USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Tbilisi
2 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
Date:  929

2 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 306-ე დღე (ნაკიან წლებში – 307-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 59 დღე.

დღის მოვლენები

  • 1772 : ამერიკის რევოლუცია - სემუელ ადამსი და ჯოზეფ უორენი პირველ კორესპონდენციათა კომიტეტს აყალიბებენ.
  • 1889 : ჩრდილოეთ დაკოტა და სამხრეთ დაკოტა აშშ-ის 39-ე და მე-40 შტატები ხდებიან.
  • 1914 : რუსეთმა ოსმალეთის იმპერიას ომი გამოუცხადა.
  • 1936 : იტალიის დიქტატორი ბენიტო მუსოლინი რომი-ბერლინის აქსისის ჩამოყალიბების შესახებ აცხადებს, ქმნის რა აქსისის ძალების ალიანსს.
  • 1936 : ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) სატელევიზიო მაუწყებლობას იწყებს, რითაც პირველი რეგულარული სატელევიზიო სამსახური ხდება, რომელიც დღემდე მოქმედებაშია.
  • 1937 : მოსკოვის კრემლის ხუთ გუმბათზე ლალის ვარსკვლავები აინთო.
  • 1956 : ლიტვის ახალგაზრდობის დემონსტრაციები ვილნიუსსა და კაუნასში.
  • 1959 : ყინულის ჰოკეიში პირველად შემოიღეს სახის დამცავი ნიღაბი, მეკარე ჟაკ პლანტისთვის სახეში ჰოკეის ჯოხის ჩარტყმის გამო მიყენებული ზიანის შემდეგ.
  • 1965 : ალბანეთის პრეზიდენტი ენვერ ხოჯა აცხადებს საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ და ქვეყნის ახალ მოკავშირედ ჩინეთს ასახელებს.
  • 1984 : სიკვდილით დასჯა - ველმა ბარფილდი პირველი სიკვდილმისჯილი ქალი ხდება აშშ-ში 1962 წლიდან.
  • 1988 : მორისის ჭია - პირველი ინტერნეტით გავრცელებული კომპიუტერული ვირუსი, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო, გავრცელდა მასაჩუსტეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტიდან.
  • 1991 : ბართლომე I კონსტანტინოპოლის პატრიარქი ხდება.
  • 2009 :
    • ევროპის კოსმოსური სააგენტოს SMOS და Proba-2 თანამგზავრები გაუშვეს პლისეცკის კოსმოდრომიდან, რუსეთი.
    • ჰამიდ კარზაი მეორე ვადით აირჩიეს ავღანეთის პრეზიდენტად, მას შემდეგ რაც ოპონენტმა აბდულა აბდულამ მეორე რაუნდიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1082 : ჰუიცონგი — ჩინეთის იმპერატორი
  • 1667 : სობიესკი, იაკუბ — პოლონეთის პრინცი
  • 1755 : მარია ანტუანეტა — საფრანგეთის დედოფალი
  • 1795 : პოლკი, ჯეიმზ ნოქს — აშშ-ის პრეზიდენტი
  • 1844 : მეჰმედ V — ოტომანების სულთანი
  • 1865 : ჰარდინგი, უორენ გამალიელ — აშშ-ის 29-ე პრეზიდენტი
  • 1877 : აგა ხანი III — შიას იმამი
  • 1906 : ბაბალაშვილი, ივანე — ქართველი გენერალ-მაიორი
  • 1911 : ელიტისი, ოდისეუს — ბერძენი მწერალი
  • 1929 : ტეილორი, რიჩარდ — ამერიკელი ფიზიკოსი
  • 1944 : ალექსანდრე მეტრეველი — ქართველი ჩოგბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1285 : პეტრე III — არაგონის მეფე
  • 1327 : ხაიმე II — არაგონის მეფე
  • 1950 : შოუ, ჯორჯ ბერნარდ — ირლანდიელი დრამატურგი
  • 1966 : არაკი სადაო — იაპონიის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე
  • 2004 : შეიხ ზაიედ ბინ სულთან ალ ნაჰაიანი — გაერთიანებული არაბული ემირატების პრეზიდენტი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • მამა გაბრიელი
    • წმინდა არტემი
    • გერასიმე ათონელი

 

analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way