USD 2.6964
EUR 3.1367
RUB 3.3786
Tbilisi
3 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
Date:  561

3 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 93-ე დღე (ნაკიან წლებში - 94–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 272 დღე.

დღის მოვლენები

1043 : ედუარდ აღმსარებელი ინგლისის მეფედ აკურთხეს.

1077 : ფრიულის პირველი პარლამენტი შეიქმნა.

1502 : ქრისტეფორე კოლუმბის მეოთხე ექსპედიცია დაიწყო.

1559 : საფრანგეთმა და ესპანეთმა კატო-კამბრეზიის ზავი დადეს, რამაც ბოლო მოუღო იტალიის ომებს.

1885 : გოტლიბ დაიმლერმა ძრავის საკუთარი დიზაინისთვის პატენტი მიიღო გერმანიაში.

1895 : ოსკარ უაილდის სასამართლო პროცესი იწყება ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით.

1917 : ვ. ი. ლენინი ემიგრაციიდან დაბრუნდა პეტროგრადში, რაც რუსეთის რევოლუციაში ბოლშევიკთა ლიდერობის დასაბამი გახდა.

1922 : იოსებ სტალინი საბჭოთა კავშირის კომპარტიის პირველი გენერალური მდივანი გახდა.

1942 : მეორე მსოფლიო ომი: იაპონიის ძალები აშშ-ისა და ფილიპინების ჯარებს იგერიებენ ბატაანის ნახევარკუნძულზე.

1948 : პრეზიდენტი ჰარი ტრუმანი მარშალის გეგმას აწერს ხელს, რომლითაც 16 ქვეყანას $5 მილიარდი დოლარის დახმარება გამოეყო.

1973 : პირველი მობილური სატელეფონი კავშირი დამყარდა ქალაქ ნიუ-იორკში.

1975 : ბობი ფიშერი უარს ამბობს საჭადრაკო მატჩზე ანატოლი კარპოვის წინააღმდეგ, რითაც ამ უკანასკნელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ენიჭება.

1982 : ბრიტანეთის საზღვაო ძალები სამხრეთ ატლანტიკისკენ მიემართება არგენტინისთვის ფოლკლენდის კუნძულების ჩამოსართმევად.

2007 : ჩვეულებრივი სამგზავრო მატარებლის სისწრაფის ოფიციალური ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა ფრანგულმა TGV-მ (574,8 კმ/სთ) პარიზთან.

2008 : ჟიულ ვერნი, პირველი ევროპული ავტომატური კოსმოსური ხომალდი, წარმატებით ახორციელებს სრულიად ავტომატურ მიერთებას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან.

2017 : სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა.

2022 : როდრიგო ჩავეს რობლესი კოსტა-რიკის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1903 : პეტერ ჰუხელი — გერმანელი მწერალი

1924 : მარლონ ბრანდო — ამერიკელი მსახიობი

1930 : ჰელმუტ კოლი — გერმანელი პოლიტიკოსი

1932 : ვილჰელმ ოსტვალდი — გერმანელი ქიმიკოსი

1961 : ედი მერფი — მსახიობი, კომიკოსი

1961 : ედვარდ ჰაიმორი — ინგლისელი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1287 : ჰონორიუს IV — პაპი

1606 : ჩარლზ ბლუნტი — ინგლისელი პოლიტიკოსი

1682 : ბარტოლომე ესტებან მურილო — ესპანელი მხატვარი

1691 : ჯინ პეტიტოტი — შვეიცარიელი მინანქარზე მხატვარი

1695 : მელჩიორ დ’ჰონდეცოეტერი — ჰოლანდიელი მხატვარი

1717 : ჯაქუეს ოზანამი — ფრანგი მათემატიკოსი

1728 : ჯეიმზ ანდერსონი — შოტლანდიელი ადვოკატი

1792 : ჯორჯ პოკოკი — ბრიტანელი ადმირალი

1804 : ჯედრზეი კიტოუიზი — პოლონელი მღვდელი

1827 : ერნსთ ჩლადნი — გერმანელი ფიზიკოსი

1849 : ჯულიას სლოუაკი — პოლონელი პოეტი

1868 : ფრენც ბერვოლდი — შვედი კომპოზიტორი და გამომგონებელი

1882 : ჯესი ჯეიმზი — ამერიკელი მძარცველი

1897 : იოჰანეს ბრამსი — გერმანელი კომპოზიტორი

1901 : რიჩარდ დ’ოილი კარტი — ბრიტანელი იმპრესარიო

1930 : ემა ალბანი — კანადელი სოპრანო

1932 : ვილჰელმ ოსტვოლდი — გერმანელი ქიმიკოსი

1936 : ბრუნო ჰაუპტმენი — გერმანელი ჩარლზ ლინდბერგ III-ისმკვლელი

1943 : კონრად ვეიდტი — გერმანელი მსახიობი

1950 : კარტერ გ. ვუდსონი — აფრიკელ-ამერიკელი ისტორიკოსი, ავტორი, ჟურნალისტი და ”შავი ისტორიის თვის” დამაარსებელი

1950 : კურტ ვაილი — გერმანელი კომპოზიტორი

1952 : მინა სილანპა — ფინელი პოლიტიკოსი

1965 : ერნსთ კირჩვეგერი — ავსტრიელი კომუნისტი

1971 : იოსეფ ვალაჩი — ამერიკელი განგსტერი

1972 : ფერდი გროფი — ამერიკელი კომპოზიტორი

1975 : მერი ური — შოტლანდიელი მსახიობი

1978 : რეი ნობლი — ინგლისელი ბენდის ლიდერი და კომპოზიტორი

1981 : ხუან ტრიპი — „Pan American World Airways“-ის დამაარსებელი

1982 : უარენ ოატესი — ამერიკელი მსახიობი

1986 : პეტერ პირსი — ინგლისელი ტენორი

1987 : ტომ სესტაკი — ამერიკელი ფეხბურთელი

1990 : სარა ვეიგანი — ამერიკელი მომღერალი

1991 : ჩარლზ გორენი — ამერიკელი მწერალი

1991 : გრაჰამ გრისი — ინგლისელი მწერალი

1993 : პინკი ლი — ამერიკელი კომედიური მსახიობი და ბავშვური გადაცემების წამყვანი

1994 : ფრენკ ველსი — ამერიკელი ბიზნესმენი

1995 : ალფრედ ჯ. ბილსი — კანადელი ბიზნესმენი

1998 : მერი ქერთრაითი — ინგლისელი მათემატიკოსი

1999 : ლიონელ ბარტი — ინგლისელი კომპოზიტორი

2000 : ტერენზე მკენა — ამერიკელი მწერალი და ფილოსოფოსი

2002 : ფედ გადჯეტი — ინგლისელი მომღერალი და მუსიკოსი

2003 : მაიკლ კელი — ამერიკელი ჟურნალისტი

2005 : ტონი კროატო — იტალიელი მომღერალი

2007 : ედი რობინსონი — ამერიკელი ფეხბურთის მწვრთნელი

2007 : ნინა ვენგი — აზიაში ყველაზე მდიდარი ქალი

2021 : გურამ დოჩანაშვილი — ქართველი მწერალი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

იაკობ ეპისკოპოსი

კირილე კატანელი

თომა კონსტანტინეპოლელი

სერაფიმე ვირიცელი

analytics
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way