USD 2.5973
EUR 2.9137
RUB 3.1869
Тбилиси
23 ნოემბერს გიორგობას ერლომ ახვლედიანს 92 წელი შეუსრულდებოდა - ნაწილი მესამე
дата:  724

მწერლომი

დასასრული

ერლომის ჯგუფის სტუდენტობა მის მოსწავლეებს ყოველთვის ეამაყებოდათ.დანარჩენებისგან რაღაც სხვა , საპატიო და საპასუხისმგებლო მდგომარეობით გამორჩეულად მიიჩნევდნენ თავს. მიუხედავად იმისა, რომ მათი პედაგოგი იყო, ყველაზე არამკაცრიტ და თითქოს არამომთხოვნი , არასოდეს წერდა დაბალ ნიშნებს, თავად იხდიდა მათ დაგვიანებაზე ბოდიშს, მხოლოდ იმაზე საუბრობდა, რა არ იცოდა და რა არ გამოსდიოდა, მაინც ყველაზე დიდი ავტორიტეტი იყო მათთვის. თუმცა ეს სიტყვათა შეთანხმება ალბათ კარგად ვერ გადმოსცემს , რა დამოკიდებულებას იწვევდა იგი ახალგაზრდებში. იყო ადამიანი, რომელსაც სურდა , ისე ეცხოვრა, რომ რაც შეიძლება ნაკლები კვალი დაეჩნია ამ სოფლისთვის. ცხოვრებისადმი მისი ეს დამოკიდებულება სტუდენტებს რაღაც ისეთ, სიღრმეში მიმალული თავისუფლების გემოს უღვიძებდა, რაც მანამდე არც იცოდნენ, თუ არსებობდა. ქვეყანაში ათასი რამ იცვლებოდა, ბევრი ტრაგიკული, ბევრიც კურიოზული რამ ხდებოდა. ახალაჭრელებულ საინფორმაციო გამოშვებებში რას არ გაიგებდა კაცი. ჩვენ კი ჭურში ვზივართო, - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა და კმაყოფილმა გაიღიმა. ერლმს ეს მოეწონა. განავრცეს და ისიც დაასკვნეს - აქედან, ჭურიდან ყველაზე უკეთ  ჩანს მთავარი , ისე , როგორც ჭიდან ვარსკვლავებიო. ერთხანს თავს  „ჭურელებსაც“ უწოდებდნენ. ჩაბნელებულ ქალაქში, გორაზე, სანთლის შუქზე შეკრებილები უსმენდნენ, როგორ უძღვნიდა ერლომი ქებათ ქებას სიღარიბეს. შეიგრძნობდნენ უარაფრო თონის პურის გემოს და ცდილობდნენ , ჭურიდან ეგრძნოთ ნამდვილი დროის მაჯისცემა. საღამო რომ დასრულდებოდა, ჭურელები ტაბიძს აღმართზე ყიჟინით დაეშვებოდნენ ხოლმე.ერლომი კი სათითაოდ ყველას აჩერებდა და პირობას ადებინებდა, - შინ რომ მიხვალ, დამირეკე, იცოდე, როგორც მიხვალ დამირეკეო...თუ რომელიმეს მასთან დარეკვა შეაგვიანდებოდა, თავად ურეკავდა და გაცხარებით საყვედურობდა.

ყველაზე დიდი ზეიმი 23 ნოემბერს, გიორგობას იმართებოდა, ერლომის დაბადების დღეზე. ის ყველას, ვინც მოსალოცად რეკავდა , სათითაოდ უხსნიდა, რომ არ უყვარს თავისი დაბადების დღე, რომ საერთოდ, დღესასწაულებს სადაგი დღეები ურჩევნია, რომ ნეტავ დღეს უკვე 24 ნოემბერი იყოსო. სერგო პაპას სახლში წარმოუდგენლად ბევრი ადამიანი გროვდებოდა. ყველა ოთახში ცალ-ცალკე სუფრა იშლებოდა, ცალკე - მეგობრების, სადაც ლევან მალაზონია, ბესიკ ადეიშვილი, ზურაბ კიკნაძე, მარინე რჩეულიშვილი, გეიდარ ფალავანდიშვილი, ვანო ყვავილაშვილი, ნოდარ მგალობლიშვილი, თემო ჯაფარიძე, ნოდარ კობერიძე, გიორგი შენგელაია, რამაზ საყვარელიძე, ცოტნე ნაკაშიძე, თემო სულხანიშვილი,  . ნოდარ მანაგაძე და სხვები ისხდნენ ერლომის მეზობლებთან ერთად. რადგან მთავარ სუფრასთან ადგილი მალე არ რჩებოდა, ბაქარი, დისშვილები, სტუდენტები და ერლომის ახალგაზრდა მეგობრები სხვა ოთახში სხდებოდნენ. დათო ჯავახიშვილიც ძალიან მალე მათ შეუერთდებოად ხოლმე. სუფრაზე მეზობლებისა და მეგობრების მოტანილი და მისი რომელიმე სტუდენტის მიერ ცხოვრებაში პირველად მომზადებული საჭმელი ელაგა. არავინ არაფერს იწუნებდა. მერე რა, თუ სამსაც ვერ იპოვიდი, მთავარი იყო, ამ დიდ ზეიმზე მოხვედრილიყავი.

მერე ერლომის მეგობართა სუფრას ნელ-ნელა ადამიანები დააკლდნენ  სიკვდილს, რომელიც მას და მის ოჯახს თან სდევდა, ვერაფრით შეეჩვია. თითოეული მათგანის წასვლას, პირველი მეგობრის დაკარგვასავით განიცდიდა. 80 -იანი წლების შემდეგ კინოს აღარ მიბრუნებია. ლიტერატურული მოღვაწეობა განაგრძო. დილის გაზეთმა ერლომს თანამშრომლობა შესთავაზა , კვირაში ერთხელ გაზეთში წერილი უნდა მიეტანა. იმხანად ფინანსურად დიდად არ ულხინდა , უფრო ამიტომ დათანხმდა და წერა დაიწყო. ზოგჯერ, როცა ძალიან დაჯაბნიდა დარდი , დაიბნეოდა წარსულისა და აწმყოს ბაქნებს შორის და ასეთ დროს წერაც აღარ შეეძლო, მაშინ დილის გაზეთის რედაქტორს ურეკავდა და ატყობინებდა, რომ წერა აღარ გამოსდიოდა და მათი თანამშრომლობა უნდა დასრულებულიყო. მანანა კარტოზიამ ერლომის ამ „სენთან“ საბრძოლველად ასეთ ხერხს მიაგნო - დაწერდა თუ არ დაწერდა, ხელფასს მაინც უხდიდა. ერლომიც იძულებული იყო, დარდი განედევნა , დაბნეულობა აეკრიბა და სტრიქონ-სტრიქონ აეკინძა სათქმელი. ასე გამოვიდა წიგნი  „ ძველი და ახალი“

პირველ წიგნს მეორე მოჰყვა. მეორეს - მესამე : „ კაცი, რომელმაც თავი დაკარგა და სხვა ამბები“, „კოღო ქალაქში“.

f1445aa1-9340-4d5f-89ed-f6700bc83275

სანამ ჯანმრთელობა შეერყეოდა, წერდა. წერა მას ეხმარებოდა, მოწყვეტოდა რეალობას და დაბრუნებულიყო იქ , სადაც სიმშვიდე დატოვა. დაბრუნებულიყო დროში, როდესაც „ყველანი შინ იყვნენ“, გარეთ თებერვლის სუსხიანი ქარი ქროდა და ფანჯრებს აზანზარებდა, ერლომი კი თავის მაგიდასთან იჯდა  და წერდა. თეთრი ბანჯგვლიანი ლეკვი მის ფეხებთან იწვა.

„გუშინ გასვენების შემდეგ ვფიქრობდი : მე უნდა ავასრულო ჩემი ძირითადი ჩანაფიქრი. მადონას სიკვდილით დასრულდა ჩვენი ოთხეულის ( მამა, დედა, მადონა და მე) ერთად ყოფნა. მე მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა , რომელიც ყველაზე ნაკლებად იყოჩემზე დამოკიდებული. მე უნდა მოვსწრებოდი მათ არყოფნას და შემდეგ უნდა წავსულიყავი მეც. ახლა მე აღარ მაქვს მიზანი და უნდა დაველოდო სიკვდილს. გზა თავისუფალია.“

ერთხელ დისშვილმა მალხაზმა მის სტუდენტს დაურეკა და შეატყობინა, რომ ერლომი მონასტერში წავიდა. ყველა ფიქრობდა, რომ ეს მისი უკანასკნელი მოგზაურობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მონასტერში დარჩენის საშუალება ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ მისცა. უკან დაბრუნდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ერლომს ქალბატონი ელენე უვლიდა, უაღრესად მორწმუნე ადამიანი, რომელიც ერლომს გურამ რჩეულიშვილის დამ , მარინემ გააცნო. სიცოცხლის ბოლო დღეებამდე მარინეს ოჯახი ერლომისთვის მეოე სახლი იყო . ისინი გურამმა ერთმანეთს დაუტოვა. მარინემ პირველმა იცოდა ერლომის დიდი თუ მცირე გასაჭირი, იცოდა და ახლაც დროულად უშველა. ერლომი გრძნობდა, რომ მისი მეხსიერებიდან ნელ-ნელა ყველა და ყველაფერი იშლებოდა. ადამიანი, რომელიც სახეზე ცნობდა სიონისა და ტვერელის ტაძრის მთელ მრევლს , ახლა უახლოეს ადამიანებსაც ვეღარ იხსენებდა. ერთხელ შიში გაუჩნდა - ვაითუ ისე მოვკვდე, იმ ქვეყნად გადასვლის წამი ვერ შევიგრძნოო, „უჩემოდ მოვკვდეო“ - ასე ამბობდა თვითნ. მაშინ ქალბატონი ელენე დაჰპირდა, მე შენ გვერდით ვიქნები და ხელზე ხელი მომიჭირე, როდესაც იგრნობ მარადისობასთან შეერთების წამსო.

ერლომი დიდხანს ელოდა ამ წამს .  - როგორ მეცოდება დრო , - თქვა სიკვდილამდე .

„ მე მოხუცებულობამდე სიკვდილამდე დაველოდები გურამს, მის მოსვლას ამ სახლში , ან კამოს ქუჩაზე. მე მას ველი...- წერდა ერლომი.

 თუმცა ის არც კამოს ქუჩაზე - თავის ბავშვობის სახლში და არც სერგო პაპას სახლში არ გარდაცვლილა. რადგან სერგო პაპას სახლის სახურავი ჩამოწვა, კედლები დაიბზარა და საცხოვრებლად აღარ ვარგოდა.

ტრაგიკული აღმოჩნდა ბაქარის ბედიც, ის 35 წლის ასაკში,  2022 წელს გულის მძიმე დაავადებით გარდაიცვალა.

8641d7c9-2f6e-4367-9092-dfba7a2cb620

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати