USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
5 წლის შემდეგ, რუსეთი შესაძლოა NATO-ზე დასარტყმელად მზად იყოს
дата:  329
დანიის დაზვერვის სამსახურის უახლესი შეფასებით, 5 წლის შემდეგ, რუსეთი შესაძლოა NATO-ზე დასარტყმელად მზად იყოს.
დაზვერვის ინფორმაციის მიხედვით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა ფართომასშტაბიანი რეფორმები გაატარა სამხედრო წარმოებასა და შეიარაღებულ ძალებში. დღეს ის უკვე ახერხებს რესურსების გამოყოფას სამხედრო გადაიარაღებისთვის, რათა მომავალში ნატოსთან ომისთვის მოემზადოს. დანიელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალის ზრდა „გარე მატერიალური დახმარებით“ გახდა შესაძლებელი.
თუ ომი უკრაინაში შეჩერდება, რუსეთს მეტი რესურსი დარჩება სამხედრო გადაიარაღებისთვის. მათ მიერ განსაზღვრული სამზადისის სამი ეტაპი ასეთია, თუ ნატო ვერ შეინარჩუნებს მოსკოვის გადაიარაღების ტემპს:
- ომის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში რუსეთი მზად იქნება მეზობელ ქვეყნებთან ახალი კონფლიქტისთვის.
- 2 წლის განმავლობაში შეძლებს ერთ ან რამდენიმე ნატოს წევრთან ომს და რეგიონის მასშტაბით ბალტიისპირეთში სამხედრო ოპერაციების წარმოებას.
- 5 წლის განმავლობაში მზად იქნება ფართომასშტაბიანი ომისთვის ევროპაში, იმ შემთხვევაში, თუ აშშ მასში არ ჩაერევა.
ეს ანგარიში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ უკრაინაში არასწორად მიღწეული მშვიდობა მხოლოდ გააძლიერებს რუსეთს. მათი ეკონომიკა უკვე სამხედრო რეჟიმში მუშაობს, და არც არსებობს სურვილი, რომ ეს მიმართულება შეიცვალოს. ევროპას თავდაცვის გაძლიერება სჭირდება, ხოლო უკრაინა ამ პროცესში საკვანძო როლს ითამაშებს. სამართლიანი მშვიდობა და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ მაქსიმალურად გაზარდოს ევროპის თავდაცვისუნარიანობა. ძლიერი უკრაინა ნიშნავს ძლიერ ევროპას.
აღსანიშნავია, რომ დანიის დაზვერვის განცხადებას გამეხმაურა, NATO-ს გენმდივანი მარკ რუტე და აღნიშნა - „მათ ვურჩევთ, ამის შესახებ არც კი იფიქრონ, რადგან ისინი სასტიკად წააგებენ. ჩვენ ვიცით, თუ რამდენად ძლიერი არის ნატოს თავდაცვითი პოტენციალი“.
Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати