USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
თბილისი
2025 წელს მთავრობა 61%-ით ნაკლებ უცხოურ გრანტს მიიღებს
თარიღი:  732

2025 წელს საქართველოს მთავრობა უცხოეთის სახელმწიფოებისგან და საერთაშორისო დონორული ორგანიზაციებიდან 91.5 მილიონი ლარით ნაკლებ გრანტებს მიიღებს, - ამის შესახებ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, მომდევნო წელს საერთაშორისო დონორული ორგანიზაციებიდან და უცხოეთის სახელმწიფოებისგან ბიუჯეტი გრანტების სახით 58.3 მილიონ ლარს მიიღებს, რაც 2024 წელთან შედარებით 61%-ით ნაკლებია.

შემცირება შეეხება როგორც მიმდინარე დანიშნულების, ასევე კაპიტალურ პროექტებს, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს მთავრობა დონორული დაფინანსების ყველაზე დიდ ნაწილს ყოველწლიურად ევროკავშირისგან იღებს, თუმცა მომდევნო წელს ყველაზე მეტად სწორედ ევროკავშირის გრანტები შემცირდება. მათ შორის 2024 წელს არსებული 63 მილიონი ლარიდან 0 ლარამდე მცირდება პროექტი "ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის".

24 ივნისს ევროკომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული კანონის მიღების და ევროკავშირის მიმართულებით სვლის შეჩერების გათვალისწინებით, ევროკავშირი მთავრობისთვის ფინანსური დახმარების გადახედვას განიხილავდა.

მიმდინარე და კაპიტალური დანიშნულების პროექტები, რომლებშიც ძირითადი დონორი ევროკავშირია 2025 წელს შემდეგ დაფინანსებას მიიღებს:

პროექტის სახელწოდება დაფინანსება 2024 წელს დაფინანსება 2025 წელს (ლარი)
აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (KfW, EU) 5,000,000 7,000,000
ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU) 63,000,000 0
EU4 მდგრადი მმართველობა და მოქნილობა (EU) 7,500,000 0
ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშგება (EU) 0 0
უნარების განვითარება და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა (EU) 12,600,000 0
ეკონომიკის და ბიზნესის განვითარება საქართველოში (EU) 0 0
ENPARD IV - ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის IV (EU) 16,900,000 0
ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება (AFD, EU) 2,400,000 2,000,000
ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი (EIB, EU, EBRD) 0 6,000,000
სულ 107,400,000 15,000,000

სხვა დონორული პროექტების დაფინანსების ცვლილება 2025 წელს:

პროექტის სახელწოდება დაფინანსება 2024 წელს დაფინანსება 2025 წელს (ლარი)
ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა საქართველოში (KfW) (KfW, EU-NIF) 3,000,000 2,500,000
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DiMMA) (IFAD) 2,500,000 7,100,000
თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი (E5P, CEB) 5,300,000 6,000,000
საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი-ალტერნატიული ენერგიის გამოყენება (E5P, NEFCO) 0 0
საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება (E5P, NEFCO) 2,000,000 7,500,000
ჩრდილოეთის რგოლი (EBRD), ნამახვანი - წყალტუბო - ლაჯანური (EBRD, EU-NIF, KfW) 1,450,000 500,000
გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW, EU-NIF) 150,000 0
500 კვ ეგხ "წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი" (KfW, EU-NIF) 1,000,000 900,000
ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD, SIDA) 1,600,000 0
დაცული ტერიტორიების განვითარება (CNF, WB-TF) 2,300,000 1,800,000
რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი II (WB, WB-TF) 0 0
საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა (AFD, WB) 2,500,000 0
ენერგოეფექტურობა საჯარო შენობებში (KfW, EBRD) 600,000 0
ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა (KfW) 700,000 100,000
იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) 2,000,000 450,000
აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (KfW, EU) 0 0
ენერგოეფექტურობა საჯარო შენობებში (KfW, EBRD) 2,300,000 0
პროფესიული განათლების პროგრამა 1 (KfW) 1,500,000 1,900,000
მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (KfW) 1,000,000 525,000
მდგრადი ურბანული მობილობა (KfW) 0 1,000,000
ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში (KfW) 11,500,000 7,500,000
ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოება (KfW) 0 5,000,000
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V) (KfW) 1,000,000 500,000
ქუთაისის წყალარინების პროექტი (EIB, EPTATF) 1,200,000 2,000,000
მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის