USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
1999 წლის 23 ივლისს, ღია კოსმოსურ სივრცეში ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი - “რეფლექტორი” გავიდა
Date:  2763

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ქართულ საინჟინრო სკოლას, ქართველ მეცნიერებს და საზოგადოებას პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს ულოცავს.

როგორც დავით გურგენიძის მიმართვაშია აღნიშნული, 24 წლის წინ, 1999 წლის 23 ივლისს, ღია კოსმოსურ სივრცეში ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი - “რეფლექტორი” გავიდა და აქედან დაიწყო საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი ახალი ეპოქა.

„24 წლის წინ ქართული ხელთქმნილი ნაკეთობა პირველად გავიდა კოსმოსში. ეს იყო ქართული საინჟინრო სკოლისა და აკადემიკოს  ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით, რეფლექტორზე მომუშავე ქართველი მეცნიერების დიდი გამარჯვება, რომელშიც განსაკუთრებული წვლილი სწორედ ჩვენმა ალმა-მატერმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, შეიტანა.

ვულოცავ, ქართული კოსმოსური ობიექტის  შექმნაში მონაწილე მეცნიერთა ჯგუფს, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის  დღეს!

გვეამაყება რომ ეს დღე დაკავშირებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრების მოღვაწეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპთან - სწორედ ჩვენმა მეცნიერებმა ჩაუყარეს საფუძველი რეფლექტორის კოსმოსში გაშვების ისტორიას.

ორმაგად საამაყოა, რომ გასაშლელი რეფლექტორი დაპროექტდა, დამზადდა და წინასაფრენოსნოდ გამოიცადა საქართველოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ.

24 წლის წინ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაწყებული „რეფლექტორის“ ისტორია დღეს წარმატებით გრძელდება. საქართველოს ტექნიკუ რი უნივერსიტეტი და აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილი სტუ-ის მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად, ამერიკულ კომპანია EOS DATA ANALITIKS, INC-თან თანამშრომლობის ფარგლებში, კოსმოსური რეფლექტორების დარგში თეორიულ და ექსპერიმენტულ კვლევებს ატარებს და კოსმოსური ნაკეთობების პროექტირება-შექნაზე მუშაობს. ეს არის საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტისა და ქართველი ინჟინერ-მეცნიერების, ქართული საინჟინრო სკოლის მიერ წარმატებისკენ გადადგმული მორიგი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გარანტი იმისა, რომ საქართველო თავის სიტყვას იტყვის კოსმოსის ათვისების მიმართულებით.

კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართულ საინჟინრო სკოლას, ასევე, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს და კოსმოსური ნაკეთობების პროექტირება-შექნაზე მომუშავე მეცნიერთა ჯგუფს, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს და ვუსურვებ მათ წარმატებებს საქართველოს სახელის სადიდებლად “, - აღნიშნულია დავით გურგენიძის მიმართვაში.

ინფორმაციისთვის: “რეფლექტორი”, რომლის გენერალური კონსტრუქტორია სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, ღია კოსმოსურ სივრცეში 1999 წლის 23 ივლისს გავიდა. 1999 წლის 28 ივლისს, ღია კოსმოსურ სივრცეში დაიწყო პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გამოცდა, წარმატებულად დამთავრდა. ამის შემდეგ, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი — 6,4 მ. გაბარიტის მქონე გასაშლელი რეფლექტორი, ჩამოცილდა ორბიტალურ სადგურ „МИР”-ს და დაიწყო დამოუკიდებელი ფრენა კოსმოსში. 1999 წლის 23 ივლისი შეტანილია მსოფლიო კოსმონავტიკის უმნიშვნელოვანეს ქრონიკათა ჩამონათვალში, ხოლო საქართველოში ყოველი წლის 23 ივლისი აღინიშნება პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღედ.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way