USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
G20 ქვეყნების ლიდერების ვირტუალური სამიტი შედგა
Date:  1661

გუშინ გაიმართა G20 ქვეყნების ლიდერთა ვირტუალური სამიტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენას მიეძღვნა.

კონფერენციის ინიციატორი საუდეთის არაბეთი გახლდათ, რომელიც წელს ამ ორგანიზაციას თავჯდომარეობს.

G20 ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მსოფლიო ეკონომიკის გადასარცენად 5 ტრილიონ დოლარს გამოყოფენ.

საერთო გეგმის შემუშავება  G20 ქვეყნის ფინანსთა მინისტრებს და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს დაევალათ.

კორონავირუსის უპრეცედენტო პანდემია - ეს არის შეხსენება ყველა ჩვენთაგანისთვის, იმაზე თუ რამდენად ვართ ჩვენ ურთიერთდამოკიდებულები და რამდენად ვართ ყველა ერთად მოწყვლადი საერთო საფრთხის წინაშე. ვირუსმა არ იცის საზღვრები“ - ნათქვამია სამიტის შემაჯამებელ განცხადებაში

ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება,  მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფის შესახებ.

სამხრეთ კორეამ დააყენა წინადადება, რომ ყველა ქვეყანამ გახსნას საზღვრები ექიმების და მეცნიერებისთვის.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა რამოდენიმე წინადადება შესთავაზა სამიტის მონაწილეებს, მათ შორის - ურთიერთადახმარების სპეციალური ფონდის და .. „მწვანე კორიდორებისშექმნის შესახებ. “მწვანე კორიდორი“ - ტერიტორიები რომლებიც თავისუფალი იქნებიან სავაჭრო ომების და სანქციებისგან.

ჩინეთმა სამიტის მონაწილეების წინაშე დაყენა წინადადება, რომ პანდემიის დროს მოხსნილი იყოს ყოველგვარი საგადასახადო და სავაჭრო შეზღვუდები ქვეყნებს შორის ვაჭრობაზე, რაც უზრუნველყოფს საქონლის სწრაფ მოძრაობას და მსოფლიო ეკონომიკისსაომარი სულისამაღლებას.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way