USD 2.6249
EUR 3.0239
RUB 3.2852
თბილისი
2022 წელს საქართველოს ბანკებმა 446 მილიონი ლარი მოგების გადასახადის სახით გადაიხადეს
თარიღი:  914

საქართველოს 15-მა კომერციულმა ბანკმა სებ-ს 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებები წარუდგინა. ამ ანგარიშებიდან ჩანს, რომ გასული წელი ქართული ბანკებისთვის როგორც შემოსავლიანობით, ასევე წმინდა მოგებით რეკორდული იყო.

ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, კომერციულმა ბანკებმა შარშან 7.5 მილიარდი ლარის საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლები მიიღეს, რაც 2021 წელთან შედარებით 1.5 მილიარდი ლარით მეტი იყო.

მოგება დაბეგვრამდე 2.53 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით მეტი იყო. ამ თანხიდან ქართულმა ბანკებმა 446 მილიონი ლარი მოგების გადასახადის სახით გადაიხადეს, რაც წინა წელთან შედარებით 75%-ით მეტი იყო.

შესაბამისად, ქართული ბანკების წმინდა მოგებამ 2.088 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 6 მილიონი ლარით მეტი იყო.

საბანკო სექტორის კონსოლიდირებული მოგების მაჩვენებელზე ნეგატიურად იმოქმედა ვითიბი ბანკის სანქცირებამ და ზარალმა. გასულ წელს “ვითიბის” ზარალი 70 მილიონ ლარს აღემატებოდა.

დეტალური მონაცემებით თუ რა იყო უშუალოდ თითოეული ბანკის მიერ გამომუშავებული წმინდა მოგება და გადახდილი მოგების გადასახადი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

2023 წლიდან კომერციულ ბანკებს 20%-მდე გაზრდილი მოგების გადასახადის გადახდა მოუწევთ.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის