USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში, რომელიც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ცვლის | Kalaki.ge
Date:  

მდინარე მტკვრის ორივე ნაპირის გასწვრივ, სამი მხრიდან მთებით შემოფარგლული, ქვაბულის ფერდობებზე, ვიწრო ზოლადაა გადაჭიმული თბილისი. მასზე შემოფარგლული მთებიდანაც კარგად ჩანს, სხვადასხვა დროის არქიტექტურული ნამუშევრები, რომელიც ახლისა და ძველის ულამაზესი შერწყმის წარმოდგენას გიქმნის. დედაქალაქი ძველი შენობებით უდაოა ლამაზი და სანახავია, მათ მოვლა სჭირდებათ, მაგრამ მასზე გაჩერება და ახლის არ შექმნაც დანაშაულია.

5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში, რომელიც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ცვლის

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, თბილისის არქიტექტურაც საგრძნობლად შეილახა – ქალაქი განახლებას საჭიროებდა. მშენებლებსაც არ დაუყოვნებიათ, ძველის მიღმა ახალი და თანამედროვე შენობები ჩაუდგამთ.

მოქალაქეთა ნაწილი ამ ყველაფერს აპროტესტებს, თუმცა ნაწილი ქალაქის განახლებული იერსახით კმაყოფილია. ისინი თვლიან, რომ თბილისის ახალი არქიტექტურა არანაკლები სილამაზით გამოირჩევა. დღეს შემოგთავაზებთ 5 ყველაზე მაღალ შენობას, რომელიც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ცვლის.

5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში, რომელიც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ცვლის

აქსის თაუერსი – 149,6 მ

„აქსის თაუერსი“ იგივე, როგორც „ქალაქი შენობაში“ – საცხოვრებელი კომპლექსი, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. მას თანამედროვე თბილისის სახედაც მოიხსენიებენ. თავისი არქიტექტურული უნიკალური ფუნქციებით, მასშტაბით და მნიშვნელობით, „აქსის თაუერსი“ არის საქართველოს წარმატების სიმბოლო. ეს არის მთლიანად ქართული პროექტი, რომელიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ გახორციელდა.

შენობა შედგება ორი იდენტური, ტყუპი ცათამბრჯენისგან, რომლებიც განთავსებულია ერთმანეთის საპირისპირო მხარეს, რაც ქმნის ილუზიას, თითქოს „ტყუპები“ ბრუნავენ. აღნიშნული შენობები ერთდროულად არის, როგორც ერთმანეთის მსგავსი, ასევე განსხვავებული. ერთი ნაგებობის გარე ფასადი დამუშავებულია მუქი მინით, მეორე თეთრი ქვით. მთლიანად შენობაში განთავსებულია 41 სართული, 4 მიწის ქვემოთ, 37 კი მიწის ზემოთ. მიწისქვეშა 4 სართული ავტოსადგომს მოიცავს. კომპლექსს 22 უსწრაფესი ლიფტი ემსახურება. სართულის ყველა შენობა თავისი ღერძის გარშემო 2 გრადუსით ბრუნავს. „აქსის თაუერსის“ კონსტრუქცია საათს ჰგავს.

„აქსის თაუერსი“ საცხოვრებელ, სასტუმრო, საოფისე, კომერციული ფართსა და გასართობი ცენტრებს მოიცავს. იმისათვის, რომ შენობაში მყოფებმა, სხვადასხვა სახის მომსახურეობა მიიღონ, არ არის აუცილებელი შენობის დატოვება, რადგან „აქსის თაუერსი“ არის, როგორც „ქალაქი სახლში“.

ქუჩაზე, რომელიც აერთიანებს ჭავჭავაძეს და აბულაძის ქუჩებს, გამოყოფილია დასასვენებელი ზონები, რესტორნები, რომლებიც იზიდავს, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ტურისტებს.

5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში, რომელიც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ცვლის
5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში, რომელიც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ცვლის
5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში, რომელიც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ცვლის
5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში, რომელიც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ცვლის
5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში, რომელიც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ცვლის

ალიანს ჰაილაინი – 138 მ

მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი “ალიანს ჰაილაინი” ისტორიულ ცენტრში, ჭავჭავაძის 49 ბ-ში მდებარეობს.
კომპლექსი მოიცავს სოციალურ- საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურას. მიმდებარედ არის ფიტნეს ცენტრი და ორი საცურაო აუზი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, დიდი პარკი, ბანკები, კაფეები, რესტორნები და მაღაზიები.

რაც შეეხება თავად შენობის მახასიათებლებს – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი “ალიანს ჰაილაინი”– არის პროექტი, სადაც გათვალისწინებულია სამი მრგვალი, სხვადასხვა სიმაღლის, კოშკის ფორმის შენობის აღმართვა.

ყველაზე მაღალ, ორმოც სართულიან შენობაში განლაგებულია დიდი ფართობის მქონე და მდიდრული რეზიდენციები. მეორე კოშკში შეგიძლიათ შეიძინოთ აპარტამენტები, ხოლო მესამე კოშკში განთავსებულია სასტუმრო, რომელიც შედის მსოფლიოს უდიდეს სასტუმროთა ქსელში – „Wyndham Hotel Group“.

წარმოდგენილ კომპლექსს აქვს კარგად განვითარებული საკუთარი ინფრასტრუქტურა, მათ შორის: რესტორნები; მაღაზიები; ფიტნეს კლუბი, სპა; დახურული საცურაო აუზი; სამ–დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი.

მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „ალიანს ჰაილაინი”, ასევე მრავალი სახის მომსახურებას, როგორიცაა: დალაგება– დასუფთავების მომსახურება, რესეფშენი, კონსიერჟის მომსახურება, დაცვა და ტექნიკური მომსახურება.

5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში, რომელიც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ცვლის
5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში, რომელიც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ცვლის
5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში, რომელიც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ცვლის
5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში, რომელიც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ცვლის

სასტუმრო ბილტმორი – 136 მ

Biltmore Tbilisi Hotel არის პირველი მინის ცათამბჯენი საქართველოში და უმაღლესი სასტუმრო კავკასიის რეგიონში. განსაცვიფრებელი ხედებით, ის მდებარეობს საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ და კულტურულ უბანში. გრანდიოზული ლობი, სადაც წარმოდგენილია გაპრიალებული მარმარილოს იატაკები, ბროლის ჭაღები და მდგრადი სვეტები, რომელიც წარსული ეპოქის ნოსტალგიას ეხმიანება და აჟღერებს სოციალური ელიტის ხიბლსა და პრესტიჟს.

აქ წარმოდგენილი 214 ძვირადღირებული ნომერი და ლუქსი გთავაზობთ ულამაზეს ხედებს ძველ და ახალ ქალაქზე, განსხვავებული ცხოვრების წესით და სენსაციური სპა და უნიკალური გასართობი არენით. Biltmore Hotel არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ გაჩერდეთ და ახლომდებარედ დაათვალიეროთ საქართველოს ეროვნული ოპერის თეატრი, რუსთაველის ეროვნული თეატრი, დიმიტრი შევარდნაძის ეროვნული გალერეა და აბანოთუბნის წარმოუდგენელი გოგირდის აბანოების უბანი.

Biltmore Tbilisi Hotel არის ურბანული თავშესაფარი ნებისმიერი ადამიანისთვის ან იდეალური პარტნიორი მათთვის, ვინც აწარმოებს ბიზნესს ქალაქში.

5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში, რომელიც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ცვლის
5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში, რომელიც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ცვლის

კინგ დევიდი – 117,7 მ

King David – მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ორ კოშკს: საოფისე King David ბიზნესს ცენტრსა და საცხოვრებელ King David Residence-ს.

საცხოვრებელი კომპლექსი King David დედაქალაქის შუაგულში, მერაბ ალექსიძის, 12-ში მდებარეობს. ლოკაციის ადგილთან ახლოს მდინარე მტკვარი მოედინება.

აღნიშნული მდებარეობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, საშუალებას აძლევს ბინადართ ადვილად გადაადგლდნენ ნებისმიერ უბანში. კომპლექსიდან 200 მეტრის მოშორებით თამარის ხიდი მდებარეობს, რომელიც აკავშირებს ქალაქის სადგურის მიმდებარე ნაწილს, ვაკე–საბურთალოს უბანთან და დედაქალაქის ცენტრთან.

საცხოვრებელი კომპლექსი „ქინგ დევიდი” გარშემორტყმულია თბილისის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობებით. 5-10 წუთის სავალზეა თბილისის ცირკი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონი,.ხელოვნების სასახლე, გმირთა მოედანი, სასტუმრო Holiday Inn. შენობის ლოკაცია მდიდარია მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით: გვერდითაა კინოთეატრი “აპოლო”, მ. თუმანიშვილის სახელობის კინოს მსახიობთა თეატრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპორტის სასახლე.

რაც შეეხება შენობის არქიტექტურასა და პარამეტრებს –
საცხოვრებელი კომპლექსი King David შედგება ორი დიდებული კოშკისაგან, რომელთაგან ერთ-ერთი პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი სახლია, მეორე კი– ბიზნეს-ცენტრი. შენობა გამოირჩევა თავისი ელეგანტურობითა და შთამბეჭდავი შუშის კედლებით.
საცხოვრებელი კორპუსის სიმაღლე 32 სართულს აღწევს და აგებულია მონოლითურ–კარკასული ტექნოლოგიით. კოშკში მდებარე საცხოვრებელში პანორამული ფანჯრები იატაკიდან ჭერამდეა აჭიმული. ფანჯრებიდან ისხნება ულამაზესი ხედები ძველ-ახალ თბილისზე და მთებზე.

King David– ეს ის გარემოა, სადაც ბინის მესაკუთრეებს შეუძლიათ ერთ სივრცეში ცხოვრება, დასვენება, გართობა და მუშაობა, კომპლექსის საზღვრებიდან გაუსვლელად. შენობას გააჩნია კერძო დახურული ტერიტორია, კონსიერჟის მომსახურება და პროფესიონალური მენეჯმენტი.

კომპლექსში გათვალისწინებულია ფართო კერძო ინფრასტრუქტურა:
ორდონიანი მიწისქვეშა და სასტუმრო პარკინგი; ოფისები და ინდივიდუალური საოფისე ფართი ბინადართათვის; ლობი საცხოვრებელ ნაწილში, მისაღები, სააქტო დარბაზი; სასტუმრო ნომრები; სახურავზე რესტორანი; კოქტეილ-ბარი, საკონფერენციო დარბაზი, საკონფერენციო ოთახი; კაფეტერია საოფისე შენობაში; ბიზნეს–ლობი და რესტორანი; საცურაო აუზი, სილამაზის სალონი, სპა, ფიტნეს ცენტრი; ფუდკორტი, გარე ბაღი, სპორტული მოედანი.

5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში, რომელიც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ცვლის
5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში, რომელიც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ცვლის

თბილისი გარდენს – 108 მ

საცხოვრებელი კომპლექსი საბურთალოზე, უბნის ცენტრში მდებარეობს, რომელიც შემოსაზღვრულია სერგო ზაქარიაძესა და მიხეილ ასათიანის ქუჩებით, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ვაჟა-ფშაველას პირველი 1 ჩიხით.

საცხოვრებელი კომპლექსი „თბილისი გარდენს” გარშემორტყმულია უამრავი, სოციალური და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურული ობიექტით. ახლოსაა უმაღლესი, საშუალო და სკოლამდელი სასწავლო დაწესებულება, აფთიაქები, სამედიცინო კლინიკა, სუპერმარკეტები, მაღაზიები, კაფეები და რესტორნები. ხუთასი მეტრის რადიუსში კი იპოდრომი და ტყე– პარკი მდებაერობს.

„თბილისი გარდენს” ორიგინალური დიზაინის მქონე ნაგებობაა. კომპლექსის მაღლივი კორპუსის გლუვი ხაზები, მიშენებულ–ჩაშენებული ელემენტებით და თავისი ორიგინალურობით ყურადღების მიღმა არავის რჩება.
კარკასული შენობა მოპირკეთებულია ვენტილირებადი დაკიდული ალუმინის პანელებით. კომპლექსი მოიცავს: მწვანე ზონის ლანდშაფტური დიზაინს, მიწისქვეშა ავტოსადგომს, საბავშვო ბაღს, საცურაო აუზს, ღონისძიებათა დარბაზსა და ფიტნეს–ცენტრს.

5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში, რომელიც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ცვლის
5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში, რომელიც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ცვლის
5 ყველაზე მაღალი შენობა თბილისში, რომელიც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ცვლის
analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way