თბილისის მერიამ საკრებულოს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი მომდევნო წელს 1.7 მილიარდ ლარს მიაღწევს. ეს თანხა 137 მილიონი ლარით უფრო ნაკლებია 2023 წლის ბიუჯეტზე, რადგანაც წელს მერია 1.83 მილიარდ ლარს ხარჯავს, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ეს ბიუჯეტის პირველადი ვერსიაა, შესაძლოა მისი მოცულობა კიდევ დაკორექტირდეს.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, დედაქალაქის შემოსავლების უდიდესი ნაწილი გადასახადებისგან ფორმირდება, რაც მომდევნო წელს 47 მილიონი ლარით იზრდება და 918 მილიონ ლარს მიაღწევს, ამ გადასახადების გარდა, დედაქალაქის მთავრობა მიიღებს 446 მილიონი ლარის ტრანსფერს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან, მერიის სხვა შემოსავლები იქნება 280 მილიონი ლარი, მათ შორის 70 მილიონი ლარი აზარტული თამაშების მოსაკრებელი იქნება, ხოლო 100 მილიონი ლარი სხვადასხვა საჯარიმო მოსაკრებლებისგან ამოღებული თანხა იქნება.
მთლიანობაში მერიის შემოსავლები ასე ნაწილდება:
რაც შეეხება ხარჯებს, მათ შორის პირველ ადგილზეა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება 542 მილიონი ლარით; ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე 223 მილიონი ლარი დაიხაჯრება; სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე 154 მილიონი ლარი მიიმართება; ბაღების დაფინანსება 205 მილიონი ლარი; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 35 მილიონი ლარი; თბილისის მერიის ცენტრალური ადმინისტრაციის ხარჯები - 24 მილიონი ლარი; საკრებულო - 20 მილიონი ლარი.
თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.
სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.