USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
24 თებერვლის საინიციატივო ჯგუფის ახალი კამპანია - "მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის"
дата:  444

"გირჩი მეტი თავისუფლება", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "დროა", ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით "ქართული ოცნების" ქმედებებს და "რუსულ კანონს", რომელიც პარლამენტშია ინიცირებული ამ ფორმით უპასუხებენ.

"24 თებერვლის საინიციატივო ჯგუფი შემდგომ ნაბიჯს ვდგამთ და ვიწყებთ კამპანიას მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ 24 თებერვალს ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე შეიკრიბა რუსთაველზე, რითაც მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს, რომ სოლიდარული ვართ უკრაინის, მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ ჩვენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რომ საქართველოს, ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი და ნატო, მაგრამ სამწუხაროდ, ამის ფონზე "ქართული ოცნება" პირდაპირ ვთქვათ, რომ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, სადაც ძლიერი საქართველოს იდეის რეალიზებად პირდაპირ არის მითითებული ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება, არა თუ არ ასრულებს რეფორმების 12 პუნქტიან გეგმას, არამედ სამწუხაროდ, აინიცირებს რუსულ კანონს, რომელზეც მთელი ცივილიზებული სამყარო გვეუბნება, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპისკენ სვლის საკითხს. ამიტომ ერთადერთი გზა არის, რომ ჩვენ ჩვენი საერთო მანდატით, ქართველი ხალხის მანდატით, პირდაპირ დავიწყოთ საუბარი ჩვენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან", - თქვა გიორგი ვაშაძემ. 

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати