USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
9 მარტი - ეს დღე ისტორიაში
дата:  570

9 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 68-ე დღე (ნაკიან წლებში – 69-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 297 დღე.

დღის მოვლენები

  • 1226 : ჯალალედინმა აიღო თბილისი.
  • 1796 : ნაპოლეონ ბონაპარტმა შეირთო პირველი ცოლი, ჟოზეფინა ბოარნე.
  • 1803 : რუსთა და ქართველთა ჯარმა დალაშქრა ჭარ-ბელაქანი.
  • 1842 : ვერდის მესამე ოპერის „ნაბუკოს“ პრემიერა გაიმართა მილანში; მისი წარმატება ვერდის სამუდამოდ ამკვიდრებს იტალიის მოწინავე საოპერო მწერალთა რიგში.
  • 1908 : მილანის ინტერი დაარსდა.
  • 1945 : მეორე მსოფლიო ომი - ტოკიოს დაბომბვა - ამერიკული B-29 მოიერიშეები ტოკიოზე ცეცხლმბად ბომბებს უშვებენ. დაბომბვით გამოწვეული ცეცხლოვანი შტორმისგან 100.000-ზე მეტი ადამიანი იღუპება.
  • 1956 : საბჭოთა ჯარმა დაარბია სტუდენტთა დემონსტრაცია თბილისში.
  • 1957 : ალეუტის კუნძულებზე დაფიქსირდა 9.1 მაგნიტუდის მიწისძვრა.
  • 1959 : თოჯინა ბარბი გამოვიდა წარმოებაში.
  • 1964 : პირველი ფორდ მუსტანგი გამოვიდა „ფორდ მოტორ კომპანიის“ ამწყობი საამქროდან.
  • 1967 : სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა სსრკ-იდან გაიქცა და აშშ-ს შეაფარა თავი.
  • 1975 : ტრანს-ალიასკის ნავთობსადენის სისტემის მშენებლობა დაიწყო.
  • 1987 : როკ-ჯგუფი U2 უშვებს ალბომს „Joshua Tree“.
  • 1991 : ბელგრადში იწყება სლობოდან მილოშევიჩის საწინააღმდეგო მასობრივი გამოსვლები.
  • 2008 : ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ხოსე ლუის საპატერო სოციალისტური მუშათა პარტიიდან მეორე ვადით აირჩიეს.
  • 2022 : იუნ სოკ იოლი კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1697 : ფრედერიკე კაროლინე ნოიბერი — გერმანელი მსახიობი
  • 1749 : ონორე გაბრიელ მირაბო — ფრანგი პოლიტიკოსი
  • 1814 : ტარას შევჩენკო — უკრაინელი პოეტი
  • 1856 : ედი ფოი — ამერიკელი მსახიობი
  • 1861 : ფრანც ლევინსონ-ლესინგი — რუსი გეოლოგი და პეტროგრაფი.
  • 1862 : ნიკოლოზ პიმონენკო — უკრაინელი ფერმწერი.
  • 1868 : ფილიპე მახარაძე — ქართველი ბოლშევიკი
  • 1877 : ემილ აბდერჰალდენი — შვეიცარიელი ბიოქომიკოსი და ფიზიოლოგი.
  • 1890 : ვიაჩესლავ მოლოტოვი — სსრკ-ის პოლიტიკოსი
  • 1891 : ხოსე ლაურელი — ფილიპინების მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტი (1943–1945)
  • 1898 : ლორენს დადლი სტამპი — ბრიტანელი გეოგრაფი და გეოლოგი.
  • 1902 : ლუის ბარაგანი — მექსიკელი არქიტექტორი.
  • 1910 : სემიუელ ბარბერი — ამერიკელი კომპოზიტორი
  • 1922 : ლეხოსლავ მარშალეკი — პოლონელი რეჟისორი, ანიმატორი და სცენარისტი.
  • 1929 : მუჰამად ალ-უსაიმინი — სალაფი მუსლიმი სწავლული
  • 1931 : ლეონ ფებრეს-კორდერო — ეკვადორის პრეზიდენტი (1984–1988)
  • 1932 : რეზო კაკაბაძე — ქართველი მხატვარი, პედაგოგი.
  • 1934 : იური გაგარინი — რუსი საბჭოთა კოსმონავტი მფრინავი
  • 1942 : ჯონ კეილი — ბრიტანელი მუსიკოსი
  • 1943 : ბობი ფიშერი — ამერიკელი მოჭადრაკე
  • 1944 : ნუგზარ შატაიძე — ქართველი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი.
  • 1955 : ორნელა მუტი — იტალიელი კინომსახიობი
  • 1957 : არამ მანუკიანი — სომეხი პოლიტიკოსი.
  • 1958 : ლინდა ფიორენტინო — ამერიკელი კინომსახიობი.
  • 1959 : ტაკააკი კაძიტა — იაპონელი ფიზიკოსი.
  • 1964 : ჟულიეტ ბინოში — ფრანგი კინომსახიობი და მხატვარი.
  • 1968 : იური ჯორკაეფი — ფრანგი ფეხბურთელი
  • 1973 : თენგიზ ირემაძე — ქართველი ფილოსოფოსი.
  • 1975 : ხუან სებასტიან ვერონი — არგენტინელი ვეტერანი ფეხბურთელი.
  • 1979 : ოსკარ აიზეკი — ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი.
  • 1980 : ბურჩინ თერზიოღლუ — თურქი მსახიობი
  • 1983 : კლინტ დემპსი — ამერიკელი ფეხბურთელი.
  • 1983 : მაიტე პერონი — მექსიკელი მსახიობი და მომღერალი/სიმღერების ავტორი.
  • 1988 : დავით ხურცილავა — ქართველი ფეხბურთელი
  • 1990 : დალეი ბლინდი — ნიდერლანდელი ფეხბურთელი.
  • 1990 : არაზ ოზბილისი — სომეხი ფეხბურთელი
  • 1993 : მინ იუნ-გი — სამხრეთ კორეელი რეპერი
  • 1993 : რომულო — ბრაზილიელი ფეხბურთელი
  • 1993 : სტეფანო სტურარო — იტალიელი ფეხბურთელი
  • 1994 : ლეილია აჯამეტოვა — უკრაინელი პარა-ათლეტი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1661 : მაზარინი, ჯულიო— საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე
  • 1883 : ტოინბი, არნოლდ — ინგლისელი ისტორიკოს-ეკონომისტი
  • 1888 : ვილჰელმ I — პრუსიის მეფე
  • 1918 : ვედეკინდი, ფრანკ — გერმანელი მწერალი
  • 1972 : ასათიანი, ვლადიმერ — ქართველი ბიოქიმიკოსი
  • 1988 : კიზინგერი, კურტ გეორგ — გერმანიის კანცლერი 1966—1969 წლებში
  • 1992 : ბეგინი, მენახემ — ისრაელის პრემიერ-მინისტრი
  • 1994 : ბუკოვსკი, ჩარლზ — ამერიკელი მწერალი
  • 1997: The Notorious B.I.G. — ამერიკელი რეპერი.
  • 2015 : ოთარ კობერიძე — ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანის ხსენების დღეს:
    • წმინდა ტარასი
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати