5 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის მე-5 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 360 დღე (ნაკიან წელში - 361).
|
„ათთა მოწამეთა კრეტელთა - თეოდულესი, სატურნინესი, ევპოროსისა, გელასისა, ავნიკიანესი, ზოტიკესი, პომპიოსისა, აგათოპუესეი, ბასილიდისა და ევარესტისა (III); ღირსისა ნიფონტისა, კვიპრელი ეპისკოპოსისა (IV); ღირსისა პავლესი, ნეოკესარიელი ეპისკოპოსისა (IV).“
|
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.