USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Tbilisi
7 ოქტომბერს, ღვინის დღეების აღნიშვნა თელავიდან დაიწყება.
Date:  761
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 7 ოქტომბერს, ღვინის დღეების აღნიშვნა თელავიდან დაიწყება.
 
 ერეკლე მეფის სასახლის ეზოში სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. ეწყობა მეღვინეების კუთხე, საბავშვო გასართობი სივრცეები, დასრულების ეტაპზეა სცენის მონტაჟი.
 
დაგეგმილია სხვადასხვა ასაკის სტუმარზე გათვლილი არაერთი საინტერესო ღონისძიება.
 
ღვინის დღეებს თელავში მუსიკალურად გააფორმებს მომღერალი ანა უზნაძე.
 
18:30 საათიდან დაიწყება გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: „ბასიანი“, „შვიდკაცა“, მიშო ჯავახიშვილი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, „სუხიშვილები“, ნუკრი კაპანაძე, დათო შანიძე, კოტიკო ყიფიანი, „თეატრალურის კვარტეტი“, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი.
გელით, ერთად აღვნიშნოთ ღვინის დღეები ღვინის სამშობლოში!
 
World
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way