USD 2.6797
EUR 2.8684
RUB 2.9172
Тбилиси
7 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
дата:  693

7 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 311-ე დღე (ნაკიან წლებში – 312-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 54 დღე.

დღის მოვლენები

  • 1665 : ლონდონ გაზეთი - დღემდე არსებული უძველესი ინგლისურენოვანი პერიოდული გამოცემა - პირველად დაიბეჭდა.
  • 1786 : აშშ-ის უძველესი სამუსიკო ორგანიზაცია დაარსდა, როგორც სტაფტონის მუსიკალური საზოგადოება.
  • 1800 : რუსებისა და ქართველების გაერთიანებულმა ლაშქარმა კახეთში, სოფელ კაკაბეთის მახლობლად ავართა ლაშქარი დაამარცხა (ნიახურის ბრძოლა).
  • 1848 : ზაქარი ტეილორი იქნა არჩეული პრეზიდენტად აშშ-ის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ყველა შტატში ჩატარდა ერთსა და იმავე დღეს.
  • 1912 : დოიჩე ოპერნჰაუზი (ამჟამად დოიჩე ოპერ ბერლინი) ბერლინის ხარლოტენბურგის უბანში ბეთჰოვენის ფიდელიოს წარმოდგენით გაიხსნა.
  • 1917 : პეტროგრადში, რუსეთი, ბოლშევიკები ლენინისა და ტროცკის მეთაურობით დროებითი მთავრობის სამხედრო გადატრიალებას აწყობენ, რითაც ოქტომბრის რევოლუცია იწყება (ძველი კალენდრით 25 ოქტომბერი).
  • 1917 : პირველი მსოფლიო ომი - ბრიტანელებმა ოსმალეთის იმპერიას ღაზა წაართვეს.
  • 1929 : ქალაქ ნიუ-იორკში თანამერდროვე ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა.
  • 1941 : ნემიროვის ებრაელთა ტრაგედია - გერმანელი ნაცისტები 2580 ებრაელს ხვრეტენ ნემიროვთან, უკრაინა.
  • 1956 : სუეცის კრიზისი - გაეროს გენერალური ასამბლეა იღებს რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ისრაელს დაუყოვნებლივ გამოიყვანონ მათი ჯარები ეგვიპტიდან.
  • 1983 : აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში ბომბი აფეთქდა.
  • 1989 : დევიდ დინკინსი ნიუ-იორკის პირველი შავკანიანი მერი გახდა.
  • 2002 : ირანში აიკრძალა ამერიკული პროდუქციის რეკლამირება.
  • 2007 : თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 2 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლმდენი აირითა და წყლის ჭავლით დაშალა.
  • 2008 : თბილისში 2007 წლის ნოემბრის სახალხო აქციის წლისთავზე პარლამენტის შენობის წინ ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.
  • 2011 : მის მსოფლიო 2011-ის გამარჯვებული ვენესუელის 21 წლის წარმომადგენელი ივიან სარკოსი გახდა.
  • 2012 : გვატემალაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 630 : კონსტანტი II — ბიზანტიის იმპერატორი.
  • 1720 : ერეკლე II — ქართლ–კახეთის მეფე.
  • 1810 : ფერენც ერკელი — უნგრელი კომპოზიტორი.
  • 1826 : ბაქრაძე, დიმიტრი — ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი.
  • 1867 : მარი სკლოდოვსკა-კიური — ფიზიკოსი და ქიმიკოსი.
  • 1879 : ტროცკი, ლევ — ბოლშევიკი რევოლუციონერი.
  • 1885 : საბინა შპილრეინი — რუსი ფსიქოანალიტიკოსი.
  • 1913 : ალბერ კამიუ — ფრანგი მწერალი.
  • 1938 : ბალანჩივაძე, რევაზ — ქართველი ფილოსოფოსი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1862 : ბაჰადურ შაჰ ზაფარი — უკანასკნელი იმპერატორი დიდ მონგოლთა და თემურიდების დინასტიიდან (დ. 1775)
  • 1850 : მანუელ სალაზარ ი ბაკიხანო — პერუელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე (დ. 1777)
  • 1913: ალფრედ რასელ უოლესი — ბრიტანელი ბუნებისმეტყველი (დ. 1823)
  • 1921: შალვა ქიქოძე — ქართველი მხატვარი, ექსპრესიონისტი.
  • 1981: ვლადიმერ ჯაფარიძე — ქართველი იურისტი და პედაგოგი (დ. 1887)
  • 2011 : ფრეიზიერი, ჯო — ამერიკელი მოკრივე
  • 2016 : ლეონარდ კოენი — კანადელი მომღერალი, კომპოზიტორი, პოეტი და პროზაიკოსი (დ.1934)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • მარკიანე და მარტვირი
    • წმინდა ანასტასი
    • მართალი ტაბითა
спорт
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати