USD 2.7084
EUR 2.9337
RUB 2.9233
Тбилиси
23 ივნისი ანნა ახმატოვას დაბადების დღეა
дата:  1352

სწორედ ამ დღეს, 1889 წლის 23 ივნისს დაიბადა ანა ახმატოვა...

არ ვიცი, რა ღრუბლები იყო იმ დროს თავშეყრილი...
რა ვარსკვლავები დაემთხვა ...
რა წვიმებმა შეიკავეს თავი...
რა რძისფერი ნისლები გადაიწმინდა...

მაგრამ სწორედ ამ დღეს
მსოფლიოს მევლინა
ქალბატონი, რომელმაც რუსულ პოეზიაში ისეთი
სოლო იცეკვა და შეასრულა,რომ
მთვარემაც ვერ გაბედა მასთან პა-დე-დე...

ქალბატონი, რომელსაც ცხოვრებია ბოლომდე...
მხრებზე მარინა ცვეტაევას ნაჩუქარი შალი ჰქონდა მოსხმული,
რომელსაც ბოლო წუთამდე არ იცილებდა
ზუსტად ისევე, როგორც დიდი მოდილიანის
ხელით შესრულებული მისი 16 პორტრეტიდან -
სულ ბოლოს, გადარჩენილს…

ეს ორი რამ მას ერთნაირად უყვარდა მაშინაც,
როდესაც ფუფუნებაში ცხოვრობდა და
ცისფერ მედუზებს
„ზღვაში ღრმადჩაძირულ ვარსკვლავებს“ ადარებდა და
მერეც, როდესაც წერდა „რექვიემს“,
„სანთლის ცვრისგან დალაქული ხელით“…

მისი ფასეულობები, მასსავით ყოველთვის უცვლელი რჩებოდა…
ცოტა ირონიული... ძალიან ტრაგიკული...

ძნელია ახსნა, რატომ გიყვარს მისი პოეზია…
მახსოვს, ჩემდა სამარცხვინოდ, მას საკმაოდ გვიან ვეზიარე,
მაგრამ როგორც კი გადავიკითხე პირველად მისი ლექსები,
პატარა იასამნისფერი წიგნიდან «Четки“ , რომელიც ზურიკომ
ციმბირიდან ჩამოიტანა...
უბრალოდ მივხვდი, რომ ბოლომდე და მხოლოდ ჩემია…
ისვე, როგორც ზურიკო...
სულ ერთმანეთს ვპარავდით ამ წიგნს...

ანა ახმატოვამ პირველი ლექსი 13 წლის ასაკში დაწერა…
უკვე მაშინ იცოდა - პოეტი რომ გახდე,
არ არის საკმარისი გქონდეს რითმის გრძნობა და იყო ნიჭიერი…
საჭიროა სწავლა და ყოველდღიური დახვეწა…

როდესაც მან ოჯახში განაცხადა თავისი სურვილის შესახებ,
მამამ იმდენად უარყოფითად აღიქვა მისი არჩევანი, რომ
პირველი რაც აუკრძალა, იყო ლექსებზე ანას ნამდვილი გვარის-
გორენკოს წაწერა…
სწორედ ამიტომ შეარჩია ანამ დედის მხრიდან
მისი დიდი ბებიის ქალიშვილობის გვარი - ახმატოვა…

ამ ფსევდონიმით თავისი პირველი პუბლიკაციები ანამ 1911 წელს გამოაქვეყნა, ქ.პარიზში, სადაც პირველ მეუღლესთან, ცნობილ რუს პოეტთან, ნიკოლაი გუმილიოვთან ერთად გაემგზავრა საქორწინო მოგზაურობაში,
ახმატოვა-გუმილიოვის ურთიერთობები საოცრად ბობოქარი, არაერთგვაროვანი და ამავე დროს, ტრაგიკული იყო…
ნიკოლაი მთელი 4 წელი ცდილობდა ანასთვის თავი შეეყვარებინა,
ბოლოს ანა გაყვა მას ცოლად, მაგრამ ქმარი გაცილებით გვიან შეიყვარა…
მხოლოდ მას შემდეგ, რაც ორივემ მოასწრო ისეთი შეცდომების დაშვება, რაც ერთმანეთს ვერ აპატიეს…

1912 წელს მათ გაუჩნდათ შვილი - ლევ გუმილიოვი,

1918 წელს კი ერთმანეთს დაცილდნენ…
ნიკოლაი რეპრესიების დროს ციხეში მოხვდა და დახვრიტეს…

ანა კი კიდევ ორჯერ იყო გათხოვილი…
მისი პირადი ცხოვრება იდუმალებით არის სავსე…
ალექსანდრე ბლოკის გარადცვალებას ყველაზე მეტად სწორედ ახმატოვას უსამძიმრებდნენ, თუმცა ის ამტკიცებდა, რომ არასდროს არ ქონია პოეტთან ახლო ურთიერთობები.
მთელი შემოქმედებითი სამყარო ჭორაობდა მის რომანზე ამადეო მოდილიანისთან რომელიც ანამ საქორწინო მოგზაურობის დროს გაიცნო და რომლის ტილოებზე ის ტანისამოსის გარეშე იყო გამოსახული…
მაგრამ ანა ბოლომდე ჯიუტად იმეორებდა, რომ ისინი მხოლოდ მეგობრები იყვნენ…

ყველაზე საიდუმლოებით მოცული კი რევოლუციამდელ რუსეთის საზოგადოებაში გაცრცელებული ისტორია იყო თავად მეფე ნიკოლოზ მე-2-სთან ანას რომანზე, რომლის მეზობლადაც ცარსკოიე სელოში ანა გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდა… უფრო მეტიც, ზოგი ამტკიცებდა, რომ მისი შვილის მამა სინამდვილეში სწორედ რუსეთის იმპერატორი იყო და რომ სწორედ ეს ვერ აპატია გუმილიოვმა. საინტერესოა, რომ ანა ამ თემაზე არასდროს არ საუბრობდა… არც უარყოფდა და არც ამტკიცებდა არაფერს…

სხვათაშორის იმასაც ამბობდნენ, რომ თავისი ყველაზე თუ არა, ერთერთი ყველაზე ცნობილი და ლამაზი ლექსი - „ნაცრისფერთვალება მეფე“, ნიკოლოზ მეორეზეა დაწერილი, რომელსაც მართლაც ნაცრისფერი თვალები ჰქონდა…

„სახეს შევუშვერ ვერცხლისფერ შხეფებს…
მოკვდა ნაცრისფერთვალება მეფე…
დღე შემოდგომის ტკივილით მათრობს
ოთახში მე და ქმარი ვართ მარტო…

მის სიტყვებს ვისმენ თითქოსდა ძილში,
მეფე იპოვეს მუხების ჩრდილში…
დედოფლის ცუდი სიზმარი ახდა,
ერთ დღე-ღამეში ჭაღარა გახდა…
ესა თქვა მხოლოდ და ჩიბუხს მიწვდა,
გარეთ ჭადრებში საღამო მიწვა…

მე ჩემს ქალიშვილს შევუღებ კარებს
და დავუკოცნი ნაცრისფერ თვალებს,
სევდას გავანდობ ვერცხლისფერ შხეფებს…
არ არის ქვეყნად მეორე მეფე….“

დიდი ბოდიში თარგმანისათვის...

ანა ახმატოვამ საოცრად ტრაგიკული ცხოვრება გაიარა… მ
ისი ერათადერთი შვილი 17 წელი ციხეში იყო გამომწვდეული და
ულამაზესი, დახვეწილი ახმატოვა სწორედ ან ციხის რიგში დაავადდა და დაბერდა…

ერთ-ერთ მიღებაზემ კი მას სიძველისგან ტანზე გადაასკდა შალის კაბა,
რომელიც ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდამ იტალიაში შეიძინა…

მაგრამ ის ყოველთვის იყო და ბოლომდე დარჩა ნამდვილი დედოფალი, რომელსაც ძველი კაბა, ისევე როგორც არაკეთილმოსურნე ადამიანები, ვერაფერს დააკლებდა…

ვერავინ ვეღარ გაიგებს, თუ ვის მიუძღვნა ანამ თავისი ცნობილი ლექსი,
მაგრამ ის თავის ნაცრისფერთვალება მეფეს ღირსეულად და
ბოლომდე ელოდა…

მხოლოდ ერთხელ ბრძანა -

„ცხოვრება შეიძლება მხოლოდ იმასთან,
ვის გარეშეც ცხოვრება არ შეგიძლია“...

გისურვებთ ლამაზ და წარმატებულ და სიყვარულიან დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

спорт
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати