USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
21 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
Date:  1176

დღის მოვლენები

მზის დაბნელება 1999 წელს.ფიროსმანი.jpg

ძვ. წ. 2137 : ჩინეთში მზის დაბნელების პირველი აღწერა.

ძვ. წ. 63 : კონსული ციცერონი რომის სენატში წარმოთქვავს სიტყვას კატალინაას წინააღმდეგ.

1512 : მარტინ ლუთერი ვიტენბერგის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი ხდება.

1520 : ფერნანდო მაგელანი გადის ატლანტისა და წყნარი ოკეანეების დამაკავშირებელ სრუტეზე, რომელსაც შემდგომში მისი სახელ დაერქვა.

1805 : ტრაფალგარის ბრძოლა - ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ადმირალ ლ. ნელსონის მეთაურობით ესპანეთის სანაპიროსთან დაამარცხა საფრანგეთისა და ესპანეთის ფლოტი. ეს დღე გახდა ბრიტანული ფლოტის დომინირების პერიოდის დასაწყისი, რომელიც მე-20 საუკუნემდე გაგრძელდა.

1824 : ჯოზეფ ასპდინი აპატენტებს პორტლანდცემენტს.

1858 : პარიზში კანკანი შესრულდა პირველად.

1934 : მაო ძე-დუნმა დაიწყო „დიდი მარში“.

1945 : საფრანგეთში ქალებმა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიიღეს.

1945 : არგენტინის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი ხუან პერონი მსახიობ ევიტაზე ქორწინდება.

1959 : ნიუ-იორკში გაიხსნა სოლომონ გუგენჰაიმის მუზეუმი, შენობის პროექტის ავტორი იყო ფრენკ ლოიდ რაიტი.

1967 : ვაშინგტონში გაიმართა საპროტესტო აქცია ვიეტნამის ომის საწინააღმდეგოდ. 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პარალელურად მსგავსი დემონსტრაციები ჩატარდა იაპონიაში და დასავლეთ ევროპაში.

1983 : წონისა და ზომის მე-17 საყოველთაო კონფერენციაზე განისაზღვრა მეტრი სინათლის სიჩქარესთან მიმართებაში, როგორც დისტანცია, რომელსაც სინათლე გადის ვაკუუმში 1/299,792,458 წამში.

1994 : ჩრდილოეთ კორეა და აშშ ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც ჩრდილოეთ კორეას აიძულებს გააჩეროს ბირთვული იარაღის პროგრამა და ინსპექციების ნება დართოს.

2006 : სოფ. მირზაანში ჩატარდა ფიროსმანობა.

2007 : კიმი რაიკონენი 2007 წლის ფორმულა ერთის ჩემპიონატში იმარჯვებს.

2009 :

ფრუიტადენსი, უმცირესი ცნობილი ფრინველმენჯოსანი დინოზავრის სახეობა, აღმოაჩინეს.

მარშალის კუნძულების პრეზიდენტი ლიტოკვა ტომეინგი გადააყენეს ქვეყნის პირველ წარმატებულ უნდობლობის კენჭისყრაში.

2011 : ტერორისტულმა ორგანიზაცია ეტამ განცხადება გაავრცელა ბრძოლის შეწყვეტის შესახებ.

2012 : ქუთაისში საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბა.

2014 : კონგოელი ექიმი დენის მუკვეგე სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა.

 

ამ დღეს დაბადებულნი

ალფრედ ნობელი

1328 : ჩჟუ იუანჩჟანი — ჩინეთის იმპერატორი

1675 : ჰიგასიამა — იაპონიის იმპერატორი

1790 : ალფონს დე ლამარტინი — ფრანგი პოეტი

1833 : ალფრედ ნობელი — შვედი გამომგონებელი (გ. 1896)

1847 : ანტონიო ფავარო — იტალიელი მათემატიკოსი

1881 : კლინტონ დავისონი — ამერიკელი ფიზიკოსი.

1904 : გიორგი ვასილის ძე წერეთელი — ქართველი ენათმეცნიერი

1925 : სელია კრუზი — კუბელი მომღერალი

1929 : ურსულა ლე გიუნი — ამერიკელი მწერალი

1945 : ნიკიტა მიხალკოვი — რუსი მსახიობი და რეჟისორი

1949 : ბინიამინ ნეთანიაჰუ — ისრაელის პრემიერ მინისტრი

1957 : ვოლფგანგ კეტერლე — გერმანელი ფიზიკოსი

1964 : ჯონ კარინი — ამერიკელი მუსიკოსი

ამ დღეს გარდაცვლილნი

ჰორაციო ნელსონი

310 : ეუსებიუსი — რომის პაპი

1422 : შარლ VI შლეგი — საფრანგეთის მეფე

1500 : გო-ცუჩიმიკადო — იაპონიის იმპერატორი

1602 : დავით I — კახეთის მეფე

1805 : ჰორაციო ნელსონი — ბრიტანელი ადმირალი (დაიღუპა ტრაფალგარის ბრძოლაში.)

1845 : ნიკოლოზ ბარათაშვილი — ქართველი პოეტი.

1931 : არტურ შილერი — ავსტრიელი დრამატურგი.

1969 : ჯეკ კერუაკი — ამერიკელი მწერალი.

1970 : თედორე ბეგიაშვილი — ქართველი ფილოლოგი და პედაგოგი, ფოლკლორისტი

1984 : ფრანსუა ტრიუფო — ფრანგი კინორეჟისორი (დ. 1932)

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი პელაგია

ღირსი ტაისია

პელაგია ქალწული

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way