ზუსტად 30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობის 99%-მა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. მსგავსი სურათი დაიდო სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას რეფერენდუმებზეც.
შედარებით ნაკლები მომხრე ჰყავდა დამოუკიდებლობის იდეას ბალტიის ქვეყნებში, იქ ეთნიკური რუსებისა და რუსულენოვნების დიდი რაოდენობის გამო: ლიეტუვაში - 93,2%, ესტონეთში - 78,4%, ლატვიაში კი - 74,9%.
მაგრამ ბალტიის ერებმა დაამტკიცეს, რომ თავისუფლების მოპოვებისა და შენარჩუნების საქმეში მთავარი მიზანმიმართული შრომა, სწავლა, ბრძოლა და პასუხისმგებლობაა და არა ქაოსი და არაფრისმომცემი, ცარიელი სიტყვები.
შედეგად ბალტიის ქვეყნები ნატოსა და ევროკავშირში არიან, დანარჩენები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები - გაურკვევლობაში.
ყოველდღიური შრომა, სწავლა, ბრძოლა და პასუხისმგებლობა სჭირდება საქართველოს!
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.