USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
2024 წლის სუპერლიგის ოლ სტარში ადგილობრივების გუნდმა ლეგიონერები 147:131 დაამარცხა
Date:  

სუპერლიგის 2024 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციას თბილისი არენამ უმასპინძლა. ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის შემდეგ, რაც ოლ სტარის რეგიონებში ჩატარებას გულისხმობდა, ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია დედაქალაქში დაბრუნდა. აქამდე ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია ქუთაისში, გორში, ხაშურში და რუსთავში ჩატარდა.

ტრადიციულად, ყველა ვარსკვლავის მატჩს სამქულიანებისა და ეფექტური გდებების, ეგრეთ წოდებული ჩატენვების კონკურსი ახლდა. მატჩ-აქციაში მონაწილეობდნენ ჩირლიდერ გოგონათა გუნდი, რომლებიც კალათბურთელებს თამაშისა და კონკურსებში მონაწილეობისას ამხნევებდნენ.  დარბაზში იმყოფებოდა საქართველოს ნაკრებისა და ქართული კალათბურთის მხარდამჭერი თილისმა – ლომი “ჯეო”. 

ყველა ვარსკვლავის მატჩი – All Star 2024

ადგილობრივები VS ლეგიონერები 
სრული სტატისტიკა: 147:131

ოლ სტარისთვის მონაწილეები სუპერლიგის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ, სათადარიგოები კი მწვრთნელებმა დაასახელეს. ადგილობრივი მოთამაშეების გუნდს თსუ-ს მთავარი მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი უძღვებოდა, ხოლო ლეგიონერებს – გურჯაანის დელტას მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია. მწვრთნელებმა ასისტენტები თავად შეარჩიეს – ხოშტარიას ასისტენტობას საბა ზაქრაძე და დიმიტრი ჯაკობოვი უწევდნენ, ხოლო ლაფანაშვილს თსუ-ში მისი ასისტენტი ნიკა მსხალაია და რაშის თავკაცი ბესიკ ლეჟავა.

ადგილობრივები

სასტარტო ხუთეული:
გიორგი ოჩხიკიძე, დავით ლომიძე, გიორგი სულაბერიძე (სამივე ბათუმი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ბექა ბექაური (გურჯაანი).

სათადარიგოები:

ლუკა მაზიაშვილი (კავკასია), ოთარ ფხაკაძე, ნიკა დარბაიძე (ორივე გურჯაანი), ოთარ ბულიავა (ბათუმი), ლუკა ბულაშვილი (რუსთავი), ნიკა ჩეჩელაშვილი (თსუ), გეგი ბაქრაძე (ივერიონი).

ლეგიონერები

სასტარტო ხუთეული:
დეტრიკ ბრაუნინგი (ქუთაისი), მაიკლ მეისი (მარგვეთი), რაიან ჰოლნდი (ორბი), ჰანტერ ბოუდი (ბათუმი), მარქუს გილსონი (ქუთაისი)

სათადარიგოები:
ტევის სმიტი, ენდრიუ ლუისი (ორივე გაუ), ტაირი ბოიკინი (თსუ), ჯონ ნეიგლი (ორბი), ტაიშონ კროუფორდი (მარგვეთი), გრეგ ფარამი (კავკასია)

ორივე გუნდის წევრები ცდილობდნენ, თბილისი არენაზე მოსული გულშემატკივრისთვის ლამაზი სანახაობა ეჩვენებინათ. შესაბამისად, შესაბამისად, მოთამაშეები დაცვაზე არ იყვნენ ორიენტირებულები და მეტ ძალისხმევას იმპროვიზებულ თამაშზე არ იშურებდნენ. როგორც ოლ სტარს ახასიათებს, ამჯერადაც უხვქულიანი ანგარიში დაფიქსირდა. გამარჯვება ადგილობრივი კალათბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს დარჩა – 147:131, რაც ქართული ოლ სტარების სარეკორდო შედეგია.

სამქულიანების კონკურსი

სამქულიანების კონკურსის ნახევარფინალი მეორე პერიოდის დასრულების შემდეგ გაიმართა და მასში  მონაწილეები პერიმეტრის 5 სხვადასხვა წერტილიდან 5-5 ბურთს ესროდნენ. 25 სროლისთვის მონაწილეს 1 წუთი ჰქონდა გამოყოფილი. თითოეული ჩაგდებული ბურთი 1 ქულად ფასობდა, ხოლო ყოველი წერტილიდან სასროლი ბოლო, მე-5 ბურთი 2-ქულიანი გახლდათ. პირველ ეტაპს 2 ფინალისტი უნდა გამოევლინა.  

კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის 5 მოწინავე სამქულიანების მსროლელი მონაწილეობდა – ალექსანდრე ფევაძე და ტაირი ბოიკინი (ორივე თსუ), ჯონ ნეიგლი (ორბი), ოთარ ფხაკაძე (გურჯაანი), დავით ლომიძე (ქუთაისი)

პირველ გამოსვლაში საუკეთესო შედეგი ჯონ ნეიგლიმ აჩვენა – 17. მეორეზე ალექსანდრე ფევაძე გავიდა 16 ქულით და სწორედ ეს 2 კალათბურთელი გადავიდა ფინალში.  გადამწყვეტი შერკინება მესამე პერიოდის ბოლოს გაიმართა, რომელიც ორბის ფორვარდმა, ჯონ ნეიგლიმ მოიგო მოგროვებული 20 ქულით. 

 

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way