USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
5 იანვარი - ეს დღე ისტორიაში
дата:  726

5 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის მე-5 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 360 დღე (ნაკიან წელში - 361).

დღის მოვლენები

  • 1463 : პოეტი ფრანსუა ვიიონი პარიზიდან განდევნეს.
  • 1477 : ბურგუნდიის ომები: შარლ მამაცი, ბურგუნდიის გრაფი, მოკლეს ნანსის ბრძოლაში, რაც ბურგუნდიის საფრანგეთსა და ჰაბსბურგის სამეფოს შორის დაშლის საბაბი გახდა.
  • 1500 : ლუდოვიკო სფორცამ მილანი აიღო.
  • 1527 : ანაბაპტისტების სექტის ლიდერი ციურიხში ფელიქს მანცი სიკვდილით დასაჯეს დახრჩობით.
  • 1527 : ეინდჰოვენი, ნიდერლანდები, ხანძარმა მოიცვა.
  • 1675 : ტურკჰაიმის ბრძოლა: ფრანგულმა არმიამ დაარტყა ბრანდენბურგს.
  • 1781 : ამერიკის რევოლუციური ომი: ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა, ბენედიქტ არლონდის მეთაურობით გადაწვა რიჩმონდი, ვირჯინია.
  • 1875 : პარიზში გაიხსნა საოპერო თეატრი - „გრანდ ოპერა“.
  • 1895 : დრეიფუსის საქმე - ფრანგ ოფიცერს ალფრედ დრეიფუსს სამხედრო წოდება ჩამოართვეს და ეშმაკის კუნძულზე გადაასახლეს.
  • 1896 : ავსტრიული გაზეთის ცნობით ვილჰელმ რენტგენმა რადიაციის სახეობა აღმოაჩინა, რომელსაც მოგვიანებით რენტგენის სხივები დაარქვეს.
  • 1913 : ბალკანეთის პირველი ომი: ლემნოსის ბრძოლისას, ბერძენმა ადმირალმა პავლოს კონტორიოტისმა აიძულა თურქული ფლოტი უკან დაეხია დარდანელის სრუტემდე.
  • 1933 : გოლდენ გეიტ ბრიჯის მშენებლობა დაიწყო სან-ფრანცისკოს უბეში.
  • 1968 : პრაღის გაზაფხული - ალექსანდრე დუბჩეკი მოდის ხელისუფლებაში ჩეხოსლოვაკიაში, იწყებს რა პოლიტიკურ რეფორმას სახელით „სოციალიზმი ჰუმანური სახით“, რასაც შედეგად პოლიტიკური ლიბერალიზაცია მოჰყვა.
  • 1976 : კამბოჯას ხმერ რუჟი დემოკრატიულ კამპუჩიას არქმევს.
  • 1993 : ვაშინგტონის შტატში პირველი ლეგალური ჩამოხრჩობით სიკვდილის დასჯა ჩატარდა 1965 წლის შემდეგ.
  • 1997 : რუსეთის ჯარები ჩეჩნეთიდან უკან იხევენ.
  • 2005 : მზის სისტემის უდიდესი ჯუჯა პლანეტა „ერისი“ აღმოაჩინეს.
  • 2007 : ტაივანის სწრაფი რკინიგზა გახსნეს ტაიპეისა და კაოსიუნს შორის.
  • 2019 : კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომე I-მა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა.
  • 2020 : ხორვატიის პრეზიდენტად ზორან მილანოვიჩი აირჩიეს.
  • 2022 : საპროტესტო აქციების შედეგად ყაზახეთის მთავრობა გადადგა, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიჰან სმაილოვი დაინიშნა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1209 : რიჩარდ I — საღვთო რომის იმპერატორი
  • 1592 : შაჰ-ჯაჰანი — დიდ მოგოლთა მე-5 იმპერატორი
  • 1762  : კონსტანცია მოცარტი — გერმანელი სოპრანო, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ცოლი
  • 1808 : მუჰამედ-შაჰ ყაჯარი — ირანის შაჰი 1834–1848 წლებში
  • 1839 : ნიკოლას დე პიეროლა — პერუელი პოლიტიკოსი
  • 1842 : კარლ ენგლერი — გერმანელი ქიმიკოსი
  • 1846 : რუდოლფ კრისტოფ ოიკენი — გერმანელი მწერალი და ფილოსოფოსი.
  • 1863 : მელიტონ ბალანჩივაძე — ქართველი კომპოზიტორი
  • 1867 : ნიკოლოზ ჭავჭავაძე — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი
  • 1876 : კონრად ადენაუერი — გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე
  • 1891  : ვაღინაკ ბექარიანი — სომეხი განმანათლებელი, პოეტი და მწერალი.
  • 1900 : ივ ტანგი — სიურეალისტი მხატვარი.
