USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
5 ივლისის ჰოროსკოპი ყველა ნიშნისათვის
дата:  984

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეს დღე სირთულეებით სავსეა, თუმცა მათი გადალახვა შეგიძლიათ. თუ მარტო ვერ უმკლავდებით, დახმარება მეგობრებს სთხოვეთ - ისინი სიხარულით დაგეხმარებიან. სანამ ადამიანებს პრეტენზიებით მიმართავთ, კარგად დაფიქრდით სამართლიანია თუ არა ისინი. საღამოს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც მოგწონთ და გსიამოვნებთ. დაძაბული კვირის ბოლოს დასვენება ნამდვილად დაიმსახურეთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს ყველაზე მეტად დადებითი ემოციები გჭირდებათ, ამიტომ უმნიშვნელო წვრილმანები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. მზიანი დღით დატკბით და ეცადეთ მთელი დღის მანძილზე ხალისიანი განწყობა შეინარჩუნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პარტნიორის მოთხოვნილებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მის აზრს მეტი პატივი სცეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს ყველაზე მიუწვდომელ სიმაღლეებსაც კი დაიპყრობთ. თქვენ იმის გაკეთებას შეძლებთ, რაზეც სხვები მხოლოდ ოცნებობენ. ეცადეთ გონიერება გამოიჩინოთ და შურიანი ადამიანებისგან თავის დასაცავად მოქმედების საგანგებო სტრატეგია შეიმუშაოთ. ფრთხილად იყავით ფინანსურ ოპერაციებთან - ვიღაც თქვენს თაღლითურ სქემაში ჩართვას ეცდება. გირჩევთ ურთიერთობაში საზღვრები დააწესოთ და გაარკვიოთ რა არის დასაშვები და რა არა. ეს უხერხულობას და პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

თქვენი წინასწარმეტყველური სიზმარი შეიძლება მალე რეალობად იქცეს. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ის არ გიღალატებთ. თქვენ ხშირად გიწევთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა და ეცადეთ მათ საკუთარი ემოციები არ დაანახოთ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

შინაგანი ცეცხლი, რომელიც ამ დღეს თქვენში ანთია, თქვენს ყველა მოქმედებაზე აისახება. ზღვარგადასულმა აქტივობამ შეიძლება ძალიან დაგღალოთ, ამიტომ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ. ახლა თქვენზეა დამოკიდებული მას როგორ გამოიყენებთ. ამ დღეს ყველაზე მეტად პრობლემებისგან თავის დაღწევა და მშვიდ გარემოში დასვენება გჭირდებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ეცადეთ კარგად გამოიძინოთ და წვრილმანების გამო ნერვები არ მოიშალოთ. ბუნებაში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გატარებული დრო თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ვიღაც ეცდება, რომ მცდარი ინფორმაციით თქვენს პროფესიულ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. ამ დღეს დაპირებებს არ უნდა ენდოთ და მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. საჭიროების შემთხვევაში, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ადამიანებისგან ახსნა-განმარტებები უნდა მოითხოვოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ილუზიებში ცხოვრების დრო დასრულდა. ეცადეთ რეალობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და მიხვდებით, რომ ყველაფერი, რაც ბედნიერებისთვის გჭირდებათ, ცხვირწინ გაქვთ და ვერ ამჩნევთ. გირჩევთ საკუთარი პრობლემები უახლოეს მეგობართან ერთად განიხილოთ - სავარაუდოდ, მისგან ფასეულ რჩევას მიიღებთ, რომელიც სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ. ნუ დაეხმარებით ადამიანს, ვისაც თქვენი დახმარება არ სჭირდება. შეგიძლიათ საკუთარი ენერგია ბევრად უფრო ნაყოფიერად გამოიყენოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ახალი პროექტის დაწყებისა და სანუკვარი ოცნების ასრულებისთვის ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ ალკოჰოლურ სასმელებზე უარი თქვათ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ მეგობრებთან ერთად გაერთოთ და ხელსაყრელი გარიგება დადოთ. იღბალი დაგეხმარებათ, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ. გირჩევთ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ჯანსაღი ცხოვრების წესის წყალობით თავს შესანიშნავად გრძნობთ, თუმცა ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეები გაქვთ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, რომ უნებურად, ვინმეს გული არ ატკინოთ. თუ ადამიანებს არ ეთანხმებით, შეგიძლიათ პირდაპირ უთხარით, მაგრამ ეს აგრესიის და უხეშობის გარეშე უნდა გააკეთოთ. ეცადეთ ძალები რაიმე ახალ და უჩვეულო საქმეში მოსინჯოთ ან იქ წახვიდეთ, სადაც არასოდეს ყოფილხართ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ საოცნებო ნივთი შეიძინოთ. ბოლოს და ბოლოს თქვენთვის საჭირო ადამიანს იპოვით რომელიც დაწყებული საქმის დასრულებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახლობლებთან სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავი შეიკავოთ - შესაძლოა, სწორად ვერ გაგიგონ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს ყველაზე მეტად ნაჩქარევად მოქმედებას უნდა მოერიდოთ. წარმატებას მხოლოდ კარგად დაგეგმილ და ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებულ საქმეში მიაღწევთ. საღამოს რაღაც ისეთს გააკეთებთ, რომ საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩებით. მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრამდე მოსაფიქრებლად დრო ითხოვეთ და კითხვას მაშინვე ნუ უპასუხებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს ბავშვობისდროინდელი შიშები თუ კომპლექსები თავს შეგახსენებთ. მოსალოდნელია ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრა, რაც გარკვეულ უსიამოვნებებს უკავშირდება. ეცადეთ წესები და კანონები არ დაარღვიოთ. მოერიდეთ საჯარო ღონისძიებებზე დასწრებას და ხალხის თავშეყრის ადგილებს.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати