USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
თბილისი
5 ქართველი, რომელიც უცხოურ თამაშების ინდუსტრიაში მოღვაწეობს
თარიღი:  1094

თამაშების ინდუსტრია ბოლო ათწლეულებია, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და დროსთან ერთად, მასზე მოთხოვნა უფრო იზრდება. კომპანიები საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ ვიდეო თამაშის შესაქმნელად, რადგან სექტორი საკმაოდ დიდია, შეიძლება უფრო დიდიც კი ვიდრე, კინო ან მუსიკალური ინდუსტრია. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს სტატისტიკები, რომლებიც გვეუბნება, რომ მსოფლიოში ორ მილიარდზე მეტი მოთამაშეა, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 26%-ს ნიშნავს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი არ არის, რადგან ინდუსტრიას კიდევ უფრო მეტ ზრდას უწინასწარმეტყველებენ როგორც ფინანსურად, ისე პოპულარობის კუთხით.

 

საქართველოშიც არაერთი დეველოპერი თუ დიზაინერი მუშაობს ამ მიმართულებით და ბევრ მათგანს არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ უცხოურ ბაზარზეც აქვს წარმატებული საქმიანობა. ისინი გვიყვებიან, რომ ეს სფერო ნამდვილად მომავლის პროფესიაა და თუ მიჰყვები, დიდ მასშტაბებზე გასვლის რეალური შესაძლებლობებიც გეძლევა.

თამაშების ინდუსტრიაში 9 წელია ვმოღვაწეობ. თავიდან პატარა საბავშვო საგანმანათლებლო თამაშებით დავიწყე, შემდეგ კომერციულ მობილურ თამაშებზე ვმუშაობდი რამდენიმე ქართულ კომპანიაში. პირველი თანამშრომლობა უცხოურ კომპანიაში სამი წლის წინ დაიწყო. თამაშების ინდუსტრიის კონფერენციაზე ბევრი საინტერესო ადამიანის გაცნობასთან ერთად საშუალება მომეცა, მეცადა ბედი და მეპოვა სამსახური საზღვარგარეთ. საქართველოში დაგროვებულმა გამოცდილებამ და რამდენიმე მზა პროდუქტმა უცხოურ კომპანიებში დაინტერესება გამოიწვია. მათ შორის აღმოჩნდა საერთაშორისო კომპანია Huuuge Games რომელთანაც დღემდე ვთანამშრომლობ.

Huuuge Games-თან თანამშრომლობა მობილური ტელეფონის კლასიკურ დომინოზე მუშაობით დაიწყო. Მასზე ორი წელი ვმუშაობდი და მიხარია იმის თქმა რომ პროექტმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. ამჯერად ვმუშაობ Traffic Puzzle-ზე რომელიც არის მობილური ტელეფონის 2D თავსატეხი თამაში. Თამაში გამოირჩევა თავისი უნიკალური მექანიზმით რაც სხვა თავსატეხებისგან გამოარჩევს. Მასზე მუშაობა საკმაოდ გამომწვევი და საინტერესოა”, – ნიკოლოზ ასტამიძე, Unity დეველოპერი.

თამაშის დეველოპმენტის ინდუსტრიაში 4 წელზე მეტია, რაც ვარ. პირველი მნიშვნელოვანი ურთიერთობა შედგა დაახელობით 2 წლის წინ, როდესაც  Arvrse Studio-მ ამიყვანა Game Designer-ის პოზიციაზე, და მალევე Lead Game Designer გავხდი.

პირადი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ყველაზე მოსახერხებელი გზა უცხოურ კომპანიებზე გასასვლეად, არის უცხოურ GameJam-ებზე მონაწილეობა და შემდეგ Linkedin-ზე ვაკანსიების დაუღალავად შევსება. საშუალოდ 100 შევსებული ვაკანსიიდან მხოლოდ რამდენიმე დაინტერესდა ჩემი კანდიდატურით. 

პირველი პირის Shooter თამაშები ჩემთვის ყოველთვის გამოირჩეოდა. Arvrse Studio მუშაობდა ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ პირველი პირის შუთერ თამაშ Metalands-ზე. Metalands-ში ინტეგრირებულია NFT-ები და Crypto ვალუტა. მაშინ, როდესაც ამ პროექტზე დავიწყე მუშაობა GameFi პროექტები თითქმის არ არსებობდა და Metalands-ი იყო ერთ-ერთი პირველი. ახლა საქართველოში დავბრუნდი, პარტნიორებთან ერთად შევქმენით კომპანია და პროექტ Meta Nemeses-ზე ვმუშაობ”, –  ცოტნე პავლიაშვილი Lead Game Designer.

ოქტომბერში 11 წელი შესრულდება, რაც უკვე თამაშების ინდუსტრიაში ვარ. პირველად უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობა ჩემი სტარტაპის მეშვეობით დამყარდა, როდესაც 2014 წელს Gamefounders სტარტაპ აქსელერატორის გრანტი მოვიპოვეთ. ამის შემდეგ ვიმუშავე ამერიკაში და სერბეთში; ამჟამად ფინეთში ვმოღვაწეობ. 

მინდა აღვნიშნო, რომ თამაშების ციფრული ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ადამიანმა საქართველოშივე შექმნას საკუთარი პროდუქტი და მსოფლიო ბაზარზე გაიტანოს; ანუ უცხოურ კომპანიაზე გასვლა არ არის ერთადერთი გზა ამ ინდუსტრიაში ჩართვის. უცხოურ კომპანიაზე გასვლას რაც შეეხება: ამ ინდუსტრიაში აკადემიური მიღწევები დიდად არ ფასობს. მთავარი დატვირთვა ეძლევა ადამიანის უნარებს და გამოცდილებას. 

უნარების გაზრდის საუკეთესო გზა ამ საქმიანობაში არის პრაქტიკა; პრაქტიკა რა გზით მოვიპოვოთ ამის ბევრი წყაროა ინტერნეტში, გააჩნია ფოკუსს და დისციპლინას (დიზაინი, პროგრამირება, ხელოვნება და ა.შ.). 

შესაფერისი უნარების შეძენის შემდეგ, მრავალი გზა არსებობს მათი მსოფლიო ბაზარზე გამოყენების და გამოცდილების მიღების. შეიძლება აუთსორს საიტის მეშვეობით დისტანციური საქმის პოვნა (მაგალითად upwork.com) და აქედან გამოცდილების შეძენა რაც შემდეგი სამსახურის შოვნას გაგიადვილებთ. დღეს ასევე შეიძლება სხვადასხვა სტუდიების საიტებზე პოზიციების მოძიება – პანდემიის შედეგად თამაშების ინდუსტრიაში დისტანციური სამსახური ნორმა გახდა”, – სანდრო ქვლივიძე, Design Lead @ Rovio Entertainment.

ბავშვობიდან მიტაცებდა კომპიუტერული თამაშები,თუმცა არასდროს დავინტერესებულვარ თუ როგორ ხდებოდა მათი შექმნა.5 წლის წინ დავუახლოვდი გეიმ დეველოპერების ჯგუფს,რომლებთან ერთადაც შემდეგში დავაარსე კომპანია Digital Road Studio. თავიდან არ ვიცოდი კონკრეტულად რა მინდოდა ამ სფეროში,ამიტომაც მოვსინჯე ყველა ძირითადი განხრა.3 წლის წინ გადავწყვიტე რომ გავყოლოდი 3დ დიზაინს.რაც შეეხება უცხოურ კომპანიებთან მუშაობას.თავიდან დამჭირდა საკმაო დრო რომ პორტფოლიო შემექმნა რადგან ამ სფეროში უნარების ძირითადი ინდიკატორი პორტფოლიოა.პორტფოლიოსთან ერთად ვცდილობდი გამეცნო გეიმ დეველოპერები სხვადასხვა ფორუმებიდან და დისკორდ ჯგუფებიდან.საბოლოოდ ჩემი პირველი თანამშრომლობა უცხოურ კომპანიასთან შედგა 2021 წელს.ეს იყო Leartes Studios-თან დაწყებული თანამშრომლობა 3D environment artist ის პოზიციაზე.სტუდიაში მუშაობამ ხელი შეუწყო ჩემი განვითარების ტემპის ზრდას,რის შედეგადაც უკვე წელს მოვახერხე დამეწყო თანამშრომლობა ერთ-ერთ მოწინავე outsorce კომპანია Dekogon-თან”, – საბა დეკანოსიძე, game დეველოპერი.

თამაშების ინდუსტრიაში, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან ვარ, ჯერ კიდევ საკმარისი სასწავლო რესურსი არ არსებობდა ინტერნეტში როდესაც გადავწყვიტე, სახლში ჩემით მესწავლა დეველოპმენტი. მაშინ დეველოპმენტის ყველა სფერო მაინტერესებდა, თუმცა დაახლოებით 6 წლის წინ გადავწყვიტე, ძირითად სფეროდ ავირჩიე ვიზუალური ექტების შემქნა. ამ ეტაპზე ნამუშევარი მაქვს 5 კომპიუტერულ თამაშზე, სხვადასხვა უცხოურ კომპანიებთან. პირველი თანამშრომლობა დაიწყო დაახლოებით 3 წლის წინ, სადაც ვიყავი ჯუნიორ ვიზუალური ეფექტების არტისტი. ახლა კი ვმუშაობ Jaw Drop Games ში, ლიდ ვიზუალური ეფექტების არტისტად. ასევე ვმუშაობ ქართულ პროექტზე Meta Nemesis. დაახლოებით 1 წლის წინ მეგობრებთან ერთად დავარეგისტრირე თამაშების დეველოპერული კომპანია და ვთანამშრომლობთ ესტონურ კომპანია Ringtail თან.

ამ ეტაპზე ვმუშაობ FPS რითმულ თამაშზე პერსონალური კომპიუტერისთვის. ამ პროექტზე მევალება ვიზუალური ეფექტების შექმნა, ოპტიმიზაცია და თამაშში ინტეგრაცია. ვიდეოში რაც არის, ყველა ეფექტი (გასროლა, აფეთქება, გარემოს ეფექტები) ჩემი გაკეთებულია”, – გიორგი გედიანიძე, თამაშების ვიზუალური ეფექტების არტისტი.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

წყარო:https://www.marketer.ge/

თბილისი
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.