USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
2 თებერვალი - ეს დღე ისტორიაში
дата:  

2 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 33-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 332 დღე (ნაკიან წელში - 333).

 

დღის მოვლენებ

  • 1536 : ესპანელი პედრო დე მენდოზა აფუძნებს ბუენოს აირესს, არგენტინა.
  • 1653 : ახალი ამსტერდამი (მოგვიანებით გადაერქვა ნიუ-იორკი) დაფუძნდა.
  • 1812 : რუსეთი აფუძნებს ბეწვეულით ვაჭრობის კოლონიას ფორტ როსთან, კალიფორნიის სანაპიროზე.
  • 1848 : კალიფორნიის ოქროს ცხელება - სიმდიდრის მაძიებელი ჩინელი ემიგრანტებით დატვირთული პირველი გემი ჩამოდგა სან-ფრანცისკოს ყურესთან.
  • 1878 : საბერძნეთი თურქეთს ომს უცხადებს.
  • 1920 : საფრანგეთი მემელის ოკუპირებას ახდენს.
  • 1920 : ტარტუს სამშვიდობო შეთანხმებით რუსეთმა ცნო ესტონეთის დამოუკიდებლობა.
  • 1933 : ადოლფ ჰიტლერი გერმანიის პარლამენტს შლის.
  • 1940 : ფრენკ სინატრას დებიუტი შედგა ტომი დორსის ორკესტრის თანხლებით.
  • 1943 : საბჭოთა ჯარებმა გაიმარჯვეს სტალინგრადთან.
  • 1967 : ამერიკის კალათბურთის ასოციაცია შეიქმნა.
  • 1971 : ბრიტანეთის საელჩო დუბლინში დაინგრა სისხლიანი კვირის პროტესტის ნიშნად.
  • 1989 : საბჭოთა ომი ავღანეთში - სამჭოთა კავშირის ბოლო სამხედრო კოლონა ტოვებს ქაბულს, ასრულებს რა ცხრა წლიან სამხედრო ოკუპაციას.
  • 1992 : თბილისში „სამხედრო საბჭოს“ ტერორისტებმა დახვრიტეს ეროვნული ხელისუფლების მომხრეთა მასობრივი, მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები. საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციების მონაცემებით მოკლული იქნა 23 და დაჭრილი 183.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1208 : ხაიმე I დამპყრობელი — არაგონის მეფე
  • 1536 : ტოიოტომი ჰიდეიოსი — ფეოდალური იაპონიის სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი.
  • 1841 : ფრანსუა ალფონს ფორელი — შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი და ექიმი.
  • 1865 : სიმონ კლდიაშვილი — ქართველი არქიტექტორი.
  • 1866 : სამსონ დუმბაძე — ქართველი სამხედრო მოღვაწე
  • 1876 : პიუს XII —* რომის პაპი (1939–1958)
  • 1882 : ჯეიმზ ჯოისი — ირლანდიელი მწერალი.
  • 1883 : აკიტა უძიაკუ — იაპონელი მწერალი.
  • 1891 : ანტონიო სენი — იტალიელი პოლიტიკოსი.
  • 1892 : ბორის კუფტინი — რუსი არქეოლოგი და ეთნოგრაფი.
  • 1892 : კუნო ჰოფმაისტერი — გერმანელი ასტრონომი
  • 1894 : საფიე ალი — თურქი ექიმი.
  • 1896 : კაზიმირ კურატოვსკი — პოლონელი მათემატიკოსი
  • 1896 : პეტრე აღნიაშვილი — რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოსა და ამიერკავკასიაში.
  • 1901 : იაშა ჰეიფეცი — ებრაელი მევიოლინე
  • 1901  : იუსტინიანე — სრულიად რუმინეთის პატრიარქი (1948–1977 ).
  • 1902 : ხოსეპ სამიტიერი — ესპანელი ფეხბურთელი
  • 1912 : მილვინა დინი — ბრიტანელი კარტოგრაფი
  • 1922 : სტოიანკა მუტაფოვა — ბულგარელი მსახიობი.
  • 1926 : ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი — ფრანგი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე
  • 1934 : ოთარ იოსელიანი — ქართველი კინორეჟისორი
  • 1946 : ისაიას აფევერკი — ერიტრეის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.
  • 1946 : ალფა უმარ კონარე — მალელი პოლიტიკური მოღვაწე.
  • 1952 : პაკ კინ ჰე — სამხრეთ კორეელი პოლიტიკოსი.
  • 1963 : ევა კესიდი — ამერიკელი ვოკალისტი
  • 1963: ანდრეი კისკა — სლოვაკი ფილანტროპი
  • 1967 : გუბაზ სანიკიძე — ქართველი პოლიტიკოსი
  • 1970 : ვლადიმერ დგებუაძე — ქართველი ძიუდოისტი.
  • 1977 : შაკირა — კოლუმბიელი მომღერალი
  • 1980 : გრიგოლ ბედიაშვილი — ქართველი ფეხბურთელი
  • 1983  : ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი — ესტონელი ფეხბურთელი
  • 1983 : არსენ პავლოვი — უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში განვითარებული სამხედრო კონფლიქტის მონაწილე
  • 1987 : ჟერარდ პიკე — ესპანელი ფეხბურთელი
  • 1989 : ფელიპე ლიმა — ბრაზილიელი ფეხბურთელი
  • 1989 : ივან პერიშიჩი — ხორვატი ფეხბურთელი
  • 1990 : გოგიტა გოგატიშვილი — ქართველი ფეხბურთელი
  • 1992 : ირაკლი ტაკიძე — ქართველი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1907 : მენდელეევი, დიმიტრი — რუსი ქიმიკოსი.
  • 1925 : ჰევისაიდი, ოლივერ — ინგლისელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი
  • 1952 : კალისტრატე — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
  • 1967 : არტემ ერქომაიშვილი — ქართველი ლოტბარი
  • 2005 : მაქს შმელინგი — გერმანელი სპორტსმენი
  • 2014 : ფილიპ სეიმურ ჰოფმანი — ამერიკელი მსახიობი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე)
    • ექვთიმე დიდი
    • ინა, პინა და რიმა
    • წმინდა ვასი, წმინდა ევსევი, წმინდა ევტიქი და წმინდა ვასილიდა
    • წმინდა ზაქარია
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати