USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
30 სექტემბერი - ეს დღე ისტორიაში
 946

30 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 273-ე დღე (ნაკიან წლებში – 274-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 92 დღე.

დღის მოვლენები

  • 1399 : ჰენრი IV ინგლისის მეფედ გამოცხადდა.
  • 1452 : გერმანიაში, მაინცში, იოჰან გუტენბერგმა დაბეჭდა პირველი ბიბლია.
  • 1520 : ოსმალეთის იმპერიის ტახტზე ავიდა სულეიმან I.
  • 1791 : ვენაში შედგა მოცარტის ოპერა „ჯადოსნური ფლეიტის“ პრემიერა.
  • 1882 : მსოფლიოს პირველი კომერციული ჰიდროელექტროსადგური იწყებს ფუნქციონირებას ფოქს-რივერზე აპლტონში, უისკონსინი, აშშ.
  • 1895 : მადაგასკარი საფრანგეთის პროტექტორატი ხდება.
  • 1935 : ჰუვერის კაშხალი გაიხსნა არიზონა-ნევადას საზღვარზე, აშშ.
  • 1947 : პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა გაეროს წევრი ხდება.
  • 1993 : მიწისძვრამ ინდოეთის მაჰრაშთრას შტატში ათობით ათასი ადამიანი იმსხვერპლა და მრავალი უსახლკაროდ დატოვა.
  • 1993 : აფხაზეთის ომის დასასრული.
  • 1998 : პაპმა იოანე პავლე II-მ ეს დღე მსოფლიო ინტერნეტის დღედ გამოაცხადა.
  • 2005 : კატალონიის პარლამენტი რეგიონის ავტონომიის შესახებ დადგენილბას მხარს უჭერს.
  • 2005 : დანიის გაზეთ ილანდს-პოსტენში გამოქვეყნებული შარჟი წინასწარმეტყველ მუჰამედზე ისლამისტურ ქვეყნებში არეულობს იწვევს.
  • 2007 : ეთიოპიელმა ჰაილე გებრსილასემ მარათონში მსოფლიო რეკორდი მოხსნა 2:04:26 დროში.
  • 2007 : ინდოელი მოჭადრაკე ვისვანათან ანანდი მეხიკოში გამართულ შეჯიბრში იმარჯვებს და ახალი მსოფლიო ჩემპიონი ხდება.
  • 2009 :
    • კოსმოდრომ ბაიკონურიდან გაუშვეს ხომალდი Soyuz TMA-16, რომელმაც ორბიტაზე აიყვანა ტურისტი გი ლალიბერტე, Cirque du Soleil-ს დამფუძნებელი.
    • 7.6 Mw მიწისძვრამ ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე 1100 ადამიანი იმსხვერპლა.
    • საერთაშორისო ფაქტების გამოძიების კომისიამ შვეიცარიელი დიპლომატის, ჰეიდი ტალიავინის, ხელმძღვანელობით დაასკვნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო, ხოლო რუსეთმა მას გადაჭარბებული ზომებით უპასუხა.
  • 2011 : იემენში ალ-ყაიდას ერთ-ერთი ლიდერი ანვარ ალ-ავლაკი მოკლეს.
  • 2016 : რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
  • 2022 :
    • ბურკინა-ფასოში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, რომელსაც იბრაჰიმ ტრაორე ხელმძღვანელობდა, დროებითი პრეზიდენტი პოლ-ანრი სანდაოგო დამიბა გადააყენეს.
    • საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაღიარებული რეფერენდუმის შედეგად რუსეთმა უკრაინის ოთხი რეგიონის ოკუპაცია მოახდინა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1207 : ჯალალ ალ-დინ მუჰამედ რუმი — სპარსი მუსიკოსი და პოეტი
  • 1227 : ნიკოლოზ IV— რომის პაპი
  • 1802 : ბალარი, ანტუან ჟერომ — ფრანგი ქიმიკოსი
  • 1870 : პერინი, ჟან ბატისტ — ფრანგი ფიზიკოსი
  • 1895 : ვასილევსკი, ალექსანდრე — რუსი სამხედრო მოღვაწე
  • 1898 : შარლოტ მონაკოელი — მონაკოს პრინცესა
  • 1905 : მოტი, ნევილ ფრენსის — ინგლისელი ფიზიკოსი
  • 1927 : თენგიზ ამირეჯიბი — ქართველი პიანისტი
  • 1930 : ზურაბ კუხიანიძე — ქართველი პოეტი
  • 1931 : ჯანსუღ ჩარკვიანი — ქართველი პოეტი
  • 1924 : კაპოტე, ტრუმენ — ამერიკელი მწერალი
  • 1943 : დეიზენჰოფერი, იოჰან — გერმანელი ფიზიკოსი
  • 1964 : მონიკა ბელუჩი — იტალიელი კინომსახიობი და ფოტომოდელი
  • 1980 : მარტინა ჰინგისი — ჩეხოსლოვაკური წარმოშობის შვეიცარიელი ჩოგბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1246 : იატოსლავ II — რუსეთის კნიაზი
  • 1626 : ნურჰასი — ჩინეთის იმპერატორი
  • 1937 : მიხეილ ჯავახიშვილი — ქართველი მწერალი
  • 1942 : ალექსანდრე იმედაშვილი — ქართველი მსახიობი
  • 1955 : დიომიდე ანთაძე — ქართველი რეჟისორი და პედაგოგი
  • 1955 : დინი, ჯეიმზ — ამერიკელი მსახიობი
  • 1990 : ვაითი, პატრიკ — ამერიკელი მწერალი
  • 1985 : ჩარლზ ფრენსის რიხტერი — ამერიკელი ფიზიკოსი და სეისმოლოგი, რიხტერის სკალის ავტორი.
  • 2019 : ჯესი ნორმანი — ამერიკელი ოპერის მომღერალი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • პისტი, ელპიდი აღაპი და სოფიო
    • წმინდა თეოდოტია
    • წმინდა აღათოკლია
    • 156 მოწამე
  • ასევე:
    • ბოტსვანა - დამოიკიდებლობის დღე
society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way