USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
25 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში!
 513

25 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 298-ე დღე (ნაკიან წლებში – 299-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 67 დღე.

დღის მოვლენები

  • 1147 : პორტუგალიელები, აფონსო I-ის ხელმძღვანელობით, და ჯვაროსნები ინგლისიდან ლისაბონს იღებენ ოთხთვიანი ალყის შემდეგ.
  • 1760 : ჯორჯ III დიდი ბრიტანეთის მეფე ხდება.
  • 1854 : ბალაკლავას ბრძოლა ყირიმის ომის დროს.
  • 1861 : ტორონტოს სააქციო ბირჟა გაიხსნა.
  • 1900 : ბრიტანეთი ტრანსვაალს იპყრობს.
  • 1917 : ბოლშევიკების რევოლუცია დაიწყო (ივლიუსის კალენდრით). ახალი კალენდრით ეს თარიღი 7 ნოემბერია.
  • 1935 : ტროპიკულმა ქარიშხალმა ჰაიტიზე 2000 ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1935 : ადოლფ ჰიტლერი და ბენიტო მუსოლინი რომი-ბერლინის აქსისს ქმნიან.
  • 1945 : იაპონიის მოკავშირეთათვის დანებებით ჩინეთი ხელსაყრელ მომენტს ირჩევს და ტაივანს იღებს.
  • 1950 : ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კორეის ომში ჩაება.
  • 1962 : კუბის ქობინთა კრიზისი — ედლაი სტივენსონი გაეროს სხდომაზე ავრცელებს ფოტოებს, რომლებზეც კუბაზე საბჭოთა ქობინების არსებობა დასტურდება.
  • 1971 : გაერომ გააუქმა ჩინეთის რესპუბლიკის წევრობა. სანაცვლოდ გაეროს წევრი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას.
  • 1977 : სსრკ-ში დაწესდა საპატიო წოდება სსრკ-ის სახალხო ექიმი
  • 1991 : ათდღიანი ომიდან სამ თვეში სლოვენიას იუგოსლავიის სახალხო ჯარის ბოლო ჯარისკაცი ტოვებს.
  • 1992 : ლატვია პოსტსაბჭოურ სივრცეში პირველ კონსტიტუციას იღებს.
  • 1993 : გამოქვეყნდა ედუარდ შევარდნაძის მოწოდება საქართველოში სამოქალაქო ომის შეწყვეტისა და შერიგების შესახებ.
  • 2001 : „Microsoft-მა“ გამოუშვა Windows XP.
  • 2003 : ფიჭვნარს მოდებული ცეცხლი კალიფორნიის ისტორიაში მეორე უდიდესი ხანძარი გახდა.
  • 2007 : ჩინეთმა მთვარის კვლევის პროგრამა დაიწყო მთვარის ორბიტაზე ჩან'ე 1-ის გაყვანით ხიჩანის კოსმოდრომიდან.
  • 2015 : ჯონ მაგუფული ტანზანიის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2018 :
    • საჰლე-ვორკ ზევდე ეთიოპიის პირველი ქალი-პრეზიდენტი გახდა.
    • უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა.
  • 2022 : რიში სუნაკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1692 : ელიზაბეტ ფარნესი — ესპანეთის დედოფალი
  • 1789 : სამუელ ჰაინრიხ შვაბე — გერმანელი ასტრონომი
1811 : ევარისტ გალუა — ფრანგი მათემატიკოსი (გ.1832)
  • 1825 : იოჰან შტრაუსი (შვილი) — ავსტრიელი კომპოზიტორი
  • 1838 : ჟორჟ ბიზე — ფრანგი კომპოზიტორი (გ.1875)
  • 1881 : პაბლო პიკასო — ესპანელი მხატვარი (გ.1973)
  • 1895 : ელევ შკოლი — ისრაელის პრემიერ-მინისტრი
  • 1902 : ნუცა ღოღობერიძე — პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში
  • 1906 :
    • გიორგი საღარაძე — ქართველი მსახიობი
    • გიორგი ხუნდაძე — ქართველი ქირურგი
  • 1920 : მარინე თბილელი — ქართველი მსახიობი
  • 1921 : მიჰაი I — რუმინეთის მეფე
  • 1926 :
    • ავთანდილ ვარაზი — ქართველი ფერმწერი
    • გალინა ვიშნევსკაია — რუსი სოპრანო
  • 1931 : ანი ჟირარდო — ფრანგი მსახიობი
  • 1932 : ნოდარ ვალიშვილი— ქართველი მათემატიკოსი, პედაგოგი, პროფესორი, თანამდებობის პირი
  • 1955 : იაბსი, მათიას — გერმანელი გიტარისტი და სიმღერების ავტორი (Scorpions)
  • 1984 : პერი, კეტი — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 304 : მარცელინუსი — რომის პაპი
  • 625 : ბონიფაციუს V — რომის პაპი
  • 1047 : მაგნუს I კეთილშობილი — დანიის და ნორვეგიის მეფე
  • 1154 : სტეფანე — ინგლისის მეფე
  • 1359 : ბეატრის კასტილიელი — პორტუგალიის დედოფალი 1325-57 წლებში
  • 1400 : ჯეფრი ჩოსერი — ინგლისელი პოეტი, პროზაიკოსი, ფილოსოფოსი
  • 1495 : ჟუან II — პორტუგალიის მეფე 1481–1495 წლებში
  • 1647 : ტორიჩელი, ევანჯელისტა — იტალიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი.
  • 1760 : ჯორჯ II — დიდი ბრიტანეთის მეფე (დ.1683)
  • 1829 : ქაიხოსრო ბატონიშვილი — გურიის სამთავროს რეგენტი
  • 1833 : აბას-მირზა — სპარსეთის პრინცი
  • 1848 : სავინი, ფრიდრიხ კარლ ფონ — გერმანელი იურისტი
  • 1920 : ალექსანდროს I — საბერძნეთის მეფე
  • 1937 : ღვალაძე, ევგენ — იურისტი, ეროვნული მოძრაობის მოღვაწე (დ.1900)
  • 1945 : ლაი, რობერტ — გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე (დ.1890)
  • 1955 : ალექსანდრე წუწუნავა — ქართველი რეჟისორი, სცენარისტი
  • 1976 : რაიმონ კენო — ფრანგი მწერალი, პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი
  • 2002 : რიჩარდ ჰარისი — ირლანდიელი მსახიობი და მომღერალი
  • 2008 : მუსლიმ მაგომაევი — აზერბაიჯანელი მომღერალი, ბარიტონი
  • 2016 : კარლოს ალბერტო ტორესი — ბრაზილიელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკე
    • ღირსი კოზმა
    • წმინდა დომნიკა
    • მარტინე ტურელი
    • დღესასწაული იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატისა
общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати