USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
дата:  336

მთვარის 23-24 დღეა. ხელსაყრელი დღეა კომუნიკაციისთვის. დღეს ის ადამიანებიც კი, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო, შეუძლიათ შეთანხმდნენ. სამსახურში შესაძლებელია კამათუ, მაგრამ არა კონფლიქტები, კამათი, როგორც წესი, სასარგებლოა, ის ხელს უწყობს იპოვოთ პრობლემის გადაწყვეტის  ოპტიმალური გზა. შესაძლებელია გრძელვადიანი გეგმების განხილვა.

წარმატებული დამთხვევები, დაგეხმარებათ ნაცნობი საგნებს სხვაგვარად შეხედოთ და დაინახოთ ის, რაც ადრე შეუმჩნეველი დარჩა.

ვერძი

 

თუ დღეს დახმარება გთხოვეს, აუცილებლად დაეხმარეთ რითიც შეგიძლიათ, რა მნიშვნელოვანი საქმითაც არ უნდა იყოთ დაკავებული.

კურო

მეტად მნიშვნელოვან ეტაპს გადიხართ, რადგან ის სიტუაციები რომელშიც ახლა თქვენ ხართ დაჩქარებული ტემპით განვითარდება მომდევბო თვეებში.

ტყუპები

ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის, იყავით ყურადღებით გზებზე. მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან ერთად, დაკავდით საყოფაცხოვრებო საქმეებით.

კირჩხიბი

მატულობს თქვენი იღბლიანობა, ასევე თქვენს მიმართ ინტერესი და სიმპატია. თქვენს ირგვლივ საინტერესო და პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანები ჩნდებიან.

ლომი

სასურველია დაკავდეთ მხოლოდ აუცილებელი საქმეებით. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს. ახალს ნურაფერს შეეჭიდებით. შესაძლოა ძველ მეგობრებთან ურთიერთობა აღადგინოთ.

ქალწული

დიდ მოწონებას იმსახურებთ საწინააღმდეგო სქესისგან, თუმცა შესაძლოა თქვენი მეწყვილე ამ ფაქტმა გაანაწყენოს. დაიცავით ზომიერება და ნუ მისცემთ ვინმეს ეჭვისა და ნერვიულობის მიზეზს.

სასწორი

პირად ურთიერთობებში შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ნუ იქნებით ზედმეტად გულჩათხრობილი, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები და გაუგებრობები.

მორიელი

მოსალოდნელია რომანტიული ხასიათის შეხვედრები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. ამ ეტაპზე მიმდინარე სიტუაციებს შეიძლება ჰქონდეს კარგი გაგრძელება.

მშვილდოსანი

სასურველია დაკავდეთ ვარჯიშით და საერთოდ ფიზიკურად მეტად გაიხარჯოთ. ამგვარად შეძლებთ განმუხტვას და იპოვნით მშვიდობიან გამოსავალს დაძაბული მდგომარეობიდან.

თხის რქა

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გალანტურობა, შეეცადეთ ნებისმიერ სიტუაციაში თავი იგრძნოთ კომფორტულად და თავდაჭერილად, ეს ყველასთვის სასიკეთო იქნება.

მერწყული

შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც მომავალში საერთო საინტერესო პროექტი გექნებათ ან თქვენი ურთიერთობა რომანტიულ ჭრილში განვითარდება.

თევზები

სასურველია მეტი დრო დაუთმოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და დაიწყოთ გამაჯანსარებელი ვარჯიში. ყურადღება მიაქციეთ ასევე საკვების ხარისხს და იზრუნეთ კვების რეჟიმის მოწესრიგებაზე. 

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати