USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
2 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
 1278

2 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 275-ე დღე (ნაკიან წლებში – 276-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 90 დღე.

დღის მოვლენები

  • 1187 : იერუსალიმის ალყა — ჯვაროსანთა 88 წლიანი მმართველობის შემდეგ სალადინი იერუსალიმს იღებს.
  • 1552 : ივანე მრისხანე ყაზანს იღებს.
  • 1803 : გრიგოლ დადიანი ხელს აწერს სამეგრელოს რუსეთის მფარველობაში შესვლის ხელშეკრულებას.
  • 1835 : ტეხასის რევოლუცია იწყება გონზალესის ბრძოლით.
  • 1914 : ბრაზილიაში ქალაქი პორტუ-ველიუ დაარსდა.
  • 1924 : ჟენევის პროტოკოლი მიიღეს ერთა ლიგის განმტკიცებისთვის.
  • 1928 : მადრიდში საზოგადოება ოპუს დეი დაარსდა.
  • 1935 : იტალიის ჯარები აბისინიაში (ეთიოპია) შეიჭრნენ.
  • 1944 : მეორე მსოფლიო ომი - ნაცისტებმა ვარშავის აჯანყება ჩაახშეს, რომელმაც დაახლ. მეოთხედი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1958 : გვინეამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა საფრანგეთისაგან.
  • 1963 : სამხედრო გადატრიალება ჰონდურასში.
  • 1968 : მშვიდობიანი სტუდენტური დემონსტრაცია მეხიკოში ტლატელოლკოს ხოცვაში გადაიზარდა.
  • 2001 : გაკოტრდა შვეიცარიის ავიაკომპანია „Swissair“.
  • 2009 : საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლად რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია, აირჩია.
  • 2013 : გამბიამ ერთა თანამეგობრობის რიგები დატოვა.
  • 2017 : ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ამერიკელი მეცნიერები ჯეფრი ჰოლი, მაიკლ როსბაში და მაიკლ იანგი გახდნენ.
  • 2018 : ამერიკელი არტურ ეშკინი, ფრანგი ჟერარ მურუ და კანადელი დონა სტრიკლენდი ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1452 : რიჩარდ III — ინგლისის მეფე (გ.1485)
  • 1744 : უშაკოვი, ფოდორ — რუსი ადმირალი
  • 1798 : კარლოს-ალბერტი — სარდინიის მეფე
  • 1832 : ტეილორი, ედუარდ ბენეტ — ინგლისელი ეთნოგრაფი
  • 1847 : ჰინდენბურგი, პაულ ფონ — გერმანიის პოლიტიკური მოღვაწე (გ.1934)
  • 1851 : ფოში, ფერდინან — ფრანგი სამხედრო მოღვაწე
  • 1869 : მაჰათმა განდი — ინდოეთის პოლიტიკური ლიდერი (გ.1948)
  • 1904 : გრინი, გრემ — ინგლისელი მწერალი
  • 1912 : ფიფინაშნილი, კონსტანტინე — ქართველი რეჟისორი
  • 1951 : სტინგი — ბრიტანელი მომღერალი
  • 1954 : ჩოხელი, გოდერძი — ქართველი რეჟისორი
  • 1973 : პრუფი — ამერიკელი რეპერი (გ.2006)

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 534 : ათალარიხი — იტალიის ოსტგოთი მეფე
  • 1266 : ურბან IV — რომის პაპი
  • 1817 : ფიოდორ უშაკოვი — რუსი ადმირალი
  • 1921 : ვილჰელმ I — ვიურტემბერგის მეფე
  • 1931 : თომას ლიპტონი — შოტლანდიელი ბარონეტი
  • 1968 : დუშანი, მარსელ — ფრანგი მხატვარი (დ.1887)
  • 1974 : შუქშინი, ვასილი — რუსი მწერალი, რეჟისორი და მსახიობი
  • 1983 : ბაბალაშვილი, ივანე — ქართველი გენერალ-მაიორი (დ.1906)
  • 2019 : გია ყანჩელი — ქართველი კომპოზიტორი (დ. 1935)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ზოსიმე მეუდაბნოე
    • თეოდორე სმოლენსკელი
    • წმინდა ტროფიმე, საბატი და დორიმედონტი
  • ასევე:
    • გვინეა : დამოუკიდებლობის დღე
    • ინდოეთი : განდი ჯაიანთი (მაჰათმა განდის დაბადების დღე)
мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати