Forbes-მა 2022 წლის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენის რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის ლიდერი, ბოლო 12 თვის განმავლობაში $130-მილიონიანი შემოსავლით (გადასახადებამდე), PSG-ის ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების სიის პირველი ადგილი 2019 წლის შემდგომ მეორედ მოიპოვა. საერთო ჯამში, მსოფლიოს ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის შემოსავალმა 2022 წელს $992 მილიონი შეადგინა, რაც ს ისტორიაში სპორტსმენთა ჯამური შემოსავლის მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მესის მთავარი მოწინააღმდეგე, Manchester United-ის ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ Forbes-ის 2022 წლის რეიტინგში $115 მილიონით მესამე ადგილს დასჯერდა და მეორე პოზიცია Los Angeles Lakers-ის კალათბურთელს, $121.2-მილიონიანი შემოსავლის მქონე ლებრონ ჯეიმსს დაუთმო. აღსანიშნავია, რომ ლებრონმა, გასულ წელს, NBA-ის მოთამაშეების შემოსავლებში მის მიერვე დამყარებული $96.5-მილიონიანი რეკორდი მოხსნა და ასევე მეათე სპორტსმენი გახდა, რომლის მოგებამაც ერთ წელიწადში $100 მილიონს გადააჭარბა. $100-მილიონიან ნიშნულს მესიმ და რონალდუმ წელს უკვე მეხუთედ გადააჭარბეს.
საერთო ჯამში, ბოლო 12 თვის განმავლობაში, ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენის ჯამურმა შემოსავალმა $992 მილიონი შეადგინა და 6%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით. მოედნის მიღმა სპორტსმენების მიერ გამომუშავებული თანხა $500 მილიონით შეფასდა.
Forbes-ის 2022 წლის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენის რეიტინგი ასე გამოიყურება:
ხელფასი: $75 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $55 მილიონი.
PSG-ის ფეხბურთელი 2021 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ მამაკაცად დასახელდა, რისთვისაც ოქროს ბურთი მოიპოვა. გარდა ამისა, მესიმ Socios-თან $20-მილიონიან თანამშრომლობას, სარეკლამო პორტფოლიოც შემატა, რომელიც Adidas-სთან, Budweiser-სა და PepsiCo-სთან პარტნიორობას მოიცავს და Hard Rock International-ის პირველი სპორტსმენი ელჩიც გახდა.
ხელფასი: $41.2 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $80 მილიონი.
2021 წლის ოქტომბერში ლებრონმა SpringHill-ის წილი გაყიდა, რის შედეგადაც კალათბურთელის წმინდა ღირებულება, Forbes-ის შეფასებით, $850 მილიონამდე გაიზარდა. გარდა ამისა, ამა წლის იანვარში Crypto.com-თან კონტრაქტი გააფორმა და Super Bowl-ის რეკლამაშიც გამოჩნდა. ლებრონმა ცოტა ხნის წინ ინვესტიციები სპორტული დარბაზის კომპანია Tonal-სა და სპორტული ტექნოლოგიების სტარტაპ StatusPRO-ში განახორციელა.
ხელფასი: $60 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $55 მილიონი.
რონალდუს შემოსავლის დიდი ნაწილი ფეხბურთელის სოციალურ ქსელში პოპულარობას უკავშირდება: Instagram-ზე, Facebook-სა და Twitter-ზე რონალდუს 690 მილიონი გამომწერი ჰყავს, რაც ისეთი სპონსორებისგან, როგორიც Nike-ი, Herbalife-ი და Clear-ი არიან, უფრო მეტი თანხის გამომუშავების საშუალებას აძლევს. კრიშტიანუ Tatel-ის რესტორნების ინვესტორიცაა. გავრცელებული ხმების თანახმად, შესაძლოა, მიმდინარე წლის ზაფხულში რონალდუს კიდევ ერთი ტრანსფერიც ვიხილოთ.
ხელფასი: $70 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $25 მილიონი.
მოედნის მიღმა ნეიმარის მიერ გამომუშავებული თანხა Puma-სთან და Red Bull-თან თანამშრომლობას, ასევე Netflix-ის ახალ დოკუმენტურ სერიალს Neymar: The Perfect Chaos-ს უკავშირდება. გარდა ამისა, ნეიმარი სულ უფრო მეტად ეფლობა NFT-ის სამყაროში და ნოემბერში NFTSTAR-პლატფორმასთან კონტრაქტს აწერს ხელს.
ხელფასი: $45.8 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $47 მილიონი.
სტეფენ კარიმ მიმდინარე სეზონში კალათბურთელებს შორის მოედანზე ყველაზე მეტი გამოიმუშავა. სავარაუდოდ, მომავალ სეზონში კალათბურთელი მოედანზე დაახლოებით $48 მილიონის გამომუშავებას შეძლებს, 2025-26 წლებისთვის კი თანხა $60 მილიონამდე გაიზრდება.
Forbes-ის შემდგომი ხუთეულის რეიტინგი შემდეგია:
ხელფასი: $42.1 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $50 მილიონი.
ხელფასი: $0.7 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $90 მილიონი.
ხელფასი: $85 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $5 მილიონი.
ხელფასი: $31.9 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $52 მილიონი.
ხელფასი: $39.9 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $41 მილიონი.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.