USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
2024 წელს თბილისის ბიუჯეტი ₾1.7 მლრდ იქნება
თარიღი:  923

თბილისის მერიამ საკრებულოს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი მომდევნო წელს 1.7 მილიარდ ლარს მიაღწევს. ეს თანხა 137 მილიონი ლარით უფრო ნაკლებია 2023 წლის ბიუჯეტზე, რადგანაც წელს მერია 1.83 მილიარდ ლარს ხარჯავს, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ეს ბიუჯეტის პირველადი ვერსიაა, შესაძლოა მისი მოცულობა კიდევ დაკორექტირდეს.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, დედაქალაქის შემოსავლების უდიდესი ნაწილი გადასახადებისგან ფორმირდება, რაც მომდევნო წელს 47 მილიონი ლარით იზრდება და 918 მილიონ ლარს მიაღწევს, ამ გადასახადების გარდა, დედაქალაქის მთავრობა მიიღებს 446 მილიონი ლარის ტრანსფერს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან, მერიის სხვა შემოსავლები იქნება 280 მილიონი ლარი, მათ შორის 70 მილიონი ლარი აზარტული თამაშების მოსაკრებელი იქნება, ხოლო 100 მილიონი ლარი სხვადასხვა საჯარიმო მოსაკრებლებისგან ამოღებული თანხა იქნება.

მთლიანობაში მერიის შემოსავლები ასე ნაწილდება:

  • დღგ - 643 მილიონი ლარი;
  • საწარმოების ქონების გადასახადი - 225 მილიონი ლარი;
  • ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 50 მილიონი ლარი;
  • ცენტრალური ბიუჯეტის გრანტი - 446 მილიონი ლარი;
  • სანქციები და ჯარიმები - 100 მილიონი ლარი;
  • სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 70 მილიონი ლარი;
  • დასუფთავების მომსახურების მოსაკრებელი - 75 მილიონი ლარი;
  • სამშენებლო ნებართვების მოსაკრებლები - 17 მილიონი ლარი;
  • ტაქსით გადაყვანის მოსაკრებელი - 1 მილიონი ლარი;
  • მიწის საიჯარო შემოსავალი - 4 მილიონი ლარი;

რაც შეეხება ხარჯებს, მათ შორის პირველ ადგილზეა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება 542 მილიონი ლარით; ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე 223 მილიონი ლარი დაიხაჯრება; სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე 154 მილიონი ლარი მიიმართება; ბაღების დაფინანსება 205 მილიონი ლარი; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 35 მილიონი ლარი; თბილისის მერიის ცენტრალური ადმინისტრაციის ხარჯები - 24 მილიონი ლარი; საკრებულო - 20 მილიონი ლარი.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის