USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Tbilisi
2022 წლის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი
Date:  695

Forbes-მა 2022 წლის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენის რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის ლიდერი, ბოლო 12 თვის განმავლობაში $130-მილიონიანი შემოსავლით (გადასახადებამდე), PSG-ის ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების სიის პირველი ადგილი 2019 წლის შემდგომ მეორედ მოიპოვა. საერთო ჯამში, მსოფლიოს ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის შემოსავალმა 2022 წელს $992 მილიონი შეადგინა, რაც ს ისტორიაში სპორტსმენთა ჯამური შემოსავლის მესამე ყველაზე მაღალი  მაჩვენებელია.

მესის მთავარი მოწინააღმდეგე, Manchester United-ის ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ Forbes-ის 2022 წლის რეიტინგში $115 მილიონით მესამე ადგილს დასჯერდა და მეორე პოზიცია Los Angeles Lakers-ის კალათბურთელს, $121.2-მილიონიანი შემოსავლის მქონე ლებრონ ჯეიმსს დაუთმო. აღსანიშნავია, რომ ლებრონმა, გასულ წელს, NBA-ის მოთამაშეების შემოსავლებში მის მიერვე დამყარებული $96.5-მილიონიანი რეკორდი მოხსნა და ასევე მეათე სპორტსმენი გახდა, რომლის მოგებამაც ერთ წელიწადში $100 მილიონს გადააჭარბა. $100-მილიონიან ნიშნულს მესიმ და რონალდუმ წელს უკვე მეხუთედ გადააჭარბეს.

საერთო ჯამში, ბოლო 12 თვის განმავლობაში, ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი  სპორტსმენის ჯამურმა შემოსავალმა $992 მილიონი შეადგინა და 6%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით. მოედნის მიღმა სპორტსმენების მიერ გამომუშავებული თანხა $500 მილიონით შეფასდა.

Forbes-ის 2022 წლის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენის რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. ლიონელ მესი: PSG-ის ფეხბურთელი – $130 მილიონი

ხელფასი: $75 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $55 მილიონი.

PSG-ის ფეხბურთელი 2021 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ მამაკაცად დასახელდა, რისთვისაც ოქროს ბურთი მოიპოვა. გარდა ამისა, მესიმ Socios-თან $20-მილიონიან თანამშრომლობას, სარეკლამო პორტფოლიოც შემატა, რომელიც Adidas-სთან, Budweiser-სა და PepsiCo-სთან პარტნიორობას მოიცავს და Hard Rock International-ის პირველი სპორტსმენი ელჩიც გახდა.

2. ლებრონ ჯეიმსი: Los Angeles Lakers-ის კალათბურთელი – $121.2 მილიონი

ხელფასი: $41.2 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $80 მილიონი.

2021 წლის ოქტომბერში ლებრონმა SpringHill-ის წილი გაყიდა, რის შედეგადაც კალათბურთელის წმინდა ღირებულება, Forbes-ის შეფასებით, $850 მილიონამდე გაიზარდა.  გარდა ამისა, ამა წლის იანვარში Crypto.com-თან კონტრაქტი გააფორმა და Super Bowl-ის რეკლამაშიც გამოჩნდა. ლებრონმა ცოტა ხნის წინ ინვესტიციები სპორტული დარბაზის კომპანია Tonal-სა და სპორტული ტექნოლოგიების სტარტაპ StatusPRO-ში განახორციელა.

3. კრიშტიანუ რონალდუ: Manchester United-ის ფეხბურთელი – $115 მილიონი

ხელფასი: $60 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $55 მილიონი.

რონალდუს შემოსავლის დიდი ნაწილი ფეხბურთელის სოციალურ ქსელში პოპულარობას უკავშირდება: Instagram-ზე, Facebook-სა და Twitter-ზე რონალდუს 690 მილიონი გამომწერი ჰყავს, რაც ისეთი სპონსორებისგან, როგორიც Nike-ი, Herbalife-ი და Clear-ი არიან, უფრო მეტი თანხის გამომუშავების საშუალებას აძლევს. კრიშტიანუ Tatel-ის რესტორნების ინვესტორიცაა. გავრცელებული ხმების თანახმად, შესაძლოა, მიმდინარე წლის ზაფხულში რონალდუს კიდევ ერთი ტრანსფერიც ვიხილოთ.

4. ნეიმარი: PSG-ის ფეხბურთელი – $95 მილიონი

ხელფასი: $70 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $25 მილიონი.

მოედნის მიღმა ნეიმარის მიერ გამომუშავებული თანხა Puma-სთან და Red Bull-თან თანამშრომლობას, ასევე Netflix-ის ახალ დოკუმენტურ სერიალს Neymar: The Perfect Chaos-ს უკავშირდება. გარდა ამისა, ნეიმარი სულ უფრო მეტად ეფლობა NFT-ის სამყაროში და ნოემბერში NFTSTAR-პლატფორმასთან კონტრაქტს აწერს ხელს.

5. სტეფენ კარი: Golden State Warriors-ის კალათბურთელი – $92.8 მილიონი

ხელფასი: $45.8 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $47 მილიონი.

სტეფენ კარიმ მიმდინარე სეზონში კალათბურთელებს შორის მოედანზე ყველაზე მეტი გამოიმუშავა. სავარაუდოდ, მომავალ სეზონში კალათბურთელი მოედანზე დაახლოებით $48 მილიონის გამომუშავებას შეძლებს, 2025-26 წლებისთვის კი თანხა $60 მილიონამდე გაიზრდება.

Forbes-ის შემდგომი ხუთეულის რეიტინგი შემდეგია:

6. კევინ დურანტი: Brooklyn Nets-ის კალათბურთელი – $92.1 მილიონი

ხელფასი: $42.1 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $50 მილიონი.

7. როჯერ ფედერერი: ჩოგბურთელი – $90.7 მილიონი

ხელფასი: $0.7 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $90 მილიონი.

8. კანელო ალვარესი: მოკრივე – $90 მილიონი

ხელფასი: $85 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $5 მილიონი.

9. ტომ ბრედი: Tampa Bay Buccaneers-ის ფეხბურთელი – $83.9 მილიონი

ხელფასი: $31.9 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $52 მილიონი.

10. იანის ანტეტოკუნმპო: Milwaukee Bucks-ის კალათბურთელი – $80.9 მილიონი  

ხელფასი: $39.9 მილიონი.
მოედნის გარეთ გამომუშავებული თანხა: $41 მილიონი.

tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way