USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Tbilisi
25 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
Date:  580

25 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 329-ე დღე (ნაკიან წლებში – 330-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 36 დღე.

დღის მოვლენები

  • 1491 : ესპანეთში მავრების ბოლო საყრდენის - გრანადის - ალყა იწყება.
  • 1500 : ქრისტეფორე კოლუმბი თავის მესამე მოგზაურობიდან ესპანეთში ბრუნდება
  • 1667 : მიწისძვრამ შემახაში, აზერბაიჯანი, 80 000 ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1758 : ქალაქი პიტსბურგი დაარსდა პენსილვანიაში.
  • 1783 : ამერიკის რევოლუციური ომი - ბრიტანეთის ბოლო ჯარები ტოვებს ქალაქ ნიუ-იორკს პარიზის ხელშერკულების ხელმოწერიდან სამ თვეში.
  • 1795 : პოლონეთის დაყოფა - დამოუკიდებელი პოლონეთის ბოლო მეფე სტანისლაუს პონიატოვსკი იძულებით გადააყენეს და რუსეთში გადაასახლეს.
  • 1867 : ალფრედ ნობელმა დინატიმი დააპატენტა.
  • 1905 : დანიის პრინცი კარლი ნორვეგიაში ჩავიდა და ქვეყნის მეფედ - ჰააკონ VII-დ აკურთხეს.
  • 1918 : ვოევოდინა, ყოფილი ავსტრია-უნგრეთის მიწა, სამეფოს გამოეყო და თავი სერბეთის ნაწილად გამოაცხადა.
  • 1936 : ბერლინში გერმანია და იაპონია ანტიკომინტერნის პაქტს აწერენ ხელს საბჭოთა კავშირისგან თავის ერთობლივი ძალებით დასაცავად.
  • 1940 : მცხეთის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს არმაზის ბილინგვა.
  • 1941 : ფინეთი ანტიკომინტერნის პაქტს შეუერთდა.
  • 1947 : წითელი პანიკა - „ჰოლივუდის ათეული“ კინოსტუდიებმა შავ სიაში შეიყვანეს.
  • 1950 : ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კორეის ომში ჩაერთო და ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა მდინარე იალუს გაღმა გაეროს ჯარებთან საბძოლველად.
  • 1975 : სურინამი ნიდერლანდებისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
  • 1992 : ჩეხოსლოვაკიის ფედერალური ასამბლეა ქვეყნის ჩეხეთად და სლოვაკეთად გაყოფას აძლევს ხმას.
  • 2000 : ბაქოში მიწისძვრა მოხდა.
  • 2009 : საინვესტიციო კომპანია Dubai World, რომელსაც დუბაის მთავრობა ფლობს, კრედიტორებს ექვსთვიან მორატორიუმს სთხოვს $59-მილიარდიან ვალზე, რასაც რეგიონის ფინანსური ბაზრების კრიზისი მოყვა.
  • 2016 : კუბის რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1493 : ოსანა კოტორელი – კათოლიკე განდეგილი კოტორიდან.
  • 1562 : ლოპე დე ვეგა — ესპანელი დრამატურგი და პოეტი (გ. 1635)
  • 1858 : კაპუსი, ალფრედ — ფრანგი ჟურნალისტი და დრამატურგი (გ.1922)
  • 1870 : საკაი ტოსიჰიკო — იაპონიის საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი (გ.1933)
  • 1881 : იოანე XXIII — რომის პაპი (გ.1963)
  • 1897 : გრანელი, ტერენტი — ქართველი პოეტი.
  • 1915 : პინოჩეტი, აუგუსტო — ჩილეს გენერალი, პრეზიდენტი (გ. 2006)
  • 1922 : ბაიაძე, ვასილ — ქართველი კრიტიკოსი (გ. 1993)
  • 1926 : ანდერსონი, პოლ — ამერიკელი მწერალი (გ. 2001)
  • 1959 : არტურო პერეს-რევერტე — ესპანელი ნოველისტი.
  • 1960 : გრანტი, ემი — ამერიკელი მომღერალი
  • 1988 : ნოდარ ქუმარიტაშვილი — ქართველი მოციგავე

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1763 : ანტუან ფრანსუა პრევო — ფრანგი მწერალი
  • 1885 : ალფონსო XII — ესპანეთის მეფე
  • 1981 : ასლანიკაშვილი, ალექსანდრე — ქართველი გეოგრაფ-კარტოგრაფი
  • 1990 : მერაბ მამარდაშვილი — ქართველი ფილოსოფოსი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • იოანე მოწყალე
    • ნილოს მმარხველი
    • აქია წინასწარმეტყველი
    • ნილოს მირონმდინარე
tbilisi
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way