USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
2023 წლის ყველაზე მაღალ შემოსავლიანი სპორტსმენების რეიტინგი - Forbes
дата:  533
ავტორი - ირაკლი მოდებაძე
 

ამერიკული გამოცემა Forbes 1990 წლიდან დღემდე, ყოველწლიურად ადგენს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების რეიტინგს, რომლებიც თანხებს როგორც მოედანზე გატარებული დროიდან, ისე მოედანს მიღმა სასპონსორო შეთანხმებებიდან გამოიმუშავებენ.

2023 წელსაც ისევე, როგორც 2022 წელს, სიაში ფეხბურთელები ლიდერობენ, თუმცა ამჯერად სათავეში “ალ-ნასრის” პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანუ რონალდუ მოექცა. 38 წლის რონალდუს საუდის არაბეთში ტრანსფერმა მისი შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა. მან 2023 წელს 136 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

რეიტინგში მეორე ადგილს 2022 წლის სიის პირველადგილოსანი ლიონელ მესი იკავებს, რომელმაც 2023 წელს 130 მილიონი გამოიმუშავა და მხოლოდ 6 მილიონით ჩამორჩა რონალდუს მაჩვენებელს. აღსანიშნი ფაქტია, რომ მესი მოედანზე და მოედანს მიღმა ზუსტად თანაბარ 65-65 მილიონს გამოიმუშავებს და კარიერის დასრულების შემდეგ მისი შემოსავლები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან “ინტერ მაიამისთან” დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ის როგორც კლუბის, ისე ტექნოლოგიური გიგანტის Apple-ის წილებსაც მიიღებს.

სამეულს კიდევ ერთი ფეხბურთელი, კილიან მბაპე ხურავს, რომელიც ამჟამად ევროპის ყველაზე მდიდარ ფეხბურთელად მიიჩნევა. ფრანგი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ანაზღაურება 120 მილიონს შეადგენს, რაც ძალიან კარგი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წელს მბაპე აღნიშნულ სიაში საერთოდ არ იმყოფებოდა.

მბაპეს შემდეგ სიაში NBA-ის ლეგენდა ლებრონ ჯეიმსია 119,5 მილიონი დოლარით. ლებრონი 39 წლის ასაკშიც არ აპირებს კალათბურთისთვის თავის დანებებას და საკალათბურთო პარკეტზე ისე გამოიყურება, როგორც ლიგის ახალწვეული.

ხუთეულში მოხვდა მსოფლიოში უმდიდრესი მოკრივე საულ კანელო ალვარესი, რომელმაც 2023 წელს ორი ბრძოლა ჩაატარა და ორივე დამაჯერებლად მოიგო. შედეგად, მექსიკელმა კრივში 110 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მთლიანობაში Forbes მიერ შედგენილი რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) - 136$ მილიონი
2. ლიონელ მესი (ფეხბურთი) - 130$ მილიონი
3. კილიან მბაპე (ფეხბურთი) - 120$ მილიონი
4. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 119,5$ მილიონი
5. კანელო ალვარესი (კრივი) - 110$ მილიონი
6. დასტინ ჯონსონი (გოლფი) - 107$ მილიონი
7. ფილ მიკელსონი (გოლფი) - 106$ მილიონი
8. სტეფ კარი (კალათბურთი) - 100,4$ მილიონი
9. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) - 95,1$ მილიონი
10. კევინ დურანტი (კალათბურთი) - 89,1$ მილიონი

წყარო:https://bm.ge/

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати