თამაშების ინდუსტრია ბოლო ათწლეულებია, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და დროსთან ერთად, მასზე მოთხოვნა უფრო იზრდება. კომპანიები საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ ვიდეო თამაშის შესაქმნელად, რადგან სექტორი საკმაოდ დიდია, შეიძლება უფრო დიდიც კი ვიდრე, კინო ან მუსიკალური ინდუსტრია. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს სტატისტიკები, რომლებიც გვეუბნება, რომ მსოფლიოში ორ მილიარდზე მეტი მოთამაშეა, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 26%-ს ნიშნავს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი არ არის, რადგან ინდუსტრიას კიდევ უფრო მეტ ზრდას უწინასწარმეტყველებენ როგორც ფინანსურად, ისე პოპულარობის კუთხით.
საქართველოშიც არაერთი დეველოპერი თუ დიზაინერი მუშაობს ამ მიმართულებით და ბევრ მათგანს არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ უცხოურ ბაზარზეც აქვს წარმატებული საქმიანობა. ისინი გვიყვებიან, რომ ეს სფერო ნამდვილად მომავლის პროფესიაა და თუ მიჰყვები, დიდ მასშტაბებზე გასვლის რეალური შესაძლებლობებიც გეძლევა.
„თამაშების ინდუსტრიაში 9 წელია ვმოღვაწეობ. თავიდან პატარა საბავშვო საგანმანათლებლო თამაშებით დავიწყე, შემდეგ კომერციულ მობილურ თამაშებზე ვმუშაობდი რამდენიმე ქართულ კომპანიაში. პირველი თანამშრომლობა უცხოურ კომპანიაში სამი წლის წინ დაიწყო. თამაშების ინდუსტრიის კონფერენციაზე ბევრი საინტერესო ადამიანის გაცნობასთან ერთად საშუალება მომეცა, მეცადა ბედი და მეპოვა სამსახური საზღვარგარეთ. საქართველოში დაგროვებულმა გამოცდილებამ და რამდენიმე მზა პროდუქტმა უცხოურ კომპანიებში დაინტერესება გამოიწვია. მათ შორის აღმოჩნდა საერთაშორისო კომპანია Huuuge Games რომელთანაც დღემდე ვთანამშრომლობ.
Huuuge Games-თან თანამშრომლობა მობილური ტელეფონის კლასიკურ დომინოზე მუშაობით დაიწყო. Მასზე ორი წელი ვმუშაობდი და მიხარია იმის თქმა რომ პროექტმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. ამჯერად ვმუშაობ Traffic Puzzle-ზე რომელიც არის მობილური ტელეფონის 2D თავსატეხი თამაში. Თამაში გამოირჩევა თავისი უნიკალური მექანიზმით რაც სხვა თავსატეხებისგან გამოარჩევს. Მასზე მუშაობა საკმაოდ გამომწვევი და საინტერესოა”, – ნიკოლოზ ასტამიძე, Unity დეველოპერი.
„თამაშის დეველოპმენტის ინდუსტრიაში 4 წელზე მეტია, რაც ვარ. პირველი მნიშვნელოვანი ურთიერთობა შედგა დაახელობით 2 წლის წინ, როდესაც Arvrse Studio-მ ამიყვანა Game Designer-ის პოზიციაზე, და მალევე Lead Game Designer გავხდი.
პირადი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ყველაზე მოსახერხებელი გზა უცხოურ კომპანიებზე გასასვლეად, არის უცხოურ GameJam-ებზე მონაწილეობა და შემდეგ Linkedin-ზე ვაკანსიების დაუღალავად შევსება. საშუალოდ 100 შევსებული ვაკანსიიდან მხოლოდ რამდენიმე დაინტერესდა ჩემი კანდიდატურით.
პირველი პირის Shooter თამაშები ჩემთვის ყოველთვის გამოირჩეოდა. Arvrse Studio მუშაობდა ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ პირველი პირის შუთერ თამაშ Metalands-ზე. Metalands-ში ინტეგრირებულია NFT-ები და Crypto ვალუტა. მაშინ, როდესაც ამ პროექტზე დავიწყე მუშაობა GameFi პროექტები თითქმის არ არსებობდა და Metalands-ი იყო ერთ-ერთი პირველი. ახლა საქართველოში დავბრუნდი, პარტნიორებთან ერთად შევქმენით კომპანია და პროექტ Meta Nemeses-ზე ვმუშაობ”, – ცოტნე პავლიაშვილი Lead Game Designer.
„ოქტომბერში 11 წელი შესრულდება, რაც უკვე თამაშების ინდუსტრიაში ვარ. პირველად უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობა ჩემი სტარტაპის მეშვეობით დამყარდა, როდესაც 2014 წელს Gamefounders სტარტაპ აქსელერატორის გრანტი მოვიპოვეთ. ამის შემდეგ ვიმუშავე ამერიკაში და სერბეთში; ამჟამად ფინეთში ვმოღვაწეობ.
მინდა აღვნიშნო, რომ თამაშების ციფრული ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ადამიანმა საქართველოშივე შექმნას საკუთარი პროდუქტი და მსოფლიო ბაზარზე გაიტანოს; ანუ უცხოურ კომპანიაზე გასვლა არ არის ერთადერთი გზა ამ ინდუსტრიაში ჩართვის. უცხოურ კომპანიაზე გასვლას რაც შეეხება: ამ ინდუსტრიაში აკადემიური მიღწევები დიდად არ ფასობს. მთავარი დატვირთვა ეძლევა ადამიანის უნარებს და გამოცდილებას.
უნარების გაზრდის საუკეთესო გზა ამ საქმიანობაში არის პრაქტიკა; პრაქტიკა რა გზით მოვიპოვოთ ამის ბევრი წყაროა ინტერნეტში, გააჩნია ფოკუსს და დისციპლინას (დიზაინი, პროგრამირება, ხელოვნება და ა.შ.).
შესაფერისი უნარების შეძენის შემდეგ, მრავალი გზა არსებობს მათი მსოფლიო ბაზარზე გამოყენების და გამოცდილების მიღების. შეიძლება აუთსორს საიტის მეშვეობით დისტანციური საქმის პოვნა (მაგალითად upwork.com) და აქედან გამოცდილების შეძენა რაც შემდეგი სამსახურის შოვნას გაგიადვილებთ. დღეს ასევე შეიძლება სხვადასხვა სტუდიების საიტებზე პოზიციების მოძიება – პანდემიის შედეგად თამაშების ინდუსტრიაში დისტანციური სამსახური ნორმა გახდა”, – სანდრო ქვლივიძე, Design Lead @ Rovio Entertainment.
„ბავშვობიდან მიტაცებდა კომპიუტერული თამაშები,თუმცა არასდროს დავინტერესებულვარ თუ როგორ ხდებოდა მათი შექმნა.5 წლის წინ დავუახლოვდი გეიმ დეველოპერების ჯგუფს,რომლებთან ერთადაც შემდეგში დავაარსე კომპანია Digital Road Studio. თავიდან არ ვიცოდი კონკრეტულად რა მინდოდა ამ სფეროში,ამიტომაც მოვსინჯე ყველა ძირითადი განხრა.3 წლის წინ გადავწყვიტე რომ გავყოლოდი 3დ დიზაინს.რაც შეეხება უცხოურ კომპანიებთან მუშაობას.თავიდან დამჭირდა საკმაო დრო რომ პორტფოლიო შემექმნა რადგან ამ სფეროში უნარების ძირითადი ინდიკატორი პორტფოლიოა.პორტფოლიოსთან ერთად ვცდილობდი გამეცნო გეიმ დეველოპერები სხვადასხვა ფორუმებიდან და დისკორდ ჯგუფებიდან.საბოლოოდ ჩემი პირველი თანამშრომლობა უცხოურ კომპანიასთან შედგა 2021 წელს.ეს იყო Leartes Studios-თან დაწყებული თანამშრომლობა 3D environment artist ის პოზიციაზე.სტუდიაში მუშაობამ ხელი შეუწყო ჩემი განვითარების ტემპის ზრდას,რის შედეგადაც უკვე წელს მოვახერხე დამეწყო თანამშრომლობა ერთ-ერთ მოწინავე outsorce კომპანია Dekogon-თან”, – საბა დეკანოსიძე, game დეველოპერი.
„თამაშების ინდუსტრიაში, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან ვარ, ჯერ კიდევ საკმარისი სასწავლო რესურსი არ არსებობდა ინტერნეტში როდესაც გადავწყვიტე, სახლში ჩემით მესწავლა დეველოპმენტი. მაშინ დეველოპმენტის ყველა სფერო მაინტერესებდა, თუმცა დაახლოებით 6 წლის წინ გადავწყვიტე, ძირითად სფეროდ ავირჩიე ვიზუალური ექტების შემქნა. ამ ეტაპზე ნამუშევარი მაქვს 5 კომპიუტერულ თამაშზე, სხვადასხვა უცხოურ კომპანიებთან. პირველი თანამშრომლობა დაიწყო დაახლოებით 3 წლის წინ, სადაც ვიყავი ჯუნიორ ვიზუალური ეფექტების არტისტი. ახლა კი ვმუშაობ Jaw Drop Games ში, ლიდ ვიზუალური ეფექტების არტისტად. ასევე ვმუშაობ ქართულ პროექტზე Meta Nemesis. დაახლოებით 1 წლის წინ მეგობრებთან ერთად დავარეგისტრირე თამაშების დეველოპერული კომპანია და ვთანამშრომლობთ ესტონურ კომპანია Ringtail თან.
ამ ეტაპზე ვმუშაობ FPS რითმულ თამაშზე პერსონალური კომპიუტერისთვის. ამ პროექტზე მევალება ვიზუალური ეფექტების შექმნა, ოპტიმიზაცია და თამაშში ინტეგრაცია. ვიდეოში რაც არის, ყველა ეფექტი (გასროლა, აფეთქება, გარემოს ეფექტები) ჩემი გაკეთებულია”, – გიორგი გედიანიძე, თამაშების ვიზუალური ეფექტების არტისტი.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი
წყარო:https://www.marketer.ge/