3 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 184-ე დღე (ნაკიან წლებში – 185-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 181 დღე.
დღის მოვლენები
324 : ადრიანოპოლისის ბრძოლაში კონსტანტინე I ლიცინიუსს ამარცხებს, რომელიც ბიზანტიიდან გაქცევით შველის თავს.
987 : ჰუგო კაპეტი საფრანგეთის მეფე ხდება, პირველი კაპეტინგების დინასტიიდან.
1250 : საფრანგეთის მეფე ლუი IX მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობისას ეგვიპტეში ბეიბერთა მამლუქების არმიამ შეიპყრო ფარისკურის ბრძოლაში. მას მოგვიანებით თავის გამოსყიდვა მოუხდა.
1754 : ფრანგების და ინდიელების ომი: ჯორჯ ვაშინგტონმა ფორტ-ნესესიტი ფრანგებს დაუთმო.
1778 : პრუსიამ ავსტრიას ომი გამოუცხადა.
1819 : აშშ-ში პირველი შემნახველი ბანკი გაიხსნა.
1841 : ინგლისელმა ასტრონომმა ჯონ ადამსმა განაცხადა პლანეტა ნეპტუნის აღმოჩენის შესახებ.
1848 : მონები გაათავისუფლეს დანიის ვესტ-ინდოეთში (ამჟამად აშშ-ის ვირჯინის კუნძულები).
1849 : ფრანგები რომში შევიდნენ რომის პაპი პიუს IX-ის დასაბრუნებლად.
1852 : აშშ-ის კონგრესმა ქვეყნის მეორე ზარაფხანა დააარსა სან-ფრანცისკოში, კალიფორნია.
1863 : აშშ-ის სამოქალაქო ომი - დასრულდა გეტისბურგის ბრძოლა.
1884 : დოუ ჯონსი აქციათა პირველ ინდექსს აქვეყნებს.
1890 : აიდაჰო გახდა აშშ-ს 43-ე შტატი.
1898 : ესპანეთის ფლოტი გაანადგურა აშშ-ის ძალებმა სანტიაგოსთან, კუბა, ესპანეთ-ამერიკის ომში.
1915 : თურქეთში ქაღალდის პირველი ფული გამოუშვეს.
1928 : პირველი ფერადი სატელევიზიო ტრანსლაცია განხორციელდა ლონდონში.
გაყიდვაში გამოვიდა პირველი ტელევიზორები რომელიც 75 დოლარი ღირდა.
1936 : საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა საი (ГАИ).
1944 : მეორე მსოფლიო ომი - საბჭოთა ძალებმა ნაცისტებისგან მინსკი გაათავისუფლეს ოპერაცია ბაგრატიონში.
1954 :დიდ ბრიტანეთში საბარათე სისტემა გაუქმდა.
1962 : საფრანგეთმა ალჟირის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ეს მოვლენა ეფუძნებოდა საყოველთაო რეფერნდუმის შედეგებს სადაც მოსახლეობის 75 % ალჟირის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.
1964 : აშშ-ში მიიღეს კანონი რასობრივი სეგრეგაციის აკრძალვის შესახებ.
2004 : ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიხსნა მეტრო.
2005 : ესპანეთში დაკანონდა ერთი სქესის წყვილთა ქორწინება.
2006 : ასტეროიდმა 2004 XP14 დედამიწას ძალიან ახლოს 432 308 კილომეტრის დაშორებით ჩაუარა.
2007 : განამ ახალი ვალუტა - განიური ცედი - შემოიღო.
2008 : 59 წლის შემდეგ ჩინეთსა და ტაივანს შორის ჩარტერული რეისები განახლდა.
2009 : ალჟირი, ნიგერი და ნიგერია ხელს აწერენ სამთავრობათშორისო შეთანხმებას ტრანს-საჰარის გაზსადენის შესახებ.
2013 : ეგვიპტის არმიამ პრეზიდენტი მოჰამედ მურსი გადააყენა, კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ადლი მანსური დანიშნა.
2019 : დავიდ სასოლი ევროპის პარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი
1423 : ლუი XI — საფრანგეთის მეფე (გ.1483)
1854 : იანაჩეკი, ლეოშ — ჩეხი კომპოზიტორი (გ.1928)
1883 : კაფკა, ფრანც — ავსტრიელი მწერალი (გ.1924)
1889 : ბალაბუევი, ანატოლი — ქართველი გეოფიზიკოსი.
1910 : ასტვაცატუროვი, არკადი — საბჭოთა ეპოქის მეცნიერი (გ.1975)
1962 : კრუზი, ტომ — ამერიკელი მსახიობი
ამ დღეს გარდაცვლილნი
1908 : ჰარისი, ჯოელ ჩანდლერ — ამერიკელი მწერალი (დ.1848)
1918 : მეჰმედ V — ოსმალეთის იმპერიის 35-ე სულთანი (დ.1844)
1963 : იოანე XXIII — რომის პაპი (დ.1881)
1971 : მორისონი, ჯიმ — ამერიკელი მუსიკოსი (დ.1943)
მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები
ბელორუსი - დამოუკიდებლობის დღე.
ვირჯინია - ემანსიპაციის დღე.
საეკლესიო დღესასწაულები
მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
მეთოდე პატარელი
ინა, პინა და რიმას უხრწნელი ნაწილების გადასვენება ალუშტაში
არისტოკლე ხუცესი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი
ლევკი აღმსარებელი
კალისტე I