი, მიხაილ — ლატვიელი მოჭადრაკე (გ. 1992)
  • 1970 : ტედესკი, სიუზან — ამერიკელი მუსიკოსი
  • 1974 : დელ პიერო, ალესანდრო — იტალიელი ფეხბურთელი
  • 1979 : ტეილორი, მარტინ — ინგლისელი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 959 : კონსტანტინე VII — ბიზანტიის იმპერატორი
  • 1187 : გაოზონგი — ჩინეთის იმპერატორი
  • 1492 : ჯამი — სპარსი—ტაჯიკი პოეტი
  • 1907 : ალექსანდრე (ოქროპირიძე) — ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.
  • 1918 : აპოლინერი, გიიომ — ფრანგი პოეტი
  • 1940 : ჩემბერლენი, ნევილ — ინგლისის პრემიერ-მინისტრი
  • 1952 : ვაიცმანი, ხაიმ — ისრაელის პირველი პრეზიდენტი
  • 1970 : გოლი, შარლ დე — საფრანგეთის ეროვნული გმირი
  • 1977 : დავით V (დევდარიანი) — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
  • 1991 : მონტანი, ივ — ფრანგი მომღერალი და მსახიობი
  • 2017 : სტაილზი, შაილა — კანადელი პორნომსახიობი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ნესტორ თესალონიკელი
    • კაპიტოლინა და ეროტიიდა
    • წმინდა მარკოზი და მისთანანი
    • ათანასე მიდიკიელი
    • ნესტორ მემატიანე
sport
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way