მწერლომი
დასასრული
ერლომის ჯგუფის სტუდენტობა მის მოსწავლეებს ყოველთვის ეამაყებოდათ.დანარჩენებისგან რაღაც სხვა , საპატიო და საპასუხისმგებლო მდგომარეობით გამორჩეულად მიიჩნევდნენ თავს. მიუხედავად იმისა, რომ მათი პედაგოგი იყო, ყველაზე არამკაცრიტ და თითქოს არამომთხოვნი , არასოდეს წერდა დაბალ ნიშნებს, თავად იხდიდა მათ დაგვიანებაზე ბოდიშს, მხოლოდ იმაზე საუბრობდა, რა არ იცოდა და რა არ გამოსდიოდა, მაინც ყველაზე დიდი ავტორიტეტი იყო მათთვის. თუმცა ეს სიტყვათა შეთანხმება ალბათ კარგად ვერ გადმოსცემს , რა დამოკიდებულებას იწვევდა იგი ახალგაზრდებში. იყო ადამიანი, რომელსაც სურდა , ისე ეცხოვრა, რომ რაც შეიძლება ნაკლები კვალი დაეჩნია ამ სოფლისთვის. ცხოვრებისადმი მისი ეს დამოკიდებულება სტუდენტებს რაღაც ისეთ, სიღრმეში მიმალული თავისუფლების გემოს უღვიძებდა, რაც მანამდე არც იცოდნენ, თუ არსებობდა. ქვეყანაში ათასი რამ იცვლებოდა, ბევრი ტრაგიკული, ბევრიც კურიოზული რამ ხდებოდა. ახალაჭრელებულ საინფორმაციო გამოშვებებში რას არ გაიგებდა კაცი. ჩვენ კი ჭურში ვზივართო, - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა და კმაყოფილმა გაიღიმა. ერლმს ეს მოეწონა. განავრცეს და ისიც დაასკვნეს - აქედან, ჭურიდან ყველაზე უკეთ ჩანს მთავარი , ისე , როგორც ჭიდან ვარსკვლავებიო. ერთხანს თავს „ჭურელებსაც“ უწოდებდნენ. ჩაბნელებულ ქალაქში, გორაზე, სანთლის შუქზე შეკრებილები უსმენდნენ, როგორ უძღვნიდა ერლომი ქებათ ქებას სიღარიბეს. შეიგრძნობდნენ უარაფრო თონის პურის გემოს და ცდილობდნენ , ჭურიდან ეგრძნოთ ნამდვილი დროის მაჯისცემა. საღამო რომ დასრულდებოდა, ჭურელები ტაბიძს აღმართზე ყიჟინით დაეშვებოდნენ ხოლმე.ერლომი კი სათითაოდ ყველას აჩერებდა და პირობას ადებინებდა, - შინ რომ მიხვალ, დამირეკე, იცოდე, როგორც მიხვალ დამირეკეო...თუ რომელიმეს მასთან დარეკვა შეაგვიანდებოდა, თავად ურეკავდა და გაცხარებით საყვედურობდა.
ყველაზე დიდი ზეიმი 23 ნოემბერს, გიორგობას იმართებოდა, ერლომის დაბადების დღეზე. ის ყველას, ვინც მოსალოცად რეკავდა , სათითაოდ უხსნიდა, რომ არ უყვარს თავისი დაბადების დღე, რომ საერთოდ, დღესასწაულებს სადაგი დღეები ურჩევნია, რომ ნეტავ დღეს უკვე 24 ნოემბერი იყოსო. სერგო პაპას სახლში წარმოუდგენლად ბევრი ადამიანი გროვდებოდა. ყველა ოთახში ცალ-ცალკე სუფრა იშლებოდა, ცალკე - მეგობრების, სადაც ლევან მალაზონია, ბესიკ ადეიშვილი, ზურაბ კიკნაძე, მარინე რჩეულიშვილი, გეიდარ ფალავანდიშვილი, ვანო ყვავილაშვილი, ნოდარ მგალობლიშვილი, თემო ჯაფარიძე, ნოდარ კობერიძე, გიორგი შენგელაია, რამაზ საყვარელიძე, ცოტნე ნაკაშიძე, თემო სულხანიშვილი, . ნოდარ მანაგაძე და სხვები ისხდნენ ერლომის მეზობლებთან ერთად. რადგან მთავარ სუფრასთან ადგილი მალე არ რჩებოდა, ბაქარი, დისშვილები, სტუდენტები და ერლომის ახალგაზრდა მეგობრები სხვა ოთახში სხდებოდნენ. დათო ჯავახიშვილიც ძალიან მალე მათ შეუერთდებოად ხოლმე. სუფრაზე მეზობლებისა და მეგობრების მოტანილი და მისი რომელიმე სტუდენტის მიერ ცხოვრებაში პირველად მომზადებული საჭმელი ელაგა. არავინ არაფერს იწუნებდა. მერე რა, თუ სამსაც ვერ იპოვიდი, მთავარი იყო, ამ დიდ ზეიმზე მოხვედრილიყავი.
მერე ერლომის მეგობართა სუფრას ნელ-ნელა ადამიანები დააკლდნენ სიკვდილს, რომელიც მას და მის ოჯახს თან სდევდა, ვერაფრით შეეჩვია. თითოეული მათგანის წასვლას, პირველი მეგობრის დაკარგვასავით განიცდიდა. 80 -იანი წლების შემდეგ კინოს აღარ მიბრუნებია. ლიტერატურული მოღვაწეობა განაგრძო. დილის გაზეთმა ერლომს თანამშრომლობა შესთავაზა , კვირაში ერთხელ გაზეთში წერილი უნდა მიეტანა. იმხანად ფინანსურად დიდად არ ულხინდა , უფრო ამიტომ დათანხმდა და წერა დაიწყო. ზოგჯერ, როცა ძალიან დაჯაბნიდა დარდი , დაიბნეოდა წარსულისა და აწმყოს ბაქნებს შორის და ასეთ დროს წერაც აღარ შეეძლო, მაშინ დილის გაზეთის რედაქტორს ურეკავდა და ატყობინებდა, რომ წერა აღარ გამოსდიოდა და მათი თანამშრომლობა უნდა დასრულებულიყო. მანანა კარტოზიამ ერლომის ამ „სენთან“ საბრძოლველად ასეთ ხერხს მიაგნო - დაწერდა თუ არ დაწერდა, ხელფასს მაინც უხდიდა. ერლომიც იძულებული იყო, დარდი განედევნა , დაბნეულობა აეკრიბა და სტრიქონ-სტრიქონ აეკინძა სათქმელი. ასე გამოვიდა წიგნი „ ძველი და ახალი“
პირველ წიგნს მეორე მოჰყვა. მეორეს - მესამე : „ კაცი, რომელმაც თავი დაკარგა და სხვა ამბები“, „კოღო ქალაქში“.
სანამ ჯანმრთელობა შეერყეოდა, წერდა. წერა მას ეხმარებოდა, მოწყვეტოდა რეალობას და დაბრუნებულიყო იქ , სადაც სიმშვიდე დატოვა. დაბრუნებულიყო დროში, როდესაც „ყველანი შინ იყვნენ“, გარეთ თებერვლის სუსხიანი ქარი ქროდა და ფანჯრებს აზანზარებდა, ერლომი კი თავის მაგიდასთან იჯდა და წერდა. თეთრი ბანჯგვლიანი ლეკვი მის ფეხებთან იწვა.
„გუშინ გასვენების შემდეგ ვფიქრობდი : მე უნდა ავასრულო ჩემი ძირითადი ჩანაფიქრი. მადონას სიკვდილით დასრულდა ჩვენი ოთხეულის ( მამა, დედა, მადონა და მე) ერთად ყოფნა. მე მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა , რომელიც ყველაზე ნაკლებად იყოჩემზე დამოკიდებული. მე უნდა მოვსწრებოდი მათ არყოფნას და შემდეგ უნდა წავსულიყავი მეც. ახლა მე აღარ მაქვს მიზანი და უნდა დაველოდო სიკვდილს. გზა თავისუფალია.“
ერთხელ დისშვილმა მალხაზმა მის სტუდენტს დაურეკა და შეატყობინა, რომ ერლომი მონასტერში წავიდა. ყველა ფიქრობდა, რომ ეს მისი უკანასკნელი მოგზაურობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მონასტერში დარჩენის საშუალება ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ მისცა. უკან დაბრუნდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ერლომს ქალბატონი ელენე უვლიდა, უაღრესად მორწმუნე ადამიანი, რომელიც ერლომს გურამ რჩეულიშვილის დამ , მარინემ გააცნო. სიცოცხლის ბოლო დღეებამდე მარინეს ოჯახი ერლომისთვის მეოე სახლი იყო . ისინი გურამმა ერთმანეთს დაუტოვა. მარინემ პირველმა იცოდა ერლომის დიდი თუ მცირე გასაჭირი, იცოდა და ახლაც დროულად უშველა. ერლომი გრძნობდა, რომ მისი მეხსიერებიდან ნელ-ნელა ყველა და ყველაფერი იშლებოდა. ადამიანი, რომელიც სახეზე ცნობდა სიონისა და ტვერელის ტაძრის მთელ მრევლს , ახლა უახლოეს ადამიანებსაც ვეღარ იხსენებდა. ერთხელ შიში გაუჩნდა - ვაითუ ისე მოვკვდე, იმ ქვეყნად გადასვლის წამი ვერ შევიგრძნოო, „უჩემოდ მოვკვდეო“ - ასე ამბობდა თვითნ. მაშინ ქალბატონი ელენე დაჰპირდა, მე შენ გვერდით ვიქნები და ხელზე ხელი მომიჭირე, როდესაც იგრნობ მარადისობასთან შეერთების წამსო.
ერლომი დიდხანს ელოდა ამ წამს . - როგორ მეცოდება დრო , - თქვა სიკვდილამდე .
„ მე მოხუცებულობამდე სიკვდილამდე დაველოდები გურამს, მის მოსვლას ამ სახლში , ან კამოს ქუჩაზე. მე მას ველი...- წერდა ერლომი.
თუმცა ის არც კამოს ქუჩაზე - თავის ბავშვობის სახლში და არც სერგო პაპას სახლში არ გარდაცვლილა. რადგან სერგო პაპას სახლის სახურავი ჩამოწვა, კედლები დაიბზარა და საცხოვრებლად აღარ ვარგოდა.
ტრაგიკული აღმოჩნდა ბაქარის ბედიც, ის 35 წლის ასაკში, 2022 წელს გულის მძიმე დაავადებით გარდაიცვალა.
დიდი შვიდეულის“ ქვეყნებისა და ევროკავშირის ლიდერებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამ იოჰანესბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა განიხილეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინეთის, ნორვეგიის, ესპანეთისა და ნიდერლანდების ლიდერები.
დისკუსიის დაწყებამდე საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის არაფორმალური უსაფრთხოების ალიანსის შეხვედრა გაიმართა.
შეერთებული შტატები და რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ 28-პუნქტიან გეგმაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა ბრიუსელი მოლაპარაკებებში არ არის ჩართული. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდება.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა ვაშინგტონთან „კონსტრუქციული და პატიოსანი თანამშრომლობისთვის“. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევი, აშშ-სთან კონსულტაციებს მომავალ კვირას შვეიცარიაში იწყებს.