USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
22 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
Date:  331

22 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 295-ე დღე (ნაკიან წლებში – 296-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 70 დღე.

დღის მოვლენები

  • 362 : დაფნეს აპოლონის ტაძარს, ანტიოქთან, გაურკვეველ ვითარებაში წარმოქმნილი ხანძარი ანადგურებს.

  • 1383 : კრიზისი პორტუგალიაში - სამოქალაქო ომისა და არეულობის დასაწყისი მეფე ფერნანდოს გარდაცვალების შემდეგ პორტუგალიის სამეფო ტახტის მემკვიდრის გარეშე.

  • 1605 : კახეთის აჯანყება, რომელმაც შეიწირა კახეთის მეფე კონსტანტინე I.

  • 1721 : პეტრე I-მა სრულიად რუსეთის იმპერატორის წოდება მიიღო.

  • 1797 : ანდრე-ჟაკ გარნერინის პირველი ნახტომი პარაშუტიდან დაფიქსირდა პარიზის თავზე ათასი მეტრის სიმაღლიდან.

  • 1836 : სემ ჰიუსტონის ინაუგურაცია ტეხასის რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად.

  • 1842 : იუველირი გუსტავ ფაბერჟე სანქტ-პეტერბურგში პირველ სახელოსნო-მაღაზიას ხსნის.

  • 1844 : დიდი იმედგაცრუების დღე - უილიამ მილერის წინასწარმეტყველების მიუხედავად ქრისტეს მეორედ მოსვლა და მსოფლიოს დასასრული არ შედგა. იმედგაცრუებული დარჩა მილერიზმის მიმდევართა უმრავლესობა.

  • 1883 : ნიუ-იორკში მეტროპოლიტენ ოპერა გაიხსნა გუნოს ფაუსტის წარმოდგენით.

  • 1907 : 1907-ის პანიკა - ნიკერბოკერის სატრასტო კომპანიის აქციათა ვარდნა იწვევს მოვლენათა ჯაჭვურ რეაქციას, რომელიც დასაბამს აძლევს დიდ დეპრესიას.

  • 1953 : ლაოსი დამოუკიდებელი გახდა საფრანგეთისაგან.

  • 1962 : კუბის ქობინთა კრიზისი - აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ ფ. კენედი აცხადებს, რომ ამერიკულმა ჯაშუშმა თვითმფრინავებმა აღმოაჩინეს საბჭოელების ბირთვული იარაღი კუბაზე და, რომ მან კუნძულის გარშემო სანაოსნო კარანტინი გამოაცხადა.

  • 1964 : ჟან-პოლ სარტრი დაჯილდოვდა ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში, მაგრამ უარი განაცხადა მის მიღებაზე.

  • 1964 : კანადის მრავალპარტიული საპარლამენტო კომიტეტი ირჩვს დიზაინს, რომელიც ამ დღიდან ოფიციალურად კანადის დროშა ხდება.

  • 1966 : სუპრიმსი ხდება პირველი ქალთა მუსიკალური ჯგუფი, რომლის ალბომმაც გაყიდვებით პირველი ადგილი დაიჭირა (The Supremes A'Go-Go).

  • 1968 : აპოლოს პროგრამა - აპოლო 7 მშვიდობით დაეშვა ატლანტის ოკეანეში დედამიწის ირგვლივ 163-ჯერ ორბიტირების შემდეგ.

  • 1969 : ლედ ზეპელინი გამოსცემს კლასიკურ ალბომს სახელწოდებით Led Zeppelin II, რომელშიც შევიდა ჰიტ სინგლი „Whole Lotta Love“.

  • 1975 : საბჭოთა კოსმოსური სადგური ვენერა-9 ვენერის ზედაპირზე დაეშვა.

  • 1975 : აშშ-ის საჰაერო ძალების ტექ. სერჟანტი ლეონარდ მატლოვიჩი, ვიეტნამის ომის დამსახურებული ვეტერანი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან ჟურნალ ტაიმის გარეკანზე საჰაერო ძალების უნიფორმით სათაურით „მე ჰომოსექსუალისტი ვარ“ გამოჩენის გამო.

  • 1986 : აშშ პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ხელს აწერს კანონს „1986 წლის გადასახადთა რეფორმის აქტი“.

  • 2008 : დონორთა კონფერენციაზე მსოფლიოს ქვეყნები საქართველოს ომისშემდგომი რეაბილიტაციისთვის $4.55 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.

  • 2009 :

    • შვედეთის ეკლესიამ გადაწყვიტა ერთი სქესის წყვილთა ჯვრისწერა ჩაატაროს.

    • კომპანიის Microsoft ოპერაციული სისტემა Windows 7 გამოვიდა.

    • რუსული სამოქალაქო უფლებების საზოგადოება მემორიალი 2009 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა.

  • 2020 : ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღებისას შეიარაღებულმა პირმა მძევლად 18 ადამიანი აიყვანა.

  • 2022 : იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1197 : ჯუნტოკუ — იაპონიის იმპერატორი (გ. 1242)

  • 1511 : რაინჰოლდი, ერაზმუს — გერმანელი ასტრონომი და მათემატიკოსი (გ. 1553)

  • 1688 : ნადირ შაჰი — სპარსეთის შაჰი (გ. 1747)

  • 1689 : ჟუან V — პორტუგალიის მეფე

  • 1811 : ლისტი, ფრანც — უნგრელი კომპოზიტორი (გ. 1866)

  • 1844 : ბერნარი, სარა — ფრანგი მსახიობი (გ. 1923)

  • 1881 : დევისონი, კლინტონ — ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი (გ. 1958)

  • 1907 : ფოქსი, ჯიმმი — ამერიკელი ბეისბოლისტი (გ. 1967)

  • 1913 : ბაო-დაი — ვიეტნამის იმპერატორი (გ. 1997)

  • 1929 : იაშინი, ლევ — რუსი ფეხბურთელი (გ. 1990)

  • 1943 : დენევი, კატრინ — ფრანგი მსახიობი

  • 1945 : ვესტი, ლესლი — ამერიკელი მუსიკოსი

  • 1964 : ნოღაიდელი, ზურაბ — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე

  • 1967 : გერრა, რიტა — პორტუგალიელი მომღერალი

  • 1968 : შეგგი — იამაიკელი მუსიკოსი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1383 : ფერნანდუ I — პორტუგალიის მეფე (დ. 1345)

  • 1605 : კონსტანტინე I — კახეთის მეფე (დ. 1571)

  • 1906 : სეზანი, პოლ — ფრანგი მხატვარი (დ. 1839)

  • 1916 : კილპინი, ჰერბერტ — ინგლისელი ფეხბურთელი (დ. 1870)

  • 1928 : ფიშერი, ენდრიუ — ავსტრალიის მე-5 პრემიერ მინისტრი (დ. 1862)

  • 1934 : პრიტი ბოი ფლოიდი — ამერიკელი განგსტერი (დ. 1904)

  • 1935 : ვადაპეტი, კომიტას — სომეხი კომპოზიტორი (დ. 1869)

  • 1978 : რაილი, ჯონ — ინგლისელი პეოტი (მოკლეს) (დ. 1937)

  • 1979 : ბულანჟერი, ნადია — ფრანგი კომპოზიტორი და მასწავლებელი (დ. 1887)

  • 1995 : კინგსლი ემისი — ინგლისელი მწერალი (დ. 1922)

  • 1998 : ამბლერი, ერიკ — ინგლისელი ნოველისტი (დ. 1909)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

    • წმიდა მოციქული იაკობ ალფესი

    • ანდრონიკე და ათანასია

    • ებენტი და მაქსიმე

    • პოპლია დიაკონისა

    • პეტრე გალატიელი

    • აბრაამი და მისი ძე ლოტი

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way