სუპერლიგის 2024 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციას თბილისი არენამ უმასპინძლა. ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის შემდეგ, რაც ოლ სტარის რეგიონებში ჩატარებას გულისხმობდა, ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია დედაქალაქში დაბრუნდა. აქამდე ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია ქუთაისში, გორში, ხაშურში და რუსთავში ჩატარდა.
ტრადიციულად, ყველა ვარსკვლავის მატჩს სამქულიანებისა და ეფექტური გდებების, ეგრეთ წოდებული ჩატენვების კონკურსი ახლდა. მატჩ-აქციაში მონაწილეობდნენ ჩირლიდერ გოგონათა გუნდი, რომლებიც კალათბურთელებს თამაშისა და კონკურსებში მონაწილეობისას ამხნევებდნენ. დარბაზში იმყოფებოდა საქართველოს ნაკრებისა და ქართული კალათბურთის მხარდამჭერი თილისმა – ლომი “ჯეო”.
ყველა ვარსკვლავის მატჩი – All Star 2024
ოლ სტარისთვის მონაწილეები სუპერლიგის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ, სათადარიგოები კი მწვრთნელებმა დაასახელეს. ადგილობრივი მოთამაშეების გუნდს თსუ-ს მთავარი მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი უძღვებოდა, ხოლო ლეგიონერებს – გურჯაანის დელტას მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია. მწვრთნელებმა ასისტენტები თავად შეარჩიეს – ხოშტარიას ასისტენტობას საბა ზაქრაძე და დიმიტრი ჯაკობოვი უწევდნენ, ხოლო ლაფანაშვილს თსუ-ში მისი ასისტენტი ნიკა მსხალაია და რაშის თავკაცი ბესიკ ლეჟავა.
ადგილობრივები
სასტარტო ხუთეული:
გიორგი ოჩხიკიძე, დავით ლომიძე, გიორგი სულაბერიძე (სამივე ბათუმი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ბექა ბექაური (გურჯაანი).
სათადარიგოები:
ლუკა მაზიაშვილი (კავკასია), ოთარ ფხაკაძე, ნიკა დარბაიძე (ორივე გურჯაანი), ოთარ ბულიავა (ბათუმი), ლუკა ბულაშვილი (რუსთავი), ნიკა ჩეჩელაშვილი (თსუ), გეგი ბაქრაძე (ივერიონი).
ლეგიონერები
სასტარტო ხუთეული:
დეტრიკ ბრაუნინგი (ქუთაისი), მაიკლ მეისი (მარგვეთი), რაიან ჰოლნდი (ორბი), ჰანტერ ბოუდი (ბათუმი), მარქუს გილსონი (ქუთაისი)
სათადარიგოები:
ტევის სმიტი, ენდრიუ ლუისი (ორივე გაუ), ტაირი ბოიკინი (თსუ), ჯონ ნეიგლი (ორბი), ტაიშონ კროუფორდი (მარგვეთი), გრეგ ფარამი (კავკასია)
ორივე გუნდის წევრები ცდილობდნენ, თბილისი არენაზე მოსული გულშემატკივრისთვის ლამაზი სანახაობა ეჩვენებინათ. შესაბამისად, შესაბამისად, მოთამაშეები დაცვაზე არ იყვნენ ორიენტირებულები და მეტ ძალისხმევას იმპროვიზებულ თამაშზე არ იშურებდნენ. როგორც ოლ სტარს ახასიათებს, ამჯერადაც უხვქულიანი ანგარიში დაფიქსირდა. გამარჯვება ადგილობრივი კალათბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს დარჩა – 147:131, რაც ქართული ოლ სტარების სარეკორდო შედეგია.
სამქულიანების კონკურსი
სამქულიანების კონკურსის ნახევარფინალი მეორე პერიოდის დასრულების შემდეგ გაიმართა და მასში მონაწილეები პერიმეტრის 5 სხვადასხვა წერტილიდან 5-5 ბურთს ესროდნენ. 25 სროლისთვის მონაწილეს 1 წუთი ჰქონდა გამოყოფილი. თითოეული ჩაგდებული ბურთი 1 ქულად ფასობდა, ხოლო ყოველი წერტილიდან სასროლი ბოლო, მე-5 ბურთი 2-ქულიანი გახლდათ. პირველ ეტაპს 2 ფინალისტი უნდა გამოევლინა.
კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის 5 მოწინავე სამქულიანების მსროლელი მონაწილეობდა – ალექსანდრე ფევაძე და ტაირი ბოიკინი (ორივე თსუ), ჯონ ნეიგლი (ორბი), ოთარ ფხაკაძე (გურჯაანი), დავით ლომიძე (ქუთაისი)
პირველ გამოსვლაში საუკეთესო შედეგი ჯონ ნეიგლიმ აჩვენა – 17. მეორეზე ალექსანდრე ფევაძე გავიდა 16 ქულით და სწორედ ეს 2 კალათბურთელი გადავიდა ფინალში. გადამწყვეტი შერკინება მესამე პერიოდის ბოლოს გაიმართა, რომელიც ორბის ფორვარდმა, ჯონ ნეიგლიმ მოიგო მოგროვებული 20 ქულით.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.
„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589
ვიდეო ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299
საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.