  • 1921 : ჟანი (ლუქსემბურგი) — ლუქსემბურგის სახელმწიფოს მეთაური 1964–2000 წლებში
  • 1921 : ფრიდრიხ დიურენმატი — შვეიცარიელი მწერალი.
  • 1923: სემ ფილიპსი — ამერიკელი პროდიუსერი
  • 1928 : უოლტერ მონდეილი — აშშ-ის პოლიტიკოსი
  • 1928  : ზულფიკარ ალი ბჰუტო — პაკისტანის პოლიტიკური მოღვაწე
  • 1928: ოტია პაჭკორია — ქართველი კრიტიკოსი და ესეისტი
  • 1932 : უმბერტო ეკო — იტალიელი მწერალი.
  • 1932: კონსტანტინე კერესელიძე — ქართველი რეჟისორ-დოკუმენტალისტი
  • 1938 : ხუან კარლოს I — ესპანეთის მეფე
  • 1941  : ჰაიაო მიაძაკი — იაპონელი რეჟისორი
  • 1941 : ვახტანგ აბაშიძე — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი.
  • 1942  : გიორგი არსენიშვილი — ქართველი პოლიტიკოსი
  • 1943  :მურთაზ ხურცილავა — ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი
  • 1946  : დაიან კიტონი — ამერიკელი მსახიობი
  • 1947  : სასკია სასენი — ამერიკელი სოციოლოგი და ეკონომისტი
  • 1948  : იოანე (ანანიაშვილი) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე
  • 1951  : ირაკლი ფავლენიშვილი — ქართველი მედიკოსი
  • 1956: ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი — გერმანელი პოლიტიკოსი
  • 1968 : გიორგი ბარამიძე — ქართველი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე
  • 1968 : დიჯეი ბობო — შვეიცარიელი პოპ-მუსიკოსი
  • 1971  :ზვიად რატიანი — ქართველი პოეტი
  • 1972  : საკის რუვასი — ბერძენი მომღერალი.
  • 1975 : ბრედლი კუპერი — ამერიკელი კინოს, თეატრისა და ტელე მსახიობი
  • 1979 : კლიმენტი წიტაიშვილი — ქართველი ფეხბურთელი
  • 1980 : სებასტიან დაისლერი — გერმანელი პროფესიონალი ყოფილი ფეხბურთელი.
  • 1981 : ბაკურ კვეზერელი — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე
  • 1982  : იაროსლავ პლაშილი — ჩეხი ფეხბურთელი
  • 1983 :დავით ქევხიშვილი — ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი
  • 1986 : დიპიკა პადუკონე — ინდოელი მსახიობი და მოდელი
  • 1987  : ვაჟა ქორიძე — ქართველი ფეხბურთელი
  • 1993 : მერაბ გიგაური — ქართველი ფეხბურთელი
  • 1994  : ბაჩანა არაბული — ქართველი ფეხბურთელი
  • 1994 : შალვა ექვთიმიშვილი — ქართველი ფეხბურთელი
  • 1995  : ნიკოლა კოვტალიუკი — უკრაინელი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 842 : ალ-მუთასიმი — აბასიდი ხალიფა
  • 1589 : მედიჩი, ეკატერინე — საფრანგეთის დედოფალი
  • 1655 : ინოკენტი X — რომის პაპი
  • 1762 : ელისაბედი — რუსეთის იმპერატორი
  • 1933 : კულიჯი, კალვინ — აშშ-ის პრეზიდენტი
  • 1970 : მაქს ბორნი — გერმანელი ფიზიკოსი.
  • 1986 : რადოვან ზაგოვიჩი — სერბი პოეტი (დ. 1907).
  • 2013 : ჯემალ აჯიაშვილი — ქართველი ებრაელი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი
  • 2014 : ეუსებიო — პორტუგალიელი ფეხბურთელი
  • 2022 : ნიკა ქაცარიძე — ქართველი მსახიობი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
 
„ათთა მოწამეთა კრეტელთა - თეოდულესი, სატურნინესი, ევპოროსისა, გელასისა, ავნიკიანესი, ზოტიკესი, პომპიოსისა, აგათოპუესეი, ბასილიდისა და ევარესტისა (III); ღირსისა ნიფონტისა, კვიპრელი ეპისკოპოსისა (IV); ღირსისა პავლესი, ნეოკესარიელი ეპისკოპოსისა (IV).“
    • ათი კრეტელი მოწამე: თეოდულე, სატორნინე, ევპორო, გელასი, ევნიკიანე, ზოტიკე, პომპიოსი, აღათოპუსე, ბასილიდე და ევარესტი
    • ნიფონტი კვიპრელი
    • პავლე ნეოკესარიელი
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати