USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
Тбилиси
31 იანვარი - ეს დღე ისტორიაში
дата:  

31 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის 31-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 334 დღე (ნაკიან წელში – 335).

დღის მოვლენები

  • 1504 : საფრანგეთმა ნეაპოლი არაგონს გადასცა.
  • 1747 : პირველი ვენერიულ დაავადებათა კლინიკა გაიხსნა ლონდონის დოკის ჰოსპიტალში.
  • 1849 : მარცვლეულის კანონი გაუქმდა დიდ ბრიტანეთში.
  • 1865 : აშშ-ში გაუქმდა მონობა.
  • 1876 : აშშ-ის მთავრობა ადგილობრივ ინდიელებს რეზერვაციებში გადასვლას უბრძანებს.
  • 1915 : პირველი მსოფლიო ომი — გერმანია მხუთავ გაზს იყენებს რუსების წინააღმდეგ.
  • 1929 : სსრკ-ის მთავრობა ლევ ტროცკის ქვეყნიდან აძევებს.
  • 1946 : იუგოსლავიის ახალი კონსტიტუცია, სსრკ-ის მსგავსად, აფუძნებს ექვს რესპუბლიკას საკუთარ შემადგენლობაში (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, ჩრდილოეთი მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი და სლოვენია).
  • 1950 : აშშ-ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმანი აცხადებს წყალბადის ბომბის დამუშავების პროგრამის შესახებ.
  • 1953 : წყალდიდობის შედეგად ზღვის დონის ამაღლებამ 1800-მდე ადამიანი იმსხვერპლა ნიდერლანდებში.
  • 1956 : გი მოლე ხდება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი.
  • 1958 : აშშ-ში გაუშვეს პირველი კოსმოსური თანამგზავრი „Explorer I“.
  • 1961 : მაიმუნი ჩიმპი კოსმოსში მოგზაურობს.
  • 1968 : ნაურუ ავსტრალიისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
  • 1971 : აპოლონის პროგრამა აპოლონ 14-ის ბორტზე მყოფი ასტრონავტები მთვარისკენ მისიაზე მიემგზავრებიან.
  • 1990 : პირველი მაკდონალდსი იხსნება მოსკოვში.
  • 2010 :როჯერ ფედერერმა სამ სეტში მოუგო ენდი მარის და მეთექვსმეტეჯერ გახდა „დიდი მუზარადის“ ტურნირის გამარჯვებული.
  • 2011 :სუდანში გამართული რეფერენდუმის შედეგები აჩვენებს, რომ 99% მონაწილეთაგან სამხრეთი სუდანის გამოყოფის მომხრეა.
  • 2020 : გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი დატოვა და თერთმეტთვიანი გარდამავალი პერიოდი დაიწყო.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1338 : შარლ V (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე
  • 1543 : ტოკუგავა იეიასუ — იაპონელი ფეოდალი
  • 1715 : ჰელვეციუსი, კლოდ ადრეან — ფრანგი ფილოსოფოსი
  • 1797 : შუბერტი, ფრანც — ავსტრიელი კომპოზიტორი
  • 1883 : ოგატა ტომოსაბურო — იაპონელი პათოლოგი
  • 1884 : ჰოისი, თეოდორ — გერმანიის ბუნდესპრეზიდენტი
  • 1911 : ვანგა — ბულგარელი ნათელმხილველი
  • 1921 : ლანცა, მარიო — ოპერის მომღერალი
  • 1924 : აბულაძე, თენგიზ — ქართველი კინორეჟისორი.
  • 1935 : ოე კენძაბურო — იაპონელი მწერალი
  • 1938 : ბეატრიქსი — ნიდერლანდის დედოფალი
  • 1951 : ფილ მანზანერა — ინგლისელი გიტარისტი და პროდიუსერი
  • 1956 : ჯონ ლაიდონი — ინგლისელი ვოკალისტი (სექს პისტოლზი)
  • 1981 : ჯასტინ ტიმბერლეიკი — ამერიკელი მომღერალი
  • 1982 : ელენა პაპარიზუ — ბერძენი მომღერალი
  • 1983 : ფაბიო კვალიარელა — იტალიელი ფეხბურთელი
  • 1991 : ლაშა შავდათუაშვილი — ქართველი ძიუდოისტი

ამ დღეს გარდაცვლილნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1933 : გოლზუორთი, ჯონ — ინგლისელი მწერალი.
  • 1941 : გაფრინდაშვილი, ვალერიან — ქართველი პოეტი.
  • 1956 : მილნი, ალან ალექსანდრ — ინგლისელი მწერალი
  • 1970 : სლიმ ჰარპო — ამერიკელი მომღერალი
  • 2015 : რიხარდ ფონ ვაიცზეკერი — გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი (დ. 1920)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ალექსი (შუშანია)
    • ეფრემ მცირე
    • ათანასე I
    • კირილე I
    • მარკიანე კვირელი
    • კირილე და მარიამი
    • მაქსიმე სერბიელი
  • აგრეთვე:
    • ნაურუ : დამოუკიდებლობის დღე (1968).ა
мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати