USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა
Date:  616
2024 წლის გზავნილია - “ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები.”
 
2011 წლის 10 ნოემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ, ცნობიერების ამაღლების მიზნით -21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა გაეროს წევრ ქვეყნებს, ჩართულიყვნენ საგანმანათლებლო კამპანიებში. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.
 
დაუნის სინდრომით ყოველი 800-დან ერთი იბადება; დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს; დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა; დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითი და არც გადამდებია.
 
უთვალავი წინდის („Lot`s of Socks“) ტრადიცია, რომელიც 2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დამკვიდრდა ამ დღის სიმბოლოდ იქცა. ფერადი წინდების შეძენით, რომელიც ქრომოსომის მსგავსია, ადამიანები ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები, იღებენ სოციალურ პასუხისმგებლობას, წვლილი შეაქვთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფონდში, რომელიც თემის უფლებების დაცვასა და სტიგმის დაძლევაზე მუშაობს.
 
ჩვენს ქვეყანაში დანერგილი პროგრამები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს აწვდის სხვადასხვა ტიპის თერაპიას (ოკუპაციური, მეტყველების თერაპია, ფიზიოთერაპია), რომელიც მათ საჭიროებას მორგებულია. მნიშვნელოვანია არსებული, საჭირო სერვისებისადმი ხელმისაწვდომობა.
ბავშვის განვითარებისა და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გახნორციელებული ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას, მის სოციალიზაციას, განათლებას. ასევე, კომუნიკაციის, შემეცნებითი, თვითმოვლის სფეროების განვითარებას და აღზრდის მიმართულებით ბავშვის ოჯახის გაძლიერებას.
 
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს, როგორც ყველა ჩვენთაგანს, განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ. ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დაუნის სინდრომის მქონე პირებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის განმსაზღვრელი ფაქტორია, რაც განათლების, ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობას და მათი ყველა მიმართულებით ჩართულობას გულისხმობს.
tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